26/Ice-skating

461 55 25
                                    

1 თვის და 5 დღის შემდეგ.

LOUIS

-ამჯერად მაინც მიტხარი სად მივდივართ -წუწუნით ამოვიოხრე.

-საციგურაო მოედანზე -მითხრა ჰარიმ და გაიღიმა.

-კიდევ კარგი, კოსტუმის ჩაცმას ვაპირებდი -ამოვიოხრე, ჰარიმ კი გაიცინა.

-სიმღერის ჩაწერა გადავწყვიტე -მოულოდნელად მითხრა ჰარიმ, მე კი თვალები გამიფართოვდა და მას გავხედე.

-მართლა? ძალიან კარგი -გავუღიმე, მისით საშინლად ვამაყობ.

-დღეს. პაემნის გაგრძელება, ყველაფერი მზად არის, პირველ სიმღერას ჩავწერ და გამოვუშვებ -ამაყად თქვა და თავზე ქუდი დაიხურა. მე კი ტავი დავუქნიე.

-შენით ძალიან ვამაყობ ჰარიეტ -მისკენ წავედი და ტუჩებზე დავეწაფე.

-მადლობა პრინცესავ -კოცნებს შორის ღიმილით იჩურჩულა.

მანქანაში ჩავსხედით და ნელ-ნელა უცნობი ადგილისკენ მივიწევსთ.

-იცი როგორ უნდა ისრიალო?

-კი, დაბადების დღის წინა დღეს დედას მივყავდი ხოლმე -ღიმილით ვუპასუხე.

-ჩვენც წამოვიყვანოთ ხოლმე ბავშვები, რას იტყვი? -ღიმილით შემომათვააზა.

-ასეთი რა გავაკეთე, რომ ცხოვრებაში შენი თავი დავიმსახურე? -ღიმილით ვუთხარი, მისი ხელი ავიღე და ნაზად ვაკოცე.

-მეც იგივე კითხვა მაქვს -გაიცინა.

-მიყვარხარ -ისევ ვაკოცე ხელზე.

-მიყვარხარ -ღიმილით მითხრა.

***

-ჯანდაბა, იმდენი ხანია არ ვყოფილვარ, რომ დამავიწყდა -სიცილით ვუთხარი ჰარის, როცა ლამის დავეცი, მან კი გაიცინა.

-ან უბრალოდ არც არასდროს იცოდი -გგამომაჯავრა.

-მისტერ სტაილსს ჩემში ეჭვი შეგაქვთ? -თვალები ერთმანეთს მივუახლოვე.

Warm Me Like a Rain [l.s]Where stories live. Discover now