მომწვანო ფერის მეტალი

677 71 157
                                    

1920

ფანჯრდან შემოსულმა ზღვის ნიავმა,საწოლზე მწოლიარე ბიჭებს თმები ნაზად შეურხია და შიშველ,საბნიდან გამოჩენილ სხეულის ნაწილებზე მიელამუნა.

ამაზე ორივეს გააკანკალა და ერთმანეთის მკლავებში,ნახევრად ძილისპირულში მყოფებმა გამოძრავდნენ.ნარინჯისფერ თმიანს კი, დრო არ დაუკარგავს და მინის მოშიშვლებულ კისერში ცხვირით შეძვრა.მის სურნელს გუშინ ბალიშიდან თუ ისრუტავდა ახლა,თავად მის გვერდით ეწვა ამ სურნელის ავტორი და ეს ფაქტი,აბედნიერებდა.

უფროსმა უკმაყოფილოდ ამოიბუტბუტა,ჯიმინს ერთი-ორჯერ ხელიც კი მიჰკრა,მაგრამ საბოლოდ მაინც ბიჭის მკლავებში მოიკუნტა და ძილი განაგრძო.

სანაპიროდან მოსულებმა გუშინ პირდაპირ სამზარეულოში შევარდნენ და ბებია სანას,დაყენებული ჩაი დალიეს.ამ დროს,მოუყვნა ჯიმინმა მისი გადაუდებელი საქმის შესახებ,რომლის გამოც ვერ გამოჰყვა იუნგის და შემდგომ ბიჭს მიეშველა რომ ჩაი არ გადასცდენოდა.

მართლია,მისი ბრალია პირდაპირ რომ მიახალა ახალი ამბები,მაგრამ ისიც არ ეგონა რომ იუნგი ასე გამოიძევდა ამ საკითხს.სულ ერთი და იგივე კითხვებს უსმვამდა: "დარწმუნებული ხარ რომ არ გატყუებს?", "ჯიმინ,მასზე დიდ კომპანიას ხელმძღვანელობ,მოტივები ხომ არ აქვს?" "ვიცი რომ ეს არ განაღვლებს მაგრამ არ მინდა,მეორედ გატკინონ", "მას ენდობი?"

საბოლოოდ,ჯიმინმა მოახერხა და იუნგი ორ საათიანი საუბრის მერე დაარწმუნა,რომ სანარვიულო არაფერი იყო.შემდეგ ცხვირზე წაეთამაშა და სამზარეულოდან თითქმის ჩაძინებული უფროსი ოთახში შეიყვანა.

ახლაც ცხვირზე ეთამაშება და ცდილობს იუნგი გააღვიძოს,მაგრამ მას კნუტივით ღრმად სძინავს და ადგილიდან არ ინძრევა.ამის მოგვარება ჯიმინმა სხვა ხერხებით სცადა,ამიტომ იუნგის მაისურის ქვეშ თითები შეუცურა,შემდეგ ნაზად გადაატარა მის ფაფუკ კანს და ძუძუსთავებს რომ მიუახლოვდა ხელი გაუშეშდა.

 𝚃𝚠𝚘 𝚂𝚒𝚍𝚎||𝚈𝚘𝚘𝚗𝚖𝚒𝚗Where stories live. Discover now