17 თავი

806 35 14
                                    

თქვენი აზრით, როგორი გრძნობაა როცა ისეთ ადამიანს კარგავ ვინც მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ სანამ არ დაკარგე ვერ მიხვდი ამას, ვერ იგრძენი თუ რა მნიშვნელოვანი ყოფილა ის შენთვის. თქვენივე სურვილით დაგიკარგავთ ადამიანები? იმედი მაქვს ეს შეცდომა არავის არ დაუშვია, მაგრამ მე ნამდვილად დავუშვი. ვაიძულე ჩემგან წასულიყო... რატომ? ალბათ იმიტომ რომ ზედმეტად მერყევი ვარ, მეც ვერ გამიგია რა მინდა, თან ეს ბოლო თვები ზედმეტად ავირიე, ხშირად არ მაქვს ამაზე ფიქრის დრო, მაგრამ როცა დრო მაქვს ისიც არ ვიცი რა და როგორ უნდა ვიფიქრო ვერაფერი გამიგია... როდის მერე გავხდი ასეთი? ყველა მეუბნება ძალიან შეიცვალეო, მაგრამ არ ვიცი თითქოს ვერაფერ ცვლილებას ვამჩნევ და ამავ დროულად თითქოს ის გოგო აღარ ვარ ვინც თქვენ გაიცანით და მითუმეტეს ის აღარ ვარ ვისაც თაკო იცნობდა, ვისაც სანდრო და ჩემი მშობლები იცნობდნენ... რა მემართება? რატომ ხარ ჩემს გონებაში იოანე გელოვანო? რატომ არ მანებებ თავს?

თვითმფრინავში ჩასხდომა დაიწყო და უკვე ყველას დავემშვიდობე, დედაჩემი ისე ტიროდა თითქოს ერთი კვირის ნაცვლად ერთი წლით მიშვებდა. არა კი ყოველთვის იყო ის მომენტი, როცა სადმე მიშვებდა სულ ნერვიულობდა და ყოველ ნახევარ საათში მირეკავდა რას ვშვებოდი, სად ვიყავი და ვისთან ერთად.

ბოლოჯერ შევხედე ჩემს მშობლებებს და ძვირფას მეგობრებს და გული დამწყდა, ვიღაც არ მოვიდა, არ დამემშვიდობა... მეწყინა, რომ არ მოვიდა. მართალია დიდი ხნით არ მივდივარ სულ რაღაც ერთი კვირით და მერე ისევ დავბრუნდები, მაგრამ მეგონა მისთვისაც ისეთი მნიშვნელოვანი ვიყავი, როგორც დანარჩენებისთვის, მაგრამ შევცდი...

კარგია რომ მივდივარ ყველაფერზე დასაფიქრებლად მექნება დრო და იმედია ამ ცვლილებების მიზეზს ვიპოვი.

მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯი და უკვე თვითმფრინავში ვიქნები... თაკოს შევხედე გაღიმებულმა და ღრმად ამოვისუნთქე ორი წამის წინ ჩასუნთქული ჰაერი. ყოველთვის ასე მემართება თითქოს ჩემს მუცელში რაღაც არსება დაძრწის და მოსვენებას არ მაძლევს, დრო და დრო გულის რევის საშინელი შეგრძნებაც მეუფლება და მგონია სადაცაა გული გამისკდება ნერვიულობით. თვალებს ვხუჭავ დასამშვიდებლად, ტუჩებს ერთ ხაზად ვასწორებ, მერე ისევ ვაშორებ ბაგეებს ერთმანეთს და კიდევ ერთხელ ვისუნთქავ ჰაერს ღრმად...

განშორებამდე... (დასრულებულია)Where stories live. Discover now