-XIII-

50 4 6
                                    

-უკვე 3 წელია მასზეა შეყვარებული- ის საშინელი სიჩუმე, რომელიც ზეინს ჭკუიდან შლიდა ლუიმ დაარღვია.

-და შენ ხელი შეუწყე?-ბრაზისგან ჩაწითლებული თვალები მიანათა მეგობარს ზეინმა.

-სიყვარული დამეშალა?

-ხო იცოდი, ამის დედაც ხო იცოდი, რომ მხოლოდ ჩემი იყო- ბოლო ხმაზე უღრიალა და დანანებით გააქნია თავი.

-არაფერი არ ვიცოდი და არც ახლა ვიცი-ლუი მშვიდი სახით შეჰყურებდა ჭკუიდან გადასულ მამაკაცს-ისედაც ძლივს აკავებდა მის გულში ამ გრძნობას, როგორ უნდა დამეშალა, როცა შენ აქ აღარც იყავი- ზეინმა გაბრაზებულმა გამოიჯახუნა სახლის კარები და იქაურობას გაეცალა.

-მოდი ერთად ვიცხოვროთ-ჰარიმ საყვარელ ქალს გადახედა, კეტრინმა უბრალოდ გაუღიმა. უკვე კარგა ხანია ხვდებოდა ჰარის გრძნობებს მის მიმართ.

-მე ვეღარ შევიყვარებ ჰარი- მისი მწვანე თვალები მიანათა მამაკაცს და აგრძნობინა, რომ მათ მხოლოდ მეგობრობა შეეძლოთ.

-მაინც ყველაფერს გავაკეთბ, რომ ჩემი გახდე-მუხლზე ხელი დაადო და უკან მჯდარ მძინარე ბავშვს გახედა.

-ზეინს ნუ შეეჯიბრები-ისევ თბილი ხმით დაუბრუნა პასუხი კეტრინმა და მუხლიდან მისი ხელი მოიშორა, რომელიც დიდ დისკომფორტს უმნიდა. უკვე 30 წელს გადაცილებოდა, მაგრამ მისი ცხოვრება ჯერ კიდევ თინეიჯერულს ჰგავდა, გაუთავებელი ჩხუბები, ბავშური სიყვარული და კიდევ უამრავი სხვა რამ, რომელსაც ვერ უძლებდა, თუმცა მაინც მყარად უნდა მდგარიყო, რადგან მას შვილი ჰყავდა, რომელსაც დედა სჭირდებოდა გვერდით.

ჰარიმ მალევე გააჩერა მანქანა ჯუდის სახლთან, დედამ მძინარე შვილი ხელში აიტაცა და მეგობრის სახლს მიაშურა, ჯუდიმ თავი დაუკრა და მის ოთახში დააწვინა ბავშვი, თვითონ სამზარეულოში გადაინაცვლა და მეგობრებს წინ ყავა დაუდო.

-ბოდიში, რომ ასე მოგექცა ჩემი ძმა-ცრემლებს ვეღარ იკავებდა ჯუდი, ის ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო,კეტრინმა ხელი მოხვია დაქალს და გაუღიმა.

you can return happiness!(Z.M.fanfiction)Where stories live. Discover now