Chapter 22

364 25 30
                                    

ფრენამ მშვიდობით და ხალისიანად ჩაიარა. პრინციპში, ლუისა და ჰეილის გარემოცვაში მოწყენილი იყო, შეუძლებელია. ძირითადად, ჰარის რეაქციებზე ვხალისობდი, რადგან სულ თვალებს ატრიალებდა მათ ხუმრობებზე. ხანდახან ღიმილიც ეპარებოდა, თუმცა მაშინვე ასერიოზულებდა ხოლმე სახეს, რადგან რატომღაც გადაწყველი ჰქონდა, რომ უჟმურ ხასიათზე უნდა ყოფილიყო დღეს.

   ვერტმფრენის დაშვების შემდეგ, მანქანებში გადავნაწილდით და ისე დავიძარით ჰარის მშობლიური სახლისაკენ. მე და ჰარი ერთ მანქანაში ჩავსხედით, ლუი და ჰეილი კი-მეორეში.

—ნერვიულობ, არა?!-ჩაფიქრებული ჰარის სიტყვებმა დამაბრუნა რეალობაში.

—არაა.-ისეთი ხმის კანკალით ვუპასუხე, მაშინვე დავიწვი.—საერთოდ არა.-ამჯერად ჩვეულებრივად წარმოვთქვი.

—ცუდი მატყუარა ხარ.

—არ ვიტყუები, მართლა.-თავი ფანჯრისაკენ შევატრიალე.

—შემომხედე.

   ახლა რომ შევხედო, მართლა მიხვდება, რომ ვატყუებ.

—იყოს, ასეც კარგად ვარ.

—ეივა,-ხმას ასერიოზულებს.—შემომხედე, თუ შეიძლება.

   თავს ნელა ვატრიალებ მისკენ და მის მშვიდ მზერას ვაწყდები.

—ახლა მინდა ყურადღებით მომისმინო, კარგი?-ამბობს და მზერას ქუჩას უსწორებს.

—ვეცდები.-თავს ვუქნევ.

—მანამდე, შეგიძლია ერთ კითხვაზე მიპასუხო?

—კითხვას გააჩნია.-არ მიყვარს წინასწარ უაზრო პირობების მიცემა.

—სოციალური აშლილობა გაქვს?-სერიოზული ტონით კითხულობს.

   რთულია, ღიად ისაუბრო საკუთარ ფსიქოლოგიურ დაავადებებზე, ფობიებზე, ტრამვებზე... ამაზე არასოდეს არ ვსაუბრობდი სხვებთან. ყოველთვის ვიცოდი, რომ ისეთი ადამიანები, რომლებიც მე მყავდა გარშემო, ვერ გაიგებდნენ საერთოდ რაზე ვსაუბრობდი. ერთადერთი ვისაც რაიმეს ვუყვებოდი, მამა იყო. თუმცა, მასაც შელამაზებულ და მსუბუქ ფორმებში.

Girl you loved, or girl you left. | H.S. |Where stories live. Discover now