Blue dress

250 31 143
                                    

- ბატონო ჯონ, მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ აუცილებელია, იცოდეთ. თქვენ დაგიდგინდათ გლაუკომა, რაც ნიშნავს თვალის ქრონიკულ დაავადებას, რომლის დროსაც პერიოდულად იზრდება თვალშიგა წნევა, ზიანდება მხედველობის ნერვი და უარესდება თვალის სისხლით მომარაგება. თვალის ქსოვილებში სისხლის მიმოქცევის გართულება მხედველობის ნერვის ირგვლივ მდებარე ქსოვილებში თავდაპირველად ჰიპოქსიას, ანუ ჟანგბადის უკმარისობას და იშემიას იწვევს, მოგვიანებით კი კომპრესიას, თვალის კაკლიდან გამომავალი მხედველობის ნერვის ბოჭკოებზე ზეწოლას, რასაც ნერვის დისტროფია - კვების მოშლა მოჰყვება. ვითარდება გლაუკომური ოპტიკური ნეიროპათია, რასაც მხედველობის ნერვის თანდათანობით კვდომა და მხედველობის დაკარგვა მოსდევს. ნერვის ბოჭკოები თანდათანობით ზიანდება. ამის შემდეგ თანდათან ბოჭკოთა ნაწილი პარაბიოზის, ერთგვარი ძილის, მდგომარეობაში გადადის. სამწუხაროდ, თქვენ ნეიროპათია უკვე გაგინვითარდათ და ამიტომ დაკარგეთ მხედველობა. მიუხედავად მედიცინის თანამედროვე მიღწევებისა, გლაუკომა ჯანდაცვის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და აქტუალური პრობლემაა, რომლის განკურნებაც ჯერ შესაძლებელი არაა, ძალიან ვწუხვარ.

A Beam Of Lightजहाँ कहानियाँ रहती हैं। अभी खोजें