ზოდიაქო: ბოლო მსხვერპლი

352 42 42
                                    

ცივ, ნაცრისფერ საკანში ჰელენი ზის და სივრცის ერთ ნაწილს დაჟინებით უყურებს.

სუნთქვა ეკვრის როცა ახსენდება სად არის.
ფიქრობს თუ როგორ მოვიდა აქამდე.

როგორ არ ახსოვს ის რაც ჩაიდინა.
როგორ შეძლო ამდენი ადამიანის მოკვლა?

საკნის კარს ხმაურით აღებს პოლიციელის ფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდა და ჰელენს ხელს ჰკიდებს.

ნელი ნაბიჯით მიჰყავს დაკითხვის ოთახში სადაც მნახველი ელოდება.

ის ადამიანუ ვისი იმედიც აქვს, ის ვინც არ მიატოვებს.

ოთახის კარი იხურება და რკინის მაგიდის ნაილი ზის, მეორე მხარეს კი ჰელენი ჯდება.

წარსულში სასტიკი მკვლელი მის წინ მჯდარ გოგონას ათვალიერებს, მისთვის რთულია აღიაროს რომ ჰელენი მკვლელია.

პირს აღებს რომ სიტყვა თქვას, ხმა უწყდება და გულში სიცარიელე უჩნდება, სწორედ ამ სიცარიელის გამო არ აქვს ლაპარაკის ძალა.

ცოტა ხნით ჩუმდება და ისევ ჰელენს უყურებს რომელსაც იმდენად სცხვენია რომ თავს მაღლა არ სწევს.

- რამ გაიძულა ეს ჩაგედინა?

ნაწყენი ხმით ამბობს ნაილი.

ჰელენი თავს სწევს და მისთვის საყვარელ ცისფერ თვალებს მზერას უსწორებს.

- შენ მართლა გჯერა რომ ვინმეს მოკვლა შემიძლია?

ხმის კანკალით ამბობს და თვალები ცრემლებით ევსება.

ნაილი თავს ხრის. ისიც კი აღარ იცის რა იფიქროს, მისთვის მთავარი ახლა ლუკასია, ის ვისთვისაც ღირს ბრძოლა.

- საკუთარ შვილზე არ იფიქრე? _ მკაცრი ტონით ამბობს და მაგიდას იდაყვებით ეყდნობა.

ჰელენი დუმს. ნაილის სიტყვებმა ის გაანადგურა.
ნაილს მისი არ სჯერა, ადამიანამ რომელიც უყვარს მის მიმართ ნდობა დაკარგა, ყველაზე რთულ მდგომარეობაში მარტო ტოვებს ჰელენს კი უნდა თავისი სიმართლე დაამტკიცოს.

13  Z O D I A C 🔞Where stories live. Discover now