მეთოთხმეტე

627 51 16
                                    

  "ასე არ შეიძლება, დონგიონ! დაიყვირა გამწარებულმა ჰუსეინმა და სამიზნე დაფას ესროლა დანა. —"ჯიჰუნს ვინ ვგონივართ, რომ ასე დაგვცინის. არც მისი დანაპირები იარაღი ჩანს და არც მისი ხალხი. ეშმაკის ნაშიერი..."
"რას მთავაზობ ჰუსეინ?" თავი ასწია დონგიონმა. მთელი დღის ლოდინსა და ღელვას შუბლი ნაოჭითა და ჭმუნვით აევსო.
"ჭკუა უნდა ვასწავლოთ!"
"ვის, ჯიჰუნს? თუ ღმერთი გწამს. გიჟი და ულმობელია, თანაც ყველაზე ძლიერი დაჯგუფება ჰყავს."
"ბრძოლისას მებრძოლთა რაოდენობა არაფერს ნიშნავს, დონგიონ, მთავარი შემართებაა!"
"ახლა მასთან შებრძოლებისთვის უძლურნი ვართ"
"დასწყევლოს ღმერთმა!"
"მეც გულს მირევს ჩვენი უმწეო ყოფა, ჩვენს ბედზე ვმწარდები, მაგრამ ბრძოლისთვის მზად არ ვართ."
სახე მოეღრიცა ჰუსეინს, ერთიანად მოსწოლოდა ამღვრეულ თვალებში სისხლი.
"არც ის ივარგებს, ასე თუ დავაცინინებთ თავს. წავიდეთ, ის მაინც მოვთხოვოთ, პასუხი გაგვცეს."
"მე მოველოდი ამას, ჰუსეინ. ჯიჰუნი და ჯონგუკი ძველი მეგობრები არიან. მათ შორის ისეთი რამ მოხდა, რომ ჯიჰუნი მტრად მოეკიდა, არ ვიცი. მაგრამ, იშვიათად, რომ ძველი მეგობარი გაწიროს ადამიანმა."
"მისი ჟამიც მოაწევს... ოჰ, ნეტავ შემეძლოს ჯავრის ამოყრა."
"გულს ნუ დაიმძიმებ. ძალაც და გონებაც საჭირო დროს უნდა გამოიყენოს კაცმა."
"როდისღა?"
"ეს ცხოვრება კიბეა, უსასრულო კიბე. ადამიანი ხან ადის მასზე, ხან ჩადის. ჯიჰუნიც დაეცემა, ჰუსეინ, და მაშინ ჩვენი შურისგების დღეც დადგება. აი ნახავ! მანამდე კი მოთმინება გვმართებს. მოთმინება ყველა დახურული კარის გასაღებია."
  მდუმარედ იჯდა მუხლებზე ხელებდაწყობილი ჰუსეინი და პირქუშად გასცქეროდა განთიადს.

ციოდა, ტყეც დუმდა. თითქოს კაცობრიობის დარდით დამძიმებულს სუნთქვა შეეჩერებინა. ოთახში მჯდარი ჯიჰუნი შეფიქრიანებული მისჩერებოდა ჰორიზონტის ხაზს. ადრე მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, მინჯეს მოსაპოვებლად სიცოცხლე არ დაეზოგა. ისიც ეგონა, სიკვდილიც კი მომიწევსო ალბათ. მაგრამ ახლა... ახლა ყველაფერი სხვაგვარად იყო. აღარც ჯონგუკი იყო მისი მტერი და აღარც გულისსწორი ჰყავდა შორს. თითქოს გეგმები აერია, მომხდარი იმდენად უცაბედი იყო, ჯერ კიდევ უჭირდა გაცნობიერება.
"ჯიჰუნ" —გაისმა სოჯუნის ხმა —" ასე გეძვირფასება ეს ჯადოქარი?"
"ხომ იცი პასუხი, მაშინ, რატოღა მეკითხები? რას აკეთებს?"
"არ ვიცი, ოთახში არავის უშვებს. წივის და კივის"
   მომაკვდავივით ეგდო მინჯე, შავი, ელვარე თვალები ისე ჩასწითლებოდა, თითქოს შანთით ამოუწვესო. მისკენ მიმავალ ჯიჰუნს რომ გახედა, წამოენთო, ფეხზე წამოდგა და შეუღრინა, არ მომიახლოვდეო.
"ასეთი რა ცოდვა მაქვს ჩადენილი შენ წინაშე, რომ ესოდენი სიძულვილით მიმზერ, მინჯე? სასაცილოა! განა ჯონგუკი არ გკლავდა? მე კი გიხსენი. მშველელს მადლობით აჯილდოებენ, შენ კი მხეცივით მიმზერ"
"მე შენთვის შველა არ მითხოვია!"
"რატომ? ასე გეჩქარებოდა ჯოჯოხეთში?"
"თუნდაც... იქ მაინც დავისვენებდი შენგან"
"ცდები!" ირონიული ღიმილით მიუახლოვდა, გამწარებულ, გაკაპასებულ სახეზე შეხედა და განაგრძო —"იქაც მოგაკითხავდი, ძვირფასო, და უფრო საზარელს გავხდიდი შენს ტანჯვას. რაო, გგონია, გამიძნელდებოდა?"
"ვერ ხვდები, რომ მძულხარ, ჯიჰუნ? ყველაფერი მძულს, შენი ხმა, საუბრის მანერა, გამოხედვა. შენი სუნთქვაც კი მზარავს!"
"ოჰ" გარს შემოუარა —"მერე მიბრძანე და მეც შევწყვეტ სუნთქვას. მინჯე, მინჯე... მე შენგან სიძულვილი სულაც არ მაკვირვებს. მეტს არც ველი. ადამიანს გული რითიც აქვს სავსე, გარეთაც ის გამოაქვს. ძალიან კარგად ვხვდები, რომ სიყვარულის ნიჭი არ გაქვს"
"შენ რა იცი? ერთხელ მაინც გინახავს სამყარო ჩემი თვალებით?"
"მაგას რა ცონდა უნდა. სიყვარული ქცევაში ვლინდება, ის საქციელებით მეტყველებს. სიყვარული სიცოცხლეს არ ართმევს, პირიქით—ჩუქნის. შენ დაამტკიცე რომ ეს არ ძალგიძს. ბოღმიანსა და უსულგულოს სიყვარული არ შეუძლია, ჩემო ლამაზო."
"შენ არაფერი იცი, არაფერი!" ცრემლით დასველებული სახე ხელებში ჩარგო და ძირს დაემხო, აქვითინდა ისე საწყლად, რომ ქვას აატირებდა, მაგრამ მისი ეს სულიერი სიბრმავე და საკუთარი ბრალის აუღიარებლობა ბრაზის წისქვილზე წყალს უსხამდა ჯიჰუნს. მაგიდაზე მდგარ კელაპტარს მიეჭრა ჯიჰუნი, სწრაფად აიღო ხელში და მტირალს მიუახლოვდა, სახეში შეანათა. ისე ახლოს მიუტანა, შიშისგან ლამის ენა ჩაუვარდა მინჯეს. გაფითრებულმა შეჰყვირა, რას აკეთებ, დაწვას მიპირებო?
"კარგად შეხედე! ამ კელაპტარს ხომ ხედავ? ის იწვის და იღვენთება, რომ ყორნისფერი ღამე გაანათოს. კიდევ უფრო თუ მიუახლოვდები, ნახავ, რომ სითბოსაც გამოსცემს, გაყინული ხელები რომ გაათბოს. სიყვარულიც ასეთია. თავად იტანჯება, სტკივა, დნება და, თუ საჭიროა, მოკვდება კიდეც, ოღონდ სხვას გზას გაუნათებს და ზიანს არ მიაყენებს. ახლა ხვდები სხვაობას შენსა და ამ კელაპტარს შორის? ეს უსულო და უგულო ნივთი შენზე უფრო მადლიანია. ბოროტი და უმადური არსება ხარ, მინჯე! ვინ გასწავლა შენ სიყვარული? შენ მისი არაფერი იცი, არც კი გიგემია, ამიტომ ცხარე ცრემლის ფრქვევით თავს ნუ მაცოდებ. არ მეცოდები!"
ერთიანად გაიყინა ნერვიულობისგან, ტუჩები აუკანკალდა და სუნთქვა დაუმძიმდა. არაფერი უთქვამს, არ შეპასუხებია. იჯდა გაუნძრევლად და იატაკს დაჰყურებდა. უკანმოუხედავად გავიდა ჯიჰუნი.
"ასეთი რა დავაშავე?!" ამოთქვა გამძვინვარებულმა —"რით დავიმსახურე ასეთი ქალის სიყვარული და, თუ არ დამიმსახურებია, მაშ, რა ჯანდაბაა?! რა მემართება მასთან? ასეთი საშინელი ბედი რად მხვდა წილად?.."
ერთხანს ასე იდგა. უკვე გალურჯებულიყო ცა, მზის პირველ სხივებსაც მოესწროთ გამოსვლა.
"ჯიჰუნ!"
"რა გინდა, სოჯუნ? ვერ მატყობ, რომ მარტო ყოფნა მსურს?"
"მაპატიე, ჯიჰუნ. დონგიონი და ჰუსეინი მოვიდნენ."
"მარტონი არიან?"
"ჰო, ორნი არიან. შენს კაბინეტში შევიყვანე, გიცდიან. მგონი, ნაწყენნი არიან."
"არაუშავს, გაუვლით"
დაბოღმილნი ისხდნენ დონგიონიც და ჰუსეინიც. ჯიჰუნის დანახვისას ისე წამოენთნენ, გულში გაეცინა კიდეც შემსვლელს, რა დიდ გულზე ყოფილანო.
"შენ არ გვეახელი, ჯიჰუნ, ლოდინმა დაგვღალა და თავად მოვედით."
"ვაპირებდი მოსვლას, ოღონდ მოგვიანებით."
"ყველაფერს აქვს თავისი წესი და ზომა. რა ხდება ჯიჰუნ? ჩვენ შევთანხმდით. სადაა დანაპირები?"
"ჩემსა და ჯონგუკს შორის მტრობა მოკვდა, დონგიონ!" თვალი თვალში გაუყარა მისკენ მოტრიალებულს, ცოტახანს გაჩუმდა, აცდიდა, კარგად გაეცნობიერებინა ყოველი ნათქვამი სიტყვა —" მისგან ახლა სიცოცხლით ვარ დავალებული"
"რას ამბობ?"
"ახლა რომ ჯონგუკს დავესხა, განგება დამწყევლის. ვის გაუგია, ის კაცი მოკლა, სიკვდილს რომ გადაგარჩინა?"
"ანუ, ჩვენს ფიცს სტეხ?" წამოიჭრა ჰუსეინი, სახე აუწითლდა.
"დაწყნარდი, ჰუსეინ" ჩუმად მიმართა დონგიონმა, წამოდგა და ჯიჰუნს მიუბრუნდა —" თუ ფიცი გატეხილია, არც ჩვენ ვითვლებით მოკავშირეებად. იცოდე, მომავალში შევხვდებით, ჯიჰუნ, ოღონდ როლები შეიცვლება! წავედით!" ბრაზით გახედა ჯიჰუნს და კაბინეტიდან გავიდნენ.
კაბინეტთან აყუდებულიყო მინჯე და მოსაუბრებთ ყურს უგდებდა. აკვირვებდა მამაკაცების ასეთი დამოკიდებულება და მტრული კილო. საგონებელში ჩავარდა, ჯონგუკთან რა აკავშირებთო, მაგრამ ვერაფერს მიხვდა. გამოსულ კაცებს კვალში ჩაუდგა და რომ ნახა, არც ჯიჰუნი ჩანდა სადმე, არც სოჯუნი და არც სხვები, ჩუმად დაუძახა, მოდითო. გაკვირვებით გახედა ახალგაზრდა გოგონას ჰუსეინმა.
"მოიცადეთ!" ისევ დაიჩურჩულა და მიმავალთ მიუახლოვდა —"თუ ჯონგუკის განადგურება გინდათ, საყვარელი წაართვით და მოუკალით. მის გარეშე მალევე მოუღებთ ბოლოს."
"შენ ვინ ხარ, რა გაკავშირებს ამ საქმესთან?"
"რას უსმენ, დონგიონ? აქ არავინაა სანდო."
"ნება თქვენია, თუ გნებავთ დამიჯერეთ, თუ გნებავთ, არა. მე სიმართლეს ვამბობ. ჯონგუკს უცხოელი გოგო უყვარს. თუ მისი მოკვლა გსურთ, ჯერ გოგო მოუკალით და მასაც იოლად ჩაიგდებთ ხელში"
უმალვე მოშორდნენ იქაურობას კაცები. ოთახიდან გამოსულ ჯიჰუნს რომ გაუსწორა თვალი, ელდა ეცა, ვაითუ, შემამჩნიაო და ნაბიჯს აუჩქარა.
"აქ რას აკეთებ, მინჯე?"
"ხმაური მომესმა, მეგონა, რაღაც მოხდა. უცხო ხალხს რომ მოვკარი თვალი გამიკვირდა. რა? ოთახიდან გამოსვლა აკრძალული მაქვს?"
"იცი, ზოგჯერ ვფიქრობ, ასე მიმიზიდავდი თუ არა, ასეთი ჯიუტი და გესლიანი რომ არ ყოფილიყავი."
"ნუ ღელავ, შხამს არ მოგაკლებ!"
"ეჭვიც არ მეპარება. მაგრამ დღეს გიჯობს, თავს მიხედო, შხამები ხვალისთვისაც შეინახე, ხვალ ჩემი ცოლი გახდები და უფლებას მოგცემ, უხვად ამივსო ბაგე შენი შხამით"
"რა თქვი?" მუხლები მოეკეცა ლამის.
"რაც გაიგე, ლამაზო."
"არასოდეს, ჯიჰუნ! არასოდეს, გესმის?" დაიკივლა, მისკენ გაიწია და მხრებზე დაუშინა მუშტები.
"მირტყი, რამდენიც გენებოს, ასე მაინც მეყოლები ახლოს." ცას ახედა და მადლობა უძღვნა ღმერთს.
  გამწარებით ურტყამდა მინჯე მკერდზე მუშტებს და სიმწრის ცრემლი სდიოდა. თავში ყველა ფიქრი და მოსალოდნელი საშიშროება ერთად აშლილიყო. ჯიჰუნის გაბადრული სახის დანახვა უფრო მეტად ამძაფრებდა მის ბრაზს. გაჩერდა, დაიღალა, თვალის კუთხეებიდან ცრემლი წამოუვიდა და ჯიჰუნის ჯიბიდან იარაღს სტაცა ხელი და საფეთქელზე მიიდო.
"რას აკეთებ, მინჯე?" დაჰყვირა ჯიჰუნმა და გული ამოუვარდა —" დაბლა ჩამოსწიე, გესმის! ჩამოსწიე თოფი!" დაუღრიალა მხეცივით და ოთახებიდან გამოსულ ხალხს ანიშნა, ნაბიჯი არ გადმოედგათ.
"გეგონა, ვხუმრობდი, არა?"  იარაღი შეათამაშა —" არ მომიახლოვდე, თორემ ვისვრი. ჩემს სიცოცხლეს აზრი არ აქვს, ჯიჰუნ. მართალი იყავი, მე კელაპტარზე უვარგისი ვარ, ბოროტი და უმადური სულის მქონე. ისიც ვიცი, მივხვდი, რომ დამნაშავე ვარ შენთან, მაგრამ ვერაფერს ვნანობ ან სინანულის უნარიც არ მაქვს. ჩემს გაჩენის დღეს ვწყევლი მხოლოდ..." ცრემლებმა დაბანა სახე. —"ახლა მშვიდობით იყავი!" უბადლო ბაგე სევდანარევმა ღიმილმა შეურხია. ის-ის იყო, უნდა გამოეკრა, რომ გაცეცხლებული ჯიჰუნი მიეჭრა. ირგვლივ მყოფებს სუნთქვა შეეკრათ, სანახაობით გაოგნებულნი უძრავად იდგნენ. ამ ჭიდაობასა და გაძალიანებაში, გასროლის ხმაც გაისმა. გაფართოებული თვალებით მისჩერებოდა მინჯე წინ მდგარ მამაკაცს, რომელსაც მარცხენა გვერდზე მიებჯინა ხელი და სისხლი თქრიალით სდიოდა.
"ჯიჰუნ" დაიყვირა სოჯუნმა და მისკენ გაიქცა. გახევებული იდგა მინჯე, არაო, თავს აქნევდა და სისხლით დასვრილ ხელებს დაჰყურებდა. ჯიჰუნი წელში მოხრილიყო და ტკივილიანი მზერით მისჩერებოდა.
"ხელი არ ახლო" დაუღრიალა სოჯუნს, თან ძლივს იმაგრებდა თავს და ცრემლჩამდგარი თვალებით მისჩერებოდა მკვდრისფერ დადებულ მინჯეს.
"რატომ ტირი, მინჯე?" თვალები დახუჭა და ამოიოხრა, ნაბიჯი აერია, სუნთქვაც გაუძნელდა —"ასეთ სიკვდილზე საყვედურს ვერ ვიტყვი... სოჯუნ, არაფერი დაუშავო, თორემ ჩემი ხელით მოგიღებ ბოლოს!" გამწარებული სოჯუნი ნაპერწკლებს ყრიდა თვალებიდან, თან მხარს აშველებდა ძმადნაფიცს.
"რა ცინიკოსი ყოფილა ცხოვრება, სოჯუნ...." ძლივსღა წარმოთქვა და გრძნობადაკარგული დაეცა.

"ახლა რას ვიზამთ, დონგიონ?" ჰკითხა ჰუსეინმა და სხვა დანარჩენსაც მზერა მოავლო.
"კარგი გეგმა გვჭირდება"
"ის გოგო მართალი იყო" ჩაფიქრებული მზერა მოავლო იქაურობას დონგიონმა —"მამაკაცის სუსტი წერტილი ქალია. განა ცოტა დიდებული მებრძოლი გამოეთხოვა სიცოცხლესა და დიდებას ქალის გამო?! თავიანთი მათრობელა ეშხითა და ხმით ისინი ჯერ თავბრუს გვახვევენ, შემდეგ ჩვენს ცხოვრებაში იჭრებიან და სულს გვპარავენ. იქაურობის გადაწვაც რომ დაგვჭირდეს, ჯონგუკის ქალი ხელში უნდა ჩავიგდოთ. მერე ჯონგუკსაც გავიტყუებთ და ბოლოს მოვუღებთ. მაგრამ როგორ?"
"გაიმეორე..." გასხივოსნებული სახით წამოიძახა ჰუსეინმა და ცბიერი თვალებით მიაჩერდა.
"რა გავიმეორო?"
"გადაწვა. ეს საუკეთესო აზრია!"
"ჰო, მართალი ხარ! თუ როგორმე სახლში შევიპარებით და საღამო ჟამს იქაურობას ცეცხლს გავუჩენთ, ეს პანიკას გამოიწვევს. სანამ კაცები ცეცხლის ჩაქრობას შეუდგებიან, ჩვენ იმ გოგოს გავიტაცებთ."
"ისეთ ადგილას უნდა წავიყვანოთ, რომ ვერავინ მიხვდეს. მისი სიცოცხლე არც გვანაღვლებს, რომც მოკვდეს, არ გვადარდებს."
"აქედან ჩრდილოეთით ნანგრევებია. ძველი საკნებიცაა და შეგვიძლია, იქ გამოვამწყვდიოთ. ორი ჩვენგანი დარაჯად დაუდგება. ჯონგუკს კი სხვაგან გავიტყუებთ, რას იტყვი დონგიონ?"
"გენიალურია. როდის?"
"ამ საღამოს!"
"ასე მალე, ჰუსეინ?"
"და რას ვუცადოთ, დონგიონ? ჯიჰუნმა რომ დაგვცინა, ეგ არ კმარა? თანაც, ხომ შეიძლებოდა, იმ წყეულს რამე ეეჭვა და ჯონგუკისთვის ეთქვა. ახლა მოცდის დრო არ გვაქვს, არც საქმეს უყვარს ლოდინი" თქვა და ღვინით სავსე ჭიქა გამოცალა.

🦋🦋🦋🦋🦋🦋🦋🦋
გამარჯობათ💜
ესეც ახალი თავი. 🥰  მინდოდა დღესაც დამედო ახალი
მოკლედ, მინჯემ მაინც ვერ მოისვენა, მიუხედავად იმისა რომ ჯონგუკს ლამის შემოაკვდა ამის გამო. თქვენ რას ფიქრობთ? მოგწონთ მოვლენების ასე განვითარება?🌼

𝚃𝚑𝚎 𝙿𝙾𝚆𝙴𝚁 𝚘𝚏 𝙻𝙾𝚅𝙴  (დასრულებული)Where stories live. Discover now