6

986 120 150
                                    

-გამარჯობა, მე დეტექტივი კიმ ნამჯუნი ვარ, ბატონ პაკთან რამდენიმე კითხვა მაქვს, იმედია წინააღმდეგები არ იქნებით-თქვა მაღალმა კაცმა და ჯიმინმა  უძლიერესი ტკივილი და იმედგაცრუება იგრძნო. რატომ ეგონა, რომ ის იქნებოდა და მის სანახავად დაბრუნდებოდა.

-რათქმაუნდა არ ვართ წინააღმდეგები-თქვა ჯიმინის დედამ და თეჰიონთან ერთად პალატა დატოვა.

ნამჯუნი პალატაში შევიდა, დივანზე მოკალათდა და დაელოდა ჯიმინის დაჯდომას, რომელიც დიდად არ ჩქარობდა.

-ბატონო პაკ, ყველაფერი კარგადაა?-იკითხა დეტექტივმა, მის ხმაში აშკარა ზრუნვა იკითხებოდა, მაგრამ ჯიმინს მისი ზრუნვა არ სჭირდება. მას უნდა, რომ ის უცნობი ნახოს, რომლის მკლავებში წინა ღამით ნავარდობდა.

-დიახ, ყველაფერი კარგადაა... აქ რატომ მოხვედით?

-გვითხრეს რომ სახლში იყავით როდესაც ცუდად გახდით, მაგრამ აქ ვინც მოგიყვანათ მას თქვენ არ იცნობთ. გვაინტერესებს როგორ აღმოჩნდა ის თქვენს სახლში?

-მე წარმოდგენა არ მაქვს როგორ აღმოჩნდა ის ჩემს სახლში, მაგრამ მე არ შემომიტანია არანაირი განცხადება ამასთან დაკავშირებით. თუ რაიმე პრობლემა მექნება აუცილებლად დაგიკავშირდებით, ახლა თქვენი დახმარება არაფერში არ მჭირდება-მშვიდად მიუგო ჯიმინმა და პალატის კარები გააღო, რამაც დეტექტივი მიახვედრა, რომ იქაურობა უნდა დაეტოვებინა.

მისი წასვლის შემდეგ ჯიმინმა სახლში დაბრუნება გადაწყვიტა. ჯონგუკიც მოენატრა. ალბათ მშიერია. გზაში მისი საყვარელი საჭმელი იყიდა და სახლის გზას დაადგა.

სახლში მისვლისას ცხვირში სასიამოვნო სურნელი უღიტინებს და გეზს პირდაპირ სამზარეულოსკენ იღებს, სადაც უცნობი მამაკაცი დგას
და საჭმელს აკეთებს.

ჯიმინს თვალები უფართოვდება, მაგიდასთან ფრთხილად მიდის და ვაზას იღებს ხელში, უცნობს უახლოვდება და სანამ ვაზას თავში ჩაარტყამს ესმის უცნობის ბოხი, ხავერდოვანი ხმა:

Transformer rabbit (დასრულებული)Where stories live. Discover now