7.

133 23 5
                                    

წინასწარ ბოდიშს გიხდით რაღაც მომენტებში ჩემი ჩართვის გამო.
____________________________________
იცით როგორი იყო მათი დილა?
არა არ გეტყვით რომ რომელიმემ მარტომ გაიღვიძა,რადგან ჰეფი ენდის მოყვარული ვარ და არც დრამა ქვინობა მომწონს.
არც დიდხანს არ გავწელავ და მოკლედ ვიტყვი,რომ იუნგიმ როდესაც გაიღვიძა მის მკლავებში პატარა სხეული იგრძნო.
იგრძნო როგორ ძლიერად ეხუტებოდა ჯიმინი.
პატარა ლამაზი სხეული.
ნუთუ ამაზე უკეთესი რამ არსებობს ცხოვრებაში?საწოლს იზიარებდე ადამიანთან რომელსაც შეუძლია შენს ცხოვრებაში მზის სხივის შემოტანა.
იუნგიმ უკვე იცის ეს გრძნობა.
არარის დარწმუნებული რომ ეს ყველაფერი ჰქონდა აქამდე,რადგანაც ვინმესთან მსგავსი ურთიერთობა რომ ჰქონოდა ამ დროის მანძილზე აუცილებლად მოძებნიდნენ.
ამაში დარწმუნებულია.
დარწმუნებულია იმაშიც,რომ ჯიმინი აუცილებლად მოძებნის,თუ კი რამე შეემთხვევა.
ამ წამს...არც ნანობს მეხსიერების დაკარგვას.
ბედნიერიც კი არის,როცა მის მკლავებში მოქცეული პატარა სხეული ჯიმინია და სხვა არავინ.
მას ისე ტკბილად სძინავს,არ უნდა გააღვიძოს.
ფრთხილად ეფერება ორი თითით ლოყაზე.შემდეგ დიდ თითს ნაზად უსმევს ქვედა ტუჩზე და ფრთხილად კოცნის.
არ უნდა ჯიმინის გაღვიძება ასერომ ფრთხილად დგება საწოლიდან და სააბაზანოში შედის.
ჯიმინის სააბაზანოთი სარგებლობს და მალევე ბრუნდება უკან...
როგორც ჩანს ჯიმინს ისევ ძინავს.
უახლოვდება.
რამდენიმე წუთით უყურებს
ფრთხილად იხრება და ისევ უტოვებს კოცნას,ამჯერად ლოყაზე.
ძალიან შეეცადა არ გაეღვიძებინა,მაგრამ ახლა ჯიმინს 2 წყვილი თვალი მჭიდროდ აქვს გახელილი.
თითქოს ლამაზი სიზმარი ნახა და ცდილობ თავის გონებაში შეინახოს.
არ უნდა რომ დაავიწყდეს.
არუნდა დაავიწყდეს.
ეს ყველაფერი რომ სიზმარი ყოფილიყო,მაინც უნდა ახსოვდეს.
იუნგის უყურებს.
ეშინია.
მისი თვალები შიშს გამოხატავენ.
იუნგიც მალევე ხვდება ჯიმინის ამ მზერას და დასამშვიდებლად სხვადასხვა სიტყვებს ეუბნება.
-ჰეი ჯიმინ,აქ ვარ
-დამშვიდდი.
-აქ ვარ პატარავ.
-ყველაფერი რიგზია.
თმაზე ეფერება და მის გვერდით წვება.
ნახევრად შიშველია.ქვედატანზე მხოლოდ პირსახოცი აქვს მოფარებული და სხეული ისევ სველი აქვს,მაგრამ ვფიქრობ ეს ჯიმინს გამოფხიზლებაში დაეხმარება.
ჯიმინიც მაშინვე ეხუტება როგორც კი იუნგი საწოლზე წვება მის კისერში რგავს თავს.
10 წუთის შემდეგ აცნობიერებს რომ ეს უბრალო ლამაზი სიზმარი არ ყოფილა.

save me (დასრულებული)Where stories live. Discover now