chapter 1

35 8 3
                                    

-იზაბელა ლონგ-მისტერ ჰარისონმა, ჩემი სკოლის დირექტორმა ჩემი სახელი გამოაცხადა. კიბეებზე ავედი, ჩემი დიპლომი გამოვართვი და მადლობა გადავუხადე მას, ვიცე დირექტორს და კიდევ სხვა ხალხს, რომლებიც არ ვიცოდი ვინები იყვნენ. კიბეებზე ჩავედი და ჩემს ადგილას დავჯექი. საბოლოოდ სკოლა დავამთავრე. ამას ოთხი წელი ველოდი. თვალები დავხუჭე და გავიხსენე ყველა კარგი და ცუდი მოგონება რაც აქ ყოფნისას გადამხდენია. როგორც იქნა ამ ყველაფერს უკან მოვიტოვებდი. სკოლის დატოვება ნამდვილად კარგი გრძნობა იყო, რადგან ყველაფერს აქ ვტოვებდი. უბრალოდ შემიძლია ყველაფერი უკან მოვიტოვო.

ველოდებოდი, როდის დაამთავრებდა დირექტორი მოსწავლეების გამოცხადებას.
-მოდით სკოლა დამთავრებულების სადღეგრძელო დავლიოთ-ყველანი ვიდექით და ველოდებოდით თუ რას იტყოდა მისტერ ჰარისონი-2012 წლის კლასს გაუმარჯოს-თქვა მისტერ ჰარისონმა და ხალხმა ტაშის დაკვრა და სტვენა დაიწყო. ჩემი ნივთები ავიღე და დედაჩემის ძებნა დავიწყე. მე ეს შევძელი! სკოლა დავამთავრე.

ირგვლივ მიმოვიხედე და დედას პოვნა ვცადე. თითქმის დავნებდი. ის არსად არ ჩანდა.
-გამარჯობა, მახინჯო-მეუბნება ელიზა.
-ეს ჯოჯოხეთი დავამთავრეთ - გავიღიმე და თავი დავუქნიე. ამ სკოლაში დაბრუნება აღარ მომიწევდა, საბოლოოდ! ამ დღეს 4 წელი ველოდი და საბოლოოდ ეს დღეა.
-ვიცი, ძალიან ბედნიერი ვარ ამის გამო-ვთქვი და უკან გავიხედე. დავინახე დედაჩემი, რომელიც ჩვენი მიმართულებით მოდიოდა.
-ორივეს გილოცავთ-გვითხრა ღიმილით და ორივეს ჩაგვეხუტა.

-სურათის დროა-დაიყვირა და კამერა მოიმარჯვა.

მე და ელიზა კამერის წინ ვპოზიორობდით, დედა კი ფოტოებს გვიღებდა. შემდეგ მან მითხრა, რომ ფოტო გადამეღო დირექტორთან ერთად. ის კაცი დიდად არ მომწონს,მაგრამ მისი წყენინება არ მინდოდა. ამ ყველაფრის შემდეგ დედასთან მივედი.
-კარგი, მგონი რესტორანში წასვლის დროა-თქვა დედა.
მან რამდენიმე დღის წინ დაგეგმა ჩვენი სადილი ცერემონიის შემდეგ. ყოველდღე ამბობდა, რომ გასაოცარ რესტორანში ვისადილებდით. იმედი მაქვს, რომ მართლაც კარგი რესტორანია.

ელიზამ მკლავი შემომხვია. გავიღიმე, მე და ელიზა წლებია საუკეთესო მეგობრები ვიყავით. ის ინგლისურის გაკვეთილზე მასწავლებელმე ჩემს გვერდით დასვა. ერთმანეთს არ ველაპარაკებოდით. საბოლოოდ მე ვკითხე იმ დავალების შესახებ, რომელიც ვერ გავიგე.ის დამეხმარა და მას შემდეგ მეგობრები გავხდით. საუკეთესო მეგობარი ერთი შეკითხვის დასმით გავიჩინე. ბედნიერი ვარ, რომ მისნაირი მეგობარი მყავს.

-ეს ქუსლიანი ფეხსაცმელები მკლავს-ამოიწუწუნა ელიზამ და სასაცილოდ სიარული დაიწყო. სიცილი დავიწყე, რადგან ეს ძალიან სახალისო იყო. ელიზა ძალიან კარგად დადის ქუსლებით და ნამდვილი სიურპრიზია, რომ ამ საღამოს სიარული არ შეუძლია.

-როგორ? შენ ყოველთვის ქუსლიანი ფეხსაცმელი გაცვია-ვუთხარი, რაც სიმართლე იყო. მას ქუსლიანები აცვია, როცა მიდის მდიდრულ რესტორანში, წვეულებაზე, სპეციალურ ცერემონიებზე და საკუთარ სახლშიც კი. დედაჩემი ამბობს, რომ მეც უნდა მეცვას ქუსლიანები, თუმცა არ ვეთანხმები. არ მინდა ფეხები მეტკინოს.

-ფეხები ძალიან დამეღალა-მითხრა და ჩემს ფეხსაცმელს დახედა-ეგენი ძალიან კომფორტულები ჩანს.
გავიღიმე და თავი დავუქნიე. მართლაც ძალიან კომფორტული ფეხსაცმელია. მე და დედა სულ განვიხილავთ იმას,უნდა მეცვას თუ არ მაღალ ქუსლიანები, მიხარია,რომ ამ კამათში ყოველთვის მე ვიგებ.

მანქანასთან მივედით. ელიზას დედა იქ გველოდებოდა.ელიზა მანქანის კარებთან მივიდა და მის მხარეს დაჯდა. მე კი ჩემს მხარეს დავჯექი. ღვედი გავიკეთე და ამოვიოხრე:
-დაღლილი ვარ-ელიზამ თავი დამიქნია. მინდოდა დამეძინა, მაგრამ დედაჩემი გაბრაზდებოდა.

-დედა, რამდენად შორსაა?-იკითხა ელიზამ.

-საათ-ნახევარი, საყვარელო-უპასუხა  დედამისმა.-შეგიძლიათ დაიძინოთ და როდესაც მივალთ გაგაღვიძებთ.
მე და ელიზამ თავი დავუქნიეთ. თავი ფანჯარას მივადე და თვალები ნელა დავხუჭე.

ორიგინალი ავტორისგან:რომელ წელს დაამთავრეთ სკოლა? მე 2012-ში.

___________________________

ესეც პირველი თავი🕊

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Sep 30, 2021 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

TROUBLEWhere stories live. Discover now