8

981 83 4
                                    

როგორც იქნა გამომწერეს საავადმყოფოდან .... ახლა სახლში ვარ და მევზადები უნივერსიტეტში წასასვლელად , ერთი წლის შემდეგ პირველად მივდივარ უნივერსიტეტში ... ასეთი რა ჭრილობა მივაყენე ჩემს თავს რომ ერთი წელი საავადმყოფოში გავატარე , არადა ეგ ჭრილობა სასიკვდილოდ მივიყენე ... კომაში ჩავარდნას საერთოდ არ ვგეგმავდი ... ნუ ჰო როგორცაა რაც მთავარია ერთი წლით მაინც ვიყავი აქაურობას მოწყვეტილი , ერთი წლის განმავლობაში ვერ ვხედავდი ამ თავხედი ჯიმინის სახეს.

- ჩონჰი მე მივდივარ(მე)

- კარგი(ჩონჰი)

სახლიდან გავედი და იუნგის მანქანაში ჩავჯექი , გზაში ბევრ რაღაცაზე ვიპალარაკეთ ... თურმე ძალიან მომნატრებია მასთან ლაპარაკი , მას შემდეგ რაც მე კომაში ჩავვარდი თურმე ძაან სევდიანი ყოფილა ... როგორ გულის ამაჩუყებლად მომიყვა თუ როგორ მოვენატრე

- შევიდეთ(იუნგი)
*და ხელი ჩამკიდა , ყველა ჩვენ გვიყურებდა და გვიღიმოდნენ , ჩემი კურსელებისგან პირველად ვიგრძენი სითბო , ისინი ძალიან გახარებულები იყვნენ ჩემი დანახვით , ცოტა არ იყოს გამიკვირდა ეს მათგან მაგრამ არ შევიმჩნიე ... დღემ მშვენივრად ჩაიარა და საღამოს ჩემმა კურსელებმა პატარა ფართიც მოაწყვეს ჩემს გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებით ... მე კი ძალიან გახარებული და ასევე დაღლილი მივედი სახლში ღამით ... ერთი წლის წინ არცერთი ზედ არ მიყურებდა და დღეს რა დაემართათ? ნუ როგორც არის ჯობია დავიძინო ...

*Jimin pov*

*დღეს ელა უნივერსიტეტში ერთი წლის პირველად მოვიდა ამიტომ ყველა გახარებული იყო მათ შორის მეც რადგან თითქმის კვირაა არ მინახია ... რაც საავადმყოფოდან გამომაგდო მის შემდეგ არ მინახავს ... ძალიან მინდოდა მისი ნახვა , ძალიან გახარებული ვიყავი და ვიღიმოდი მაგრამ ღიმილი მაშინვე შემახმა სახეზე , როცა ელენა და იუნგი ხელ ჩაკიდებულები მოვიდნენ ... გული ძალიან მეტკინა როცა ისინი ხელ ჩაკიდებული რომ დავინახე მაგრამ მერე გამახსენდა თუ რას ვაკეთებდი თვით ელას წინ და თავს დავაძალე რომ მათთვის მეყურებინა და გული მტკენოდა ... მე ადრე ელას წინ გოგოებს ვკოცნიდი ის კი ამას იტანდა ... მე რა უფლება მაქ ახლა ამაზე ვიეჭვიანო? სულელი ხარ ჯიმინ სულელი ... მისთვის გული რომ არ გეტკინა დღეს შენი შეყვარებული იქნებოდა და არა იუნგის .... მის გრძნობებს უნდა მოვფრთხილებოდი ..
ახლა კი კურსელები ვუწყობთ ელას ფართს იქ კი დარწმუნებული ვარ რამე ისეთი მოხდება რომ ძალიან მეტკინება გული , არ მინდა წასვლა მაგრამ კურსელებმა დამაძალეს ამიტომ მივდივარ ... მისულს კი ჩემთვის ძნელად წარმოსადგენი ვითარება მხვდება , იუნგი ვიღაც გოგოს კოცნის ელა კი , მათ მხიარეული სახით შეჰყურებს ... ანუ? ანუ ელენა და იუნგი ერთად არ არიან? შანსი ჯერ კიდევ მაქვს? *

გრძნობებზე თამაში  🖤Where stories live. Discover now