.... 11.....

72 5 3
                                    


უცნაური და დაულაგებელი ბგერები.... აღუქმელი ფრაზები... გამაღიზიანებელი სინათლე და სურვილი იმისა რომ გაიღვიძო....
და შენც ახელ თვალებს...
..........
გარშემო ვიყურები... ვცდილობ არსებულ მდგომარეობაში გარკვევას...
ვხედავ ორ უცნობ ადამიანს რომელიც ბედნიერი სახით მიცქერს...
უცნაურად აცვიათ...
უფრო სწორედ ტრადიციული სამოსით და სამკაულებით არიან შემკულები..
თავს გვერდით ვატრიალებ და ოთახს თვალს ვავლებ...
ეს თანამედროვე სახლს არ გავს...
ჩანს რომ ხისარის.. მაგრამ ძალიან მდიდრულად არის მოწყობილი...
საწოლზე წამოჯდომას ვცდილობ... როცა იმ ორი ადამიანისგან ერთერთი, რომელსაც მეორესთან შედარებით ძალიან უბრალო ტანისამოსი აცვია.... ჩემთან ბედნიერი სახით მოდის და მაჩერებს...
.... :ქალბატონო ბონგ სუ უნდა იწვეთ... ახლა ადგომა არ შეიძლება...
ქალბატონო?? ბონგ სუუ??
მე:ალბათ ვიღაცაში გეშლებით... მე ბონგ სუუ არ მქვია.... მე კიმ ემა ვარ...
ჩემი სიტყვების შემდეგ მათი სახეები რადიკალურად შეიცვალა...
მდიდრულ ტანსაცმელში გამოწყობილი ახალგაზრდა ქალი ჩემს გვერდით დაჯდა...
მკლავზე ხელით ნაზად შემეხო და თბილად გამიღიმა...
.... :ექიმმა თქვა შეიძლება ჭრილობასთან ერთად სხვა დაზიანებაც ქონდესო.... ალბათ მეხსიერება დაკარგე...
მე:რას გულისხმობთ?.. რა ჭრილობაზე..?
მოულოდნელად მუცლის არეში წვა ვიგრძენი...
როდესაც ხელით შევეხე იმ ადგილს ტკივილი კიდევ უფრო მძაფრი გახდა....
მე:დაჭრილი ვარ?
... :ძვირფასო ნუთუ არაფერი გახსოვს?
მე:რა უნდა მახსოვდეს.... მე ხომ მოვკვდი...
ბოლო სიტყვები გაცილებით ხმადაბლა ვთქვი... ვხვდებოდი რომ აქ რაღაც რიგზე ვერ იყო...
გარკვევით მახსოვს როგორ გაისროლა პარკ ჩიომ... ზედიზედ ორჯერ... მახსოვს ჯეონის გაყინულ ხელს როგორ ვეხებოდი..
მახსოვს მთვარე.... და ყველაფერი დამთავრდა....
მე მოვკვდი.....
და რა გამოდის? მაშინ სად ვარ ახლა? ეს სამოთხეა?
.... :ქალბატონო მართლა არაფერი არ გახსოვთ? სულ არაფერი?
მე:ჯეონი სად არის? თუ მე ცოცხალი ვარ მაშინ ისიც აქ უნდა იყოს...
... :აქ არავითარი ჯეონი არარის ბონგ სუუ..
მე:მე ბონგ სუუ არ მქვია... კიმ ემა ვარ...
....:ჯობია დამშვიდდე და დაისვენო... გონს ახლა მოხვედი... მოგვიანებით ვისაუბროთ... ნურაფერზე ნუ იღელვებ... მე შენს გვერდით ვარ...
ორივე მათგანმა დატოვა ოთახი... აზრზე ვერ მოვდივარ სად ვარ... ცოტანახში ფეხზე გაჭირვებით ვდგები...
ოთახს კიდევ ერთხელ ვავლებ თვალს...
ძველი ტრადიციული სამეფო სტილი...
მაგიდაზე პატარა სარკეს ვხედავ... უამრავი თვლებით და ჩუქურთმებით... ხელში ვიღებ და ფრთხილად ვიხედები...
შვებით ვსუნთქავ... ისევ მე ვარ... არანაირი განსხვავება გარეგნობაში... თუ არ ჩავთვლით გახეთქილ ლოყას...
ყველაფერს თავს ვანებებ და გასასვლელისკენ მივდივარ...
კარის გაღებისთანავე სინათლე თვალს მჭრის..
ასეთი სახლები მხოლოდ სიძველეთა შორის მაქვს ნანახი...
გარეთ გამოვდივარ... ყველას ტრადიციული სამოსები აცვიათ.. მაგრამ ერთმანეთისგან განსხვავებული... ზოგსაც ზუსტად ერთნაირი...
რამოდენიმე გოგონამ გვერდით ჩავლის დროს თავი დამიკრეს...
ზოგიც შორიდან მომაშტერდა...
ვერაფერს ვერ ვხვდებოდი... არ ვიცი რა ხდება ჩემს თავს და სასწრაფოდ უნდა გავერკვე...
ნაბიჯების გადადგმას ვაგრძელებ... ტკივილი მუცლის არეში მიმძაფრდება მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ...
მალე დიდი გალავნით შემოღობილ ტერიტორიას ვცდები და ქუჩაში გავდივარ...
რა ჯანდაბაააა....
უამრავი ადამიანი მოძრაობს... ყველას ძველებური ტანსაცნელები აცვიათ...
ზუსტად ისეთი გარემოა როგორც კორეულ ისტორიულ ფილმებში....
ქუჩაში ყველაფერს ვაკვირდები... ასეთ რამეს ბევრჯერ ვერ ნახავ....
მალევე მესმის ჩემი სახელი... ყოველშემთხვევაში ის სახელი რომლითაც წეღან მომმართეს...
დავინახე რამოდენიმე შეიარაღებული კაცი როგორ მორბოდა ჩემსკენ....
და მეც შემეშინდა...
კაბას ხელი ვტაცე და გავიქეცი...
ხალხი გაკვირვებული გვავლებდა თვალს...
ბოლოს ერთ შესახვევს მოვკარი თვალი, სავარაუდოდ ტყეზე გადიოდა...მე კი არჩევანი აღარ მქონდა... პირდაპირ იმ მხარეს წავედი.....
...........
ვანგ ჯონი:დე ჯუნ მივდივართ...
დე ჯუნი:კი მაგრამ აქ რა გვინდა?
ვანგ ჯონი:დე ჯუნ მივდივართმეთქი!
ახალგაზრდა ბიჭი ოთხ კაცთან ერთად ხალხმრავალ სახლში შევიდა...
უამრავი ადამიანი ერთმანეთში ირეოდა... ყველა რაღაცას თამაშობდა...
ბიჭი კიბით ზედა სართულზე ავიდა...
მისი ყურადღება ერთმა მაგიდამ მიიპყრო.. სადაც ბევრ ადამიანს მოეყარა თავი...
ისიც მათ შორის გაერია და ყურადღება მოთამაშეებს მიაპყრო...
მაგიდასთან სამიოდე კაცი იჯდა...
ერთ მხარეს თავადის სამოსში გამოწყობილი კაცი... გამაღიზიანებელი და თავში ავარდნილი მზერით... ამ ყველაფერს კი სახეზე შრამი კიდევ უფრო ამძაფრრებდა...
მეორე მხარეს გლეხის უბრალო სამოსში გამოწყობილი კაცი... საწყალი და საცოდავი მზერით... გვერდით პატარა ბიჭი ედგა რომელიც მის ხელს შეშინებული ებღაუჭებოდა...
მათ შორის კი ერთი უბრალო კაცი იჯდა.. ხელში ამოტრიალებული ჭიქა ეჭირა და ნაძირალას ღიმილით მდიდრულ ტანსაცმლიანს უცქერდა....
თვადი:კიდევ მოვიგე...
განაცხადა ხმამაღლა...
თავადი:ახლა რას ჩამოხვალ... ფული აღარ დაგრჩა... საკუთარ თავს?? თუ ამ პატარა ბიჭს?უარს არცერთზე არ ვიტყოდი...
გლეხი:არა... გთხოვთ... მეტი არაფერი არ მაქვს...
თავადი:ბიჭი წამოიყვანეთ...
გლეხი:არა!! არა!! გთხოვთ!!
შეშინებული ფეხზე წამოხტა და თავის შვილს ჩაბღაუჭება დაუწყო...
ვანგ ჯონი:მე მეთამაშე!!
მოულოდნელად ყველამ მზერა ახალგაზრდა ბიჭს მიაპყრო...
ვანგ ჯონი:მის მაგივრად მე მეთამაშე... თუ მოვიგებ მთელ თანხას უკან დაუბრუნებ ამ კაცს...!
თავადი:და თუ მე მოვიგებ?!
ვანგ ჯონი:მაშინ მიიღებ ჩემს თავს...
ბიჭმა ხელი კისერთან გადაიტარა,.. მის საქციელს კი ცოტაოდენ შეშფოთებასთან ერთად ღიმილიც მოყვა..
ერთადერთი ვინც იღიმოდა თავადი იყო.. მან ხელით ანიშნა ბიჭს დასაჯდომად.... მალევე კი მესამემ კამათლის ნჯღრევა დაიწყო.. და ის იყო უნდა გაეგორებინა რომ ვანგ ჯონმა ჭიქას ხელი ძლიერად დააჭირა... იგივე გააკეთა თავადმაც..თუმცა მის სახეზე აშკარა შიში გამოიხატებოდა..
თავადი:რას აკეთებ?!!
ვანგ ჯონი:არასამართლიანად თამაში მოსაწყენია უკვე... დროა ღირსეულად ვითამაშოთ... იქნებ ჯობდეს ეს კამათლები სხვამ გააგოროს...
თავადი:რამდენს ბედავ?! საერთოდ ვინ ხარ?!
ვანგ ჯონი:მგელძაღლა!...
მაგიდას წამში ხელი აერტყა და ყველაფერი რაც ზედ იყო იატაკზე მიმოიფანტა...
ახალგაზრდა ბიჭი იქაურობას სწრაფად გაეცალა და ყველა იქ მყოფიც მას დაედევნა...
თავადი:ახლავე იპოვნეთ... ის მგელძაღლაა თუ რაღაც მომგვარეთ...
უამრავი მდევრის მიუხედავად ბიჭი ადვილად ახერხებდა მათგან თავის დაძვრენას...
სირბილთან ერთად სახეზე კმაყოფილი ღიმილიც გამოსახვოდა...
ვანგ ჯონი... იგივე მგელძაღლა ტყისკენ მოწყვეტით გაიქცა... მირბოდა და გარშემო არც იყურებოდა..
თუმცა ბოლოს გაჩერდა...
მოულოდნელად შეჩერდა და იქ დახვედრილ ხალხს გაუღიმა...
წინ გამოსულ დე ჯუნს ხმალი გამოართვა და ჩალის ქუდი მოიხსნა..
სახეზე ჩამოყრილი თმა არავის გაჰკვირვებია... თუმცა ის კი ყველას უკვირდა თუ როგორ ახერხებდა ასე  ბრძოლას..
მან მათ გვერდით დაიკავა ადგილი და დაელოდა მომენტს სანამ მათ წინ მდევრები არ მოგროვდებოდნენ...
და მალე ზუსტად ასეც მოხდა...
უამრავი გაკვირვებული თვალი უცქერდა მას.. მაგრამ მათ შორის გამოირჩეოდა ერთის განრისხებული მზერაც... თავადის რომელიც შეურაცყოფილად გრძნობდა თავს...
თავადი:ეს მახე იყო?!
ვანგ ჯონი:სწორად მიხვდი..!! დროა დაისაჯო იმისთვის რასაც ჩადიოდი..!
და ხმლის ძლიერი მოქნევა...
თუმცა წამიერი ყვირილი ყველაფერს ცვლის...
ახლაგაზრდა გოგონა რომელიც შეშინებული სახით ორ განრისხებულ ბრბოს შორის დგება...
........
ტყეში გავრბოდი...
რაღაც. მომენტში მეგონა რომ დამეწივნენ და შიშისგან წამოვიყვირე... თუმცა მეტი აღარ შემეძლო... რამოდენიმე ხეს გავცდი თუ არა.. გავჩერდი და მუხლებს მთელი ძალით დავეყრდენი...
მთელი სხეული მტკიოდა...
მცხელოდა...ეს გამაღიზიანებლად გრძელი თმაც ნერვებს მიშლიდა...
წელში ძივსძლივობით გავსწორდი და ეს თმაც ზიზღით გადავიწიე უკან...
როცა გარშემო მდგარ უამრავ ადამიანს მივაბყარი მზერა...
ორივე მხარეს ხმლები ქონდათ მომარჯვებული...
მივხვდი რომ აქ ჩემს გამო იყვნენ...
შიშისგან ნაბიჯების უკან გადადგმა დავიწყე..
მე:ა.... აა.. ა. აა... რა.. აა. ა.... გთხო...
სიტყვის დამთავრება ვერ მოვასწარი როცა ერთ ერთი მხარის წევრმა ხელი მტაცა და ხმალი ყელზე მომაბჯინა....
დავინახე მოპირდაპირე მხარეს მდგომმა სახეზე თმებჩამოყრილმა ბიჭმა მკრთალი ნაბიჯი როგორ გადმოდგა...
ასე ძალიან რატომ მეცნობოდა ვერ ვხვდებოდი.. მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს რო მას ძალიან ახლოს ვიცნობ...
გულმა გამალებით დამიწყო ძგერა... არ ვიცოდი ეს შიშის გამო იყო თუ ამ ბიჭის ნახვით გამოწვეული გრძნობები...
თუმცა მე ხომ მის სახესაც ვერ ვხედავ...
თუმცა რა დროს ეს არის... მემგონი ისევ ვკვდები...
მე:არ გინდათ...
ბიჭი:ის არაფერ შუაშია! გაუშვი!
კაცი:ის მოკვდებააა!
ზემოთ აღმართული ხმალი...
თითქოს დრო ისევ გაჩერდა..
დავინახე ის ბიჭი როგორ გამოიქცა ჩემსკენ...
ისიც დავინახე თუ როგორ ჩადგა ყველას შორის ცხენზე ამხედრებული მამაკაცი...
წამში დრო ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა და ჩემს უკან მდგარი მამაკაცი მოწყვეტით მიწაზე დავარდა...
დაბნეული უკან ნელა მივტრიალტი როცა მის თავში გარჭობილი დანა შევამჩნიე..
მაშინათვე ვიგრძენი შეხება რამაც კიდევ უფრო შემაშინა...
როცა მივბრუნდი ერთი ბიჭი დავინახე.. აღელვებული მზერით მიცქერდა და მხრებზე ხელებს ძლიერად მიჭერდა..
.... :ბონგ სუუ...კარგად ხარ??!
ყელზე პატარა ნაკაწრზე ხელი გადამისვა.. თუმცა რეაქცია არ მქონია...
მხოლოდ მას და მის უკან მდგარ სახედაფარულ ბიჭს ვუყურებდი...
.... :ბონგ სუუ... ხომ არ გტიკა...?? ვიცი რომ შეგეშინდა... ახლა უსაფრთხოდ ხარ..
ეს მითხრა როცა ტანში ძლიერად დამიარა ჟრუანტელმა... რაზეც ჭრილობა მეტკინა და მუხლები მომეკეცა...
.... :ბონგ სუუ....
ბიჭი შეშინებული მიყურებდა....
ტკივილი გონებას მირევდა და მთიშავდა..
მე:ა..ს.ე...   ძა...ლლ..იან...  რატ..ომ... მე...ც..ნო.ბ..აა....
სიტყვებს ერთმანეთზე ვეღარ ვაბავდი.. შემდეგ კი გონება დავკარგე....
........
თვალებს ვახელ და ისევ ის გარემო მხვდება... ისევ ის სახლი სადაც წეღან გავიღვიძე...
ახლაც ფეხზე ვდგები.. როცა კარები იღება და შიგ ნაცნობი ქალი შემოდის... სწორედ ის რომელიც პირველად გაღვიძებისას დამხვდა აქ...
ის აღელვებული მომიჯდა საწოლზე და სახეზე ხელი მომისვა...
... :ძალიან ვინერვიულე.... ასე როგორ შეგეძლო მოქცევა... ასეთ მდგომარეობაში გარეთ როგორ გახვედი...
მის ხმაში ტკივილი და ბრაზი ერთად ირეოდა... მეგონა ცოტაც და იტირებდა... თავი რატომღაც დამნაშავედ ვიგრძენი...
გული მომილბა და ტირილი მეც მომინდა..
ალბათ იმიტომ რომ არ ვიცოდი სად ვიყავი და რა ხდებოდა ჩემს თავს..
მე:მე... მე ბოდიშს გიხდით.... უბრალოდ... არ ვიცი სად ვარ... არ ვიცი ეს რა ადგილია.. ისიც კი არ ვიცი თქვენ ვინ ხართ.. 🥺
არო:მე არო ვარ... შენი ბაბუას ძმის შვილი... შენი მშობლები ორი წლის წინ გარდაიცვალნენ... შენ კი.... შენ იბრძოდი მათი მკვლელების დასაჭერად... ცოტა ხნის წინ კი ეს შეძელი... შეძელი და ისინი დაიჭირე... დანაშაული აღიარებინე... მაგრამ ისინი თავს დაგესხნენ...დაგჭრეს.. საბედნიეროდ იმ სოფელში ვიღაცამ გიცნო და აქ ჩამოგიყვანა... თუმცა როგორც ჩანსძლიერი ტრავმა გადაიტანე.. რის გამოც მეხსირება დავკარგე...
მოსმენილს ვერ ვუჯერებდი... თვალები ცრემლებით მევსებოდა....
ნუთუ აქაც იგივე ისტორიაა... აქაც ორი წლის წინ დაიღუპნენ ჩემი მშობლები.. აქაც მათი ღირსებისთვის ვიბრძოდი...
მაგრამ ჩავფლავდი...
მე:ეს... ეს რა ადგილია?
არო:ეს სილას სახელმწიფოა ბონგ სუუ...
  ტრადიციული სახლები... ძველებური ქუჩები.. ხალხი წარსულიდან... სილას სახელმწიფო... მაშინ რა გამოდის...
მე წარსულში გადავედიიი....
მე:რ..ომე..ლი.... წე..ლ...ია?
სიტყვები ხმის კანკალით წარმოვთქვი...
არო:შენი კითხვები მაშინებს.... რათქმაუნდა 1500 წელი.
ღმერთოოო....მაშინ... მაშინ ეს მეფე სონ ვონის მეფობის პერიოდია...
მე:მეფე სონ ვონია?
არო:ანუ გაგახსენდა ბონგს სუუუ??😀
მე:დიახ..... გამახსენდა... 😳
...........
პატარა ხიდზე ვდგავარ და ტბორში მოცურავე თევზევს გადავყურებ... ვერ ვიჯერებ რაც ხდება... გარშემო ათასჯერ ვიყურები.. ნუთუ ეს შესაძლებელია.. ნუთუ შესაძლებელია ადამიანი აწმყოში მოკვდეს და წარსულში გაიღვიძოს... იგივე გარეგნობით... იგივე ისტორიით...
ნუთუ სიკვდილის მერე ასე ხდება... მაგრამ არა... მაშინ ყველა გარდაცვლილი ადამიანი აქ უნდა იყოს....
ღმერთო არ მესმის რა ხდება...
2020 წლის ნაცვლად მეთხუთმეტე საუკუნეში ვარ... სილას სახელმწიფოში სადაც სონ ვონი მეფობს.. ისტორიაში ერთ ერთი ყველაზე ძლიერი მეფე....
ამას ისტორიაში მასწავლიდნენ.. და ახლა.... ახლა მე აქ მიწევს ცხოვრება...
ნერვიული შეტევა მთლიანაც მიცავს და ადგილზე ვიკეცები...
ზურგით მოაჯირს ვეყრდნობი და ღრმად ვსუნთქავ....
თვალები ცრემლებით მევსება და ტირილს ვიწყებ...
.... :გთხოვ დამშვიდდი...
მოულოდნელად მესმის ვიღაცის ხმა..
თავს ზევით ვწევ და ისევ იმ ბიჭს ვხედავ რომელმაც გადამარჩინა.... კარგად მახსოვს როგორ ჩამოხტა ცხენიდან და ჩემკენ გამოიქცა... მახსოვს როგორ მიჭერდა ხელებს და მეკითხებოდა კარგად ვიყავი თუ არა...
... :აქ ასეთ დროს რას აკეთებ..?
მე:მე...მე..მარტო ყოფნა მინდოდა... 🥺
ის ჩემს გვერდით ჩამოჯდა... წელში გაჭიმული იჯდა და წინ იყურებოდა...
... :ექიმმა მითხრა რომ მეხსიერება დაგიკარგავს.. ეს მართალია?
მას თავი დავუქნიე..
სწორედ ახლა შემობრუნდა და უცნაური მზერა მომაპყრო..
.... :ანუ არ იცი ვინ ვარ??
მე:მაპატიე....
მხოლოდ ეს ვთქვი...
სონუ:მე პაკ სონუ ვარ... მერვე პრინცი... მე და შენ ერთმანეთს პატარაობიდან ვიცნობთ... რამეთუ დედაჩემიც იმ სოფლიდან იყო საიდანაც შენი დედა...
იქ დროის გატარება მომწონდა და ამიტომაც მალევე დავმეგობრდით... უცნაურია როცა ამის ასე ახსნა მიწევს..
მე:მაპატიე რომ არაფერი მახსოვს... ეს არაფერია იმასთან რა გაუგებრობაშიც ვარ... მაგრამ გპირდები რომ გავიხსენებ... თუ ამას ვერ შევძლებ კი მზად ვარ ახლიდან გავიჩინო მეგობარი რონელიც ჩემს სიცოცხლეს იცავს... რომელიც განსაცდელში გვერდით მიდგას.. 🥺
მას მკრთალად ჩაეღიმა..
სონუ:ყოველთვის ასეთი შეუპოვარი იყავი და ეს მომწონდა შენში... მაშინ იქნები ჩემი მეგობარი?..
ის ფეხზე წამოდგა და ხელი გამომიწოდა..
სონუ:მენდობი??
მის თვალებში სიკეთეს ვხედავდი.. ამიტომაც გამოწვდენილ ხელს ხელი ჩავკიდე...
მე:გენდობი...
....

Ps. მოკლედ კიმ ემა წინა თავში გარდაიცვალა.. ის აწმყოში მოკვდა თუმცა მან წარსულში გაიღვიძა.. იქ სადაც ჯერ კიდევ 1500 წელია და სილას სახელმწიფოში მეფე სონ ვონი მეფობს...
.....
ვიცი უცაბედი და უცნაური ნახტომია მაგრამ  სწორედ ის არის რისი წერაც მინდა...
იმედია მოგეწონათ.
....
💛💛💛💛

*აგენტი B* *რეინკარნაცია* (ნაწილი 2)Where stories live. Discover now