18

995 84 2
                                    

მთელი ღამე არ დამძინებია, არც ჯონგუკი მოსულა. დილის ექვსი საათი იყო ამიტომაც გადავწყვიტე სასეირნოდ წავსულიყავი. დაცვებთან ერთად წასვლა არ მინდოდა, ამიტომ სახლის უკანა ბაღიდან გავიპარე.

სასმელი ვიყიდე, პარკში ჩამოვჯექი და დალევა დავიწყე. მგონი ლოთი გავხდი... სიმღერების მოსმენა გადავწყვიტე, მაგრამ გამახსენდა, რომ ტელეფონი სახლში დამრჩა. როცა ბოლომდე დავლიე შევატყვე, რომ დავთრი. უნივერსიტეტი? ის სულ დამავიწყდა! მთრალი როგორ წავსულიყავი?

ქუჩებში კიდევ რამდენიმე საათი ვიბოდიალე და მერე დავადექი სახლის ქუჩას. როცა მივუახლოვდი სახლს შავი მანქანა ჩემსკენ წამოვიდა, გაჩერდა და დაცვები გადმოვიდნენ.

-ბატონო ჯიმინ, ბატონი განრისხებულია! დაუყოვნებლივ უნდა წამოგვყვეთ.

-აა ხოო-დავიწყე სიცილი-მეც მაქეთკენ მოვდიოდი.

მანქანაში ჩავჯექი და მათ მიმიყვანეს.

სახლში შევედი და ოთახისკენ წავედი. კიბეები ძვლივს ავიარე. ოთახში ჯონგუკი დამხვდა, რომელიც საწოლზე იჯდა და ჩემს ტელეფონს ამოწმებდა.

-რას აკეთებ?-მივედი და გამოვართვი.

-სად იყავი წასული უკითხავად? შენ რა მთვრალი ხარ?

-მართალია.

-გაგიჟდი?! ამ დილაადრიან რამ დაგალევინა?

-არვიცი, მხოლოდ ის ვიცი რომ დავლიე.

-გუშინდელივით აღარ მოიქცე!

-იცი რაა? ამ სულელურ ქორწინებას იმიტომ დავთანხმდი, რომ მიყვარდი, ამის დედაც! თუ შენ სხვასთან მიღალატებ, მაშინ მე თავს მივიკლავ, გპირდები!

-მაშინ მეც უნდა მომეკლა თავი როცა თემინთან მღალატობდი!-დაიწყო ყვირილი.

-არ მიღალატია! არა! თემინს მხოლოდ მეგობრად ვთვლიდი და მე მასთან დავრჩი ერთხელ. რა არის მერე ეს? მე ხომ თეჰისთანაც ვრჩებოდი?

Toxic boyfriendWhere stories live. Discover now