||39||

649 72 160
                                    

- გუკ, ოღონდ ეს არა... გთხოვ, არ გაბედო და მარტო არ დამტოვო... გემუდარები! ოღონდ მარტო არ დამტოვო! - თავი ხელებში ჩარგო და ტირილი დაიწყო. ჯიმინი მეგობრისკენ შემოტრიალდა, სწრაფად მიუახლოვდა და ფეხზე წამოაყენა:

- დამიჯერე, ყველაფერი კარგად იქნება, ჯონგუკს არაფერი დაემართება, გპირდები! - ეს უთხრა და ცრემლები სწრაფად მოსწმინდა, - ახლა კი დაწყნარდი, კარგი? - თეჰიონმა მეგობარს თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა, რის შემდეგაც ჯიმინმა ის მთელი ძალით გულში ჩაიკრა.

იუნგი კი გაუგებრობისგან უბრალოდ ისევ ერთ ადგილზე იდგა და მათ  შეჰყურებდა, მართლა არ იცოდა თუ რა უნდა გაეკეთებინა ამ სიტუაციაში. თეჰიონს კი თავისი გაწითლებული თვალები ჯერ კიდევ საოპერაციოსკენ და შიგნით შემავალი ექთნისკენ მიეპყრო...

~

მართალია ჯონგუკმა შეცდომა დაუშვა, თან ისეთი შეცდომა რომ ვერავინ და ვერასდროს ვერ აპატიებს... მაგრამ ამის გამო კი ის სიკვდილის ღირსი არის? მას ხომ უბრალოდ შეუყვარდა, ძმა შეუყვარდა, თავისი სისხლი და ხორცი შეუყვარდა და სამწუხაროდ თავიდან ვეღარ ამოიგდო.

განა კი ცოდვაა ასეთი სიყვარული? განა ცოდვაა ის რომ შენი ძმა სხვანაირად გიყვარს?

ადამიანმა შეიძლება ტვინს უბრძანოს და ისიც დამორჩილდეს, მაგრამ აი გულს კი ვერანაირად ვერ უბრძანებ, იმიტომ რომ ის თავისი თავის პატრონია და ყოველთვის თავის გზას უდგას...
°°°
×××
თეჰიონი საოპერაციოს კართან იდგა და კარის მინიდან ჯონგუკს, თავის ძმას შეჰყურებდა, ძმას, რომლის ამ ქვეყნად მობრუნებას ექიმები ცდილობდნენ.

- დეფიბრილაცია 200 ჯოული - ექიმმა ეს თქვა თუ არა, ხელებში იმ წუთასვე დეფიბრილატორი მიაწოდეს. - შოკი! - დეფიბრილატორმა ელექტროშოკი გაუშვა, რის გამოც გუკის სხეული ოდნავ ჰაერშიც კი აიწია.

რადგან ამან პირველ ჯერზე არანაირი შედეგი არ გამოიღო, მეორეჯერაც გაუშვეს დეფიბრილატორში ელექტროშოკი. შემდეგ კი ექიმმა მის გვერდით მდგომ ექთანს ახალი ბრძანება გასცა:

Instagram Love || VHOPEWhere stories live. Discover now