⚠️გაცნობა⚠️

63 18 4
                                    

უკვე 10 წუთია დედაჩემის გვამს ვაშტერდები, ვკანკალებ და მეშინია, ხო მეშინია მე 25 წლის ზრდასრულს.
- ე..ეს როგორ გავაკეთე. ვბურტყუნებ და აზრზე ძლივს მოვდივარ
- აქედან უნდა წავიდე...ვამბობ და ცრემლებს ვიწმენდ, შემდეგ კი სარდაფში ჩავდივარ საიდანაც მამაჩემის დანატოვარ იარაღებს ვიღებ. სროლაში გამოცდილი არ ვარ, მაგრამ გადარჩენისთვის უნდა ვიბრძოლო, სხვა გზა არ მაქვს. სააბაზანოში შევდივარ და სისხლს ვირეცხავ სახიდან, საგზაოდ ტანსაცმელს და საკვებს ვიდებ, შემდეგ კი მანქანაში ვჯდები და მივდივარ, მაგრამ არ ვიცი სად უნდა წავიდე. უეცრად ტრასაზე პოლიციელებს ვხედავ და ვჩერდები. უკანა ხედზე სნაიპერები დგანან.
- მანქანიდან გადმოდი, ზედმეტი მოძრაობის გარეშე.
მათ ვემორჩილები, მანქანიდან გადმოვდივარ და თავს მესხმიან, ბოლოს კი თავში ჩარტყმას ვგრძნობ და ვითიშები.
 

time skip:
თვალებს ვახელ და თავში საშინელ ტკივილს ვგრძნობ
- აა რა ჯანდაბაა? ირგვლივ ვიხედები და გისოსებში ვარ. მალევე ვლანდავ ვიღაცის ფიგურას
- ჰეი შენ ადექი უნდა წაგიყვანოთ. მომმართავს აგდებით და კარებს აღებს. შეეწინააღმდეგებას აზრი არ აქვს ამიტომ მეც ვდგები და მივყვები. გზად რაღაცა ტანსაცმელი მომაჩეჩეს და ოთახში შემაგდეს.
- ამიერიდან მათთან ერთად იცხოვრებ. მეუბნება და კარებს საგულდაგულოდ ცხვირწინ მიკეტავს.
მეც ვტრიალდები და სამ სხეულს ვუყურებ.
- გამარჯობათ. ვამბობ ოდნავ მორიდებით და მათ ყურადღებას ვიპყრობ.
- კიდევ ერთი ახალი. ამბობს ქერა თმიანი, საშუალო სიმაღლის ბიჭი.
რა გქვია?
- მე ჯინი. ვეუბნები მტკიცედ
- კარგი ჯინ გაიცანი ეს ჯონქუქია მეუბნება გრძელთმიან ბიჭზე, რომელიც საწოლის მეორე სართულზეა ჩამომჯდარი.
ეს კი თეჰიონია, საუბარს განაგრძობს იგი.
მე ჯიმინი მქვია.
- მიხარია რომ გაგიცანით.
- შენ ჩვენზე დიდი გამოიყურები, რამდენი წლის ხარ? მეკითხება ჯონქუქი
- 25 ის
- იცი აქ რისთვის მოგიყვანეს?
- არა
- დასანანია, არც ჩვენ. ამბობს ჯიმინი. უკვე მესამე დღეა აქ ვართ, საჭმელს კარებიდან გვაძლევენ. ამბობენ რომ რაღაც სენით ვართ დაავადებულები.
- ეს აბსურდია, ჩვენ არაფერი არ გვჭირს, საუბარში ეჭრება თეჰიონი
- შენ საიდან იცი?
- მე დავინახე ყველაფერი, ისინი ადამიანებს იყენებენ, მათზე გამოკვლევებს ატარებენ. ისინი ქმნიან ინფექციას.
- სისულელეა, ამბობს ჯიმინი და ლოგინზე ჯდება.
- ხმას რატომ არ იღებ ჰიონ? რამე იცი ისეთი რაც ჩვენ არ ვიცით? ამბობს ჯონქუქი
- არა, მე მსგავსი არაფერი მინახავს, მაგრამ თუ თეჰიონის მონაყოლს დავუჯერებთ, ჩვენც მათი ბედი გველის.
- მაშინ რა უნდა გავაკეთოთ?
- არის ერთი გზა, მაგრამ სარისკოა
- რა არის ასეთი? სამივეს ყურადღება ჩემზეა გადმოტანილი და ელოდებიან პასუხს.
- გაქცევა.

ესეც მეორე თავი, ვიცი მოკლე თავებს ვწერ, მაგრამ თვითონ ფიქცია ამას მოითხოვს. იმედია არ გამინაწყენდებით ამის გამო. გთხოვთ შეაფასოთ. მომდევნო თავი ისევ 10 ვოუთზე დაიდება. მიყვარხართ 💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜

ბრძოლა გადარჩენისთვისWhere stories live. Discover now