1.

3.2K 171 36
                                    

ხშირად ამბობენ, შემთხვევით არაფერი ხდებაო ამქვეყნად, მართლაც ასეა... არასდროს იცი, რა მოულოდნელობას გადააწყდები, რა დროს შეგიპყრობს შიში, სასოწარკვეთილება,სიყვარული, იმედგაცრუება და კიდევ სხვა მრავალი გრძნობა... ყველა ადამიანს სჭირდება გარკვეული სულიერი საყრდენი, რათა ჯებირები გაარღვიოს და საწადელს მიაღწიოს. არანაკლებ მთავარ როლს თამაშობს თვითდამკვიდრების უნარი. მხოლოდ ჰუმანური იდეალებისკენ სწრაფვა ბევრს არ შეუძლია. რა არის ადამიანად ყოფნის საზრისი და დანიშნულება? რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ბევრი სიცოცხლეს უბრალოდ სიკვდილის წინა ფაზად და დროდ აღიქვამს, რომელიც პიროვნებამ უნდა გაიაროს. თუმცა, ყველას ინდივიდუალური აზრი გააჩნია ამ სამყაროში არსებობასთან დაკავშირებით. რა არის მთავარი ცხოვრებაში? რისთვის ვცხოვრობთ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას კაცობრიობა ყოველთვის ცდილობდა და დღემდე ცდილობს. თუმცა რთულია, ერთ და კონკრეტულ დასკვნამდე მისვლა.

არც კიმ თეჰიონი იყო გამონაკლისი შემთხვევა. 21 წლის ბიჭი დეგუდან, რომელმაც დამოუკიდებლად შექმნა საკუთარი ცხოვრება. თითქოს ცა თავზე ჩამოექცა, როდესაც მშობლების დაღუპვის შესახებ გაიგო, მაშინ ხომ  მხოლოდ 17 წლის იყო. არ არის ადვილი ცხოვრების გრიგალებს გაუმკლავდე, როდესაც აღმოაჩენ, რომ მარტო ხარ, თავად უნდა გაკვალო გზა და იბრძოლო საკუთარი თავისთვის. ძლიერად იშრომო მომავალი დღეებისთვის. გააანალიზო, თუ რა შეიძლება მოჰყვეს დანებებას..

თუმცა ქერათმიან ბიჭს ეს უკანასკნელი არ აურჩევია, მიზნებისკენ სწრაფვა გადაწყვიტა. სეულის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ადგილი დაიმკვიდრა. ბევრს არ საუბრობდა, სწორედ ამით იცნობდნენ სხვებიც. ყველას მოკლე პასუხს სცემდა, თითქოს უნდოდა თავიდან აერიდებინა ზედმეტი კონტაქტი ხალხთან. თუმცა რას გრძნობდა სინამდვილეში თეჰიონი? არავინ იცოდა ვინ იდგა ამ ერთი შეხედვით უჟმური ბიჭის უკან. ის ხომ ნაწილებად იყო დაშლილი, სულიც დამსხვრეოდა ოთხი წლის წინ მომხდარი ტრაგედიის გამო, თუმცა არასდროს სურდა ხალხს მისი სუსტი ვერსია ენახა, ცხოვრებისგან დაჩაგრული ბიჭი, რომელიც ობოლია, არავინ ჰყავს დასაყრდენი, ვერ უზიარებს  სევდასა და დარდს სხვებს. გულჩათხრობილი და საკუთარ ფიქრებთან განმარტოვებული ყოფის წიაღში. ხშირად ეცინებოდა ირონიულად საკუთარ თავზე ჩაფიქრების შემდეგ.

ნაპოლეონ ჰილი ამბობდა: "ყველა მიღწევის საწყისი წერტილი არის სურვილი." თეჰიონს კი არასდროს განელებია თვითგანვითარების და პოტენციალის რეალიზების სურვილი. ამიტომაც იყო უნივერსიტეტის ერთ-ერთი შესანიშნავი სტუდენტი, რომელსაც  ლექტორებთან უფრო მარტივად შეეძლო კონტაქტის დამყარება, ვიდრე თანატოლებთან. ამას თვითონაც ვერ ხსნიდა, თითქოს უფროსებისგან ნებისმიერი ცხოვრებისეული დეტალის სწავლას ცდილობდა, მოსწონდა გამოცდილების მქონე ხალხის მოსმენა და მათი რჩევების გათვალისწინება.

არაერთხელ უფიქრია, თუ რა მოსაწყენი ცხოვრება აქვს, უკვე თავს ძალიან აბეზრებდა არსებული რუტინული ყოფა. უნივერსიტეტიდან სამსახურში, სამსახურიდან სახლში, შემდეგ კი ისევ იგივე მეორდებოდა დღეების განმავლობაში, ორ კვირაში ერთხელ მაინც დეიდა ნოილს სტუმრობდა. ძალიან უყვარდა ეს ქალი, რადგან მშობლების დაღუპვის შემდეგ მან აიღო თეჰიონზე პასუხისმგებლობა, მისცა ცხოვრების გაგრძელების მოტივაცია და შთააგონა, რომ არ არსებობს ერთ ადგილზე დგომა, ან წინ წავიდოდა, ან კი ნელნელა უკან მოუწევდა სიარული, რაც რეგრესზე მიუთითებდა.

სწორედ ეს იყო კიმ თეჰიონის ყოველდღიურობა. ერთ ჩვეულებრივ დღეს როდესაც უნივერსიტეტში მივიდა, თავიდანვე უცხო სახე მოხვდა თვალში. აშკარად ხვდებოდა, რომ ეს ადამიანი აქამდე არ ენახა, თუმცა ამაზე ფიქრის დრო არ ჰქონდა, რადგან ლექციაზე აგვიანდებოდა და ნაბიჯს მოუჩქარა. თვალწინ ედგა მისი გამოკვეთილი ყბის ძვალი, მისი ორბივით შავი თვალები და ასევე შავი გრძელი თმა.

თეჰიონს ლექციაზე შესვლისას, როდესაც აუდიტორიაში თავის ადგილზე მოთავსდა, თვალი ერთ წერტილზე გაუშტერდა რამდენიმე წამით, უცნაური შეგრძნება დაეუფლა. კალამს ხელში ათამაშებდა და ისევ აგონდებოდა რამდენიმე წუთის წინ ნანახი ბიჭი: "ნეტავ ის ტიპი ვინაა. აქამდე აშკარად არსად მინახავს. ალბათ, ახალია და აქ ისწავლის." უმეორებდა საკუთარ თავს, სანამ ლექტორი არ შემოვიდა აუდიტორიაში უცნობ პირთან ერთად.

———————————————-

მოცულობას გავზრდი მომდევნო თავებში❤️

Look at meWhere stories live. Discover now