... 12 ...

24 4 0
                                    


არო:ბონგ სუუ  გამომყევი..
ქალბატონ აროს ნელი ნაბიჯით უკან მივყვებოდი...
ის სასახლის მთავარ ბაღში სეირნობდა... გარშემო არსებულ ყვავილებს ბედნიერი სახით უცქერდა და თითოეულ მათგანს ნაზად ეხებოდა...
მე:როგორც ჩანს ყვავილები ძალიან გიყვართ...
მან ღიმილით თავი დამიქნია და სეირნობა განაგრძო..
ცოტა მოშორებით რაღაც შენობა დავინახე... რამოდენიმე წუთით გავჩერდი რომ გამერჩია რისთვის იყო... მალევე კი დავინახე თუ როგორ გამოყავდათ იქიდან ცხენები...
მე:საჯინიბო...
ჩემთვის ჩავიჩურჩულე...
არო:სუუ წამოდი... მინდა რაღაც გაჩვენო...
და პირდაპირ იმ მხარეს წავიდა...
მალევე მივუახლოვდით დიდ შემოღობილ ტერიტორიას სადაც ცხენები დაქროდნენ..
არო:წამომყევი...
ის საჯინიბოში შემიძღვა და ერთ ულამაზეს ცხენთან მიმიყვანა...
მისი მსგავსი არასდროს მენახა...
კუპრივით შავი თმა მზის შუქზე ბზინავდა... უზარმაზარი თეთრი ლაქა შუბლზე განსხვავებულობას სძენდა... თაფლისფერი კრიალა თვალები კი გითრევდა და თავს ძალით გაყვარებდა...
მე:ის ულამაზესია....
არო:მას ჯიდვი ქვია... და ის შენია..
მე:ჩემი? მე ჯირითი არ ვიცი..
არო:ის პატარაობიდან გყავს... ჯიდვიც შენ თვითონ დაარქვი... ჯირითიც იცი... უბრალოდ არ გახსოვს... ახლა კი დროა გაისეირნო მასთან ერთად.. ვერ ხედავ მოენატრე...
მან მეჯინიბეს ანიშნა რომ ცხენი მოემზადებინათ...
მანამდე კი უნდა გამომეცვალა...
........
ავტორის POV.
ორი ახალგაზრდა ერმანეთის პირისპირ ზის და მკაცრი სახით უცქერს ერთმანეთს..
სონუ:გამიკვირდა შენი აქ ხილვა..
ჯონი:მართალია... ამას არც მე ველოდი... მაგრამ სახლიდან შორს ყოფნა მომბეზრდა..
სონუ:მამამ იცის შენი დაბრუნების შესახებ?
ჯონი:არა... სასახლეში წასვლას ჯერ არ ვაპირებ... ხომ იცი რომ იქაურობა არ მიყვარს...
სონუ:და რომ არ მოგცენ დარჩენის უფლება..?
ჯონი:უკვე გადაწყვეტილი მაქვს... უკან აღარ დავბრუნდები... ჩემი ადგილი აქ არის... დროა ამას ყველა შეეგუოს...!
სონუ:მაშინ კეთილი იყოს შენი დაბრუნება ძმაო...
ორივე ღიმილით ერთმანეთს გადაეხვივნენ...
ჯონი:დანარჩენი პრინცებიც აქ არიან?
სონუ:ჯინი, ჯიმინი და სუჰო აქ არიან.. იუნჯი კი მალე დაბრუნდება ლაშქრობიდან...
ჯონი:დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ რაც ისინი ბოლოს ვნახე...
სონუ:15 წელი..
ჯონი:მართალია... ხო მართლა... გუშინ ტყეში შენი გამოჩენა ძალიან გამიკვირდა... იმ გოგოს იცნობ??
სონუ:ის ბონგ სუუა... დიდი ხანია რაც მასთან ვმეგობრობ... იუნჯის ცოლის, ქალბატონი აროს ნათესავია... სამი დღის წინ მოიყვანეს აქ დაჭრილი... როგორც ჩანს მშობლების მკვლელები დაიჭირა და ისინი მასაც დაესხნენ თავს...
ჯონს კარგად გაახსენდა ის სურათი... იცოდა ეს გოგო ვინც იყო... რამეთუ მისი წყალობით იყო ახლა ის ცოცხალი... ახსოვდა როგორ გადაარჩინა უკანასკნელი დარტყმისგან და მისი დასისხლიანებული სხეული პრინცების სასახლემდე მოიტანა.... ახსოვდა როგორ უთხრეს რომ წარჩინებული გვარიდან იყო....
პირველად გაუჩნდა უცხო ადამიანისადმი დახმარების სურვილი... არ იცოდა რატომ ჩადგა დაჭრილ გოგონასა და თავდამსხმელებს შორის... თუმცა ამასთან ჩაღრმავება აღარ სურდა... უნდოდა ზედმეტი ფიქრები თვიდან ამოეგდო და მხოლოდ მთავარზე გაეკეთებინა კონცენტრაცია....
ჯონი:უნდა წავიდე... თუმცა სიამოვნებით ვიჯირითებდი შენთან ერთად...
სონუ:სხვა დროს იყოს... მაგრამ იცოდე აუცილებლად დაგამარცხებ..!
ჯონი:სულმოუთქმელად დაველოდები მაგ წუთებს!
ორივე მათგანმა ერთმანეთს თავი დაუკრეს და სხვადასხვა მხარეს წავიდნენ..
............
აროს ეს ტანსაცმელი უფრო ადრე უნდა მოეცა ჩემთვის... ეს გაცილებით კომფორტულია ვიდრე ის უზარმაზარი და მოუხელთებელი კაბები რომლებიც ყველას აცვიათ...
არომ მითხრა რომ თურმე კაბების ჩაცმა არც ბონგ სუუს ყვარებია... ამიტომაც სულ მამაკაცის სტილის ტანსაცმელი ეცვა...
ახლა საჯინიბოში დავბრუნდი... ჯიდვი უკვე მომზადებული დამხვდა მაგრამ არ ვარ დარწმუნებული შევძლებ თუ არა ამის გაკეთებას...
ცხენს ფრთხილად მოვეფერე.. მაგრამ ვხვდებოდი რომ მან იცოდა  რომ ის არ ვიყავი ვისაც ელოდა...
მეჯინიბის დახმარებით ცხენზე ნელა დავჯექი და ფრთხილად გავაჭენე...
მეშინოდა და ამ შიშს ვერ ვმალავდი...
მეჯინიბე:როგორც ყოველთვის ქალბატონო სუუ??
არ ვიცოდი ეს "როგორც ყოველთვის" რას ნიშნავდა.. მაგრამ თვი მაინც დავუქნიე..
მანაც მაშინათვე დაუშვა ცხენს ხელი და მშვილდ ისარი მომიტანა.. გამოვართვი და მხარზე გადავიკიდე...
შემდეგ კი ცხენი თავისითვე მოწყდა ადგილს...
აღვირს ძიერად ვეჭიდებოდი... თავის შემაგრება ძალიან მიჭირდა....
ჯიდვიმ ტყისკენ გადაუხვია და მთელი სისწრაფით გაიქცა..
ვგრძნობდი რომ მალე გადმოვარდებოდი.. ამიტომაც აღვირს ხელი გავუშვი და მთელი სხეულით ცხენს მოვეჭიდე...
მე:ჯიდვი... გაჩერდი გთხოვ.... მეტს ვეღარ გავუძლებ...
მაგრამ მას ჩემი არ ესმოდა...
მე:ვინმემ მიშველეთთ...
დასახმარებლად დავიყვირე და სწორედ მაშინ დავინახე ცხენს წინ როგორ გადაეღობა რაღაც....მასაც შეეშინდა და უკანა ფეხებზე შემდგარმა ცხენიდან გადმომაგდო...
... :შეჩერდი... დამშვიდდიი.... ჰოო..
მესმოდა ვიღაც როგორ აწყნარებდა მას.. თუმცა ჯიდვი მაინც ნერვიულობდა...
ბოლოს შეხება ვიგრძენი... ვიღაცამ ფრთხილად წამომაყენა დათმები გადამიწია...
სწორედ მაშინ დავინახე მისი სახე... დავინახე და შემეშინდა... შიშისგან უკან დავიხიე.. თუმცა ტკივილმა თავი შემახსენა და წამში ადგილზე მოვიკუნტე..
.... :ადექი...
ის ჩემი საქციელის გამო უკან გაიწია და თმები სახეზე ჩამოიყარა...
მაგრამ მე ისევ ისე ვიჯექი და ცრემლიანი თვალებით შევყურებდი...
.... :დიდხანს გელოდო?!
მან ხელი ჩამკიდა და ფეხზე უხეშად წამომეყენა.. მაგრამ ფეხის და ჭრილობის გამო დგომა ვერ შევძელი და მთლიანად მას დავეყრდენი...
მე:შშ..ეე.ნნ...
სიტყვის წარმოთქმა გამიჭირდა...
ხელი ფრთხილად მივიტანე მის სახესთან და ჩამოყრილი თმები გადავუწიე.. რაზეც გაბრაზებული მზერა მომაპყრო და ზიზღით მითხრა
....:რა ჯანდაბას აკეთებ?! რამდენს ბედავ!
მისი ხელები ძიერად მიჭერდა მაგრამ ამას უკვე მნიშვნელობა აღარ ქონდა..
მე:ცოცხალიხარ.... 🥺
ცრემლები თავისით მომდიოდა... მისკენ ძლიერად გადავიწიე და მთელი ძალით ჩავეხუტე...
მის ყელს  ვეხვეოდი და სურნელს ვისუნთქებდი....
ბედნიერი ვიყავი და ამ სიხარულს ვერ ვმალავდი...
... :გაიწიე... მომშორდი...!
მან უხეშად მომიშორა..
მე:ჯეონ...ჯეონ შენ ცოცხალი ხარ... არც კი იცი შენი ნახვა როგორ გამეხარდა.. არ ვიცი აქ როგორ მოვხვდით მაგრამ მთავარია რომ შენც ჩემს გვერდით ხარ..🥺☺️
ჯონი:მე ჯეონი არ ვარ!! და საერთოდ რა ჯანდაბაზე ლაპარაკობ... მომშორდი.. სულ გაგიჟდი?!
მე:ჯეონ...
ჯონი:ჯონი..!! მე ჯონი ვარ!! და არა ჯეონი!!
მე:ნუთუ არ გახსოვარ?? 🥺
ჯონი:როგორ არა... შენ ის მეხსიერება დაკარგული გოგო ხარ რომელიც უდროოდ ჩნდება უადგილო ადგილებში!!
არ ვახსოვარ.... საერთოდ არ ვახსოვარ... არც კი იცის ვინ ვარ....
მას ხელებს ვუშვებ და უკან რამოდენიმე ნაბიჯით ვიხევ...
თვალებიდან ცრემლები თავისით მომდის..
გული საშინლად მტკივა და სუნთქვა მიჭირს...
მას რამოდენიმე ნაბიჯით ვშორდები და ფეხზე დგომას ვეღარც ვახერხებ... იქვე ვიკეცები და მკერდზე ძლიერად ვიჭერ ხელს...
მე:რატომ.... რატომ.... რატომ არ ვახსოვარ..
სიტყვებს ჩურჩულით განუწყვეტლივ ვიმეორებ...
ჯონი:არ ვიცი რა გჭირს... მაგრამ აქ გაჩერებას აღარ ვაპირებ... დგები თუ არა?!
მე:წადი... გთხოვ...
მხოლოდ ესღა ვთქვი... თავიდან სიჩუმე მოყვა ჩემს სიტყვებს... თუმცა მალევე გავიგონე ცხენის ფლოქვების ხმა...
ის წავიდა... ისევ წავიდა...
არ ვიცი რამდენი ხანი გავატარე ამ ადგილას... ვცდილობდი ყველაფერი გამეანალიზებინა... მაგრამ საბოლოოდ მაინც ერთ დიდ გაუგებრობაში ვიყავი...
.........
ჯონის POV.
იქნებ არ ღირდა მისი იქ მიტოვება..
დაჭრილია და შეიძლება რამე დაემართოს..
მაგრამ ეს ჩემი პრობლემა არ არის...
მე შევთავაზე მას დახმარება.. მან კი მითხრა რომ წავსულიყავი...
მაგრამ ჯანდაბააა....
რატომ ვფიქრობ ვიღაც გიჟზე ამდენს... რატომ მაინტერესებს რა დაემართება...
გაბრაზებული ცხენს მოვაჯექი და უკან დავბრუნდი...
ისევ იქ იყო... მაგრამ ამჯერად მიწაზე უგონოდ ეგდო...
მისკენ სწრაფი ნაბიჯით წავედი... სანამ ხელში ავიყვანდი ვუყურებდი... ვუყურებდი და უცნაური გრძნობა მაწუხებდა... გრძნობა რომელიც ნაცნობიც იყო და უცნობიც..
თუმცა ფიქრები მალევე გავიფანტე.. სასწრაფოდ ცხენზე შემოვჯექი და პრინცების სასახლისკენ წავედი...
იქ მისულს ზუსტად ის სიტუაცია დამხვდა რასაც არასდროს ვისურვებდი...
პრინცები სასახლის ბაღში შეკრებილიყვნენ და ვახშმობდნენ...
მისვლისთანავე ყველას ყურადღება მივიბყარი...
მე:მცველებო...სასწრაფოდ სასახლის მკურნალი იხმეთ!!
სასახლისკენ წავედი როცა სონუ და დანარჩენი პრინცებიც ჩემთან მოვიდნენ..
სონუ:ბონგ სუუ??! ვანგ ჯონ.. ბონგ სუუს რა დაემართა?!!
მის ხმაში სიბრაზე და მღელვარება ირეოდა...
მე:ჯირითის დროს ცხენიდან გადმოვარდა.. ტყეში იყო.. უგონო მდგომარეობაში...
სონუ:თავის ოთახში წავიყვან...
მან მისი გამორთმევა დააპირა თუმცა დახმარება არ მჭირდებოდა
მე:ჩემითაც შევძლებ...
მათ თავი ფორმალურად დავუკარი და გოგონას ოთახისკენ წავედი..
.......
თვალები როცა გავახილე ისევ ჩემს ოთახში ვიყავი....
არ მახსოვდა აქ როგორ მოვედი.. მაგრამ ის კი კარგად მახსოვდა თუ როგორ შევხვდი ჯეონს... ჯეონს რომელსაც არც კი ვახსოვდი...
....
მთელი დღე ოთახში გავატარე... გარეთ საღამოს გამოვედი...
ისევ იმ ხიდთან მივედი და თევზებს დავუწყე ყურება...
მე:ნუთუ შეიძლება ეს ყველაფერი რეალური იყოს...
.... :თუ ცხოვრებამ ზურგი გაქციათ.. ნუ დანებდებით.. თქვენც იგივეთი ნუ უპასუხებთ მას... პირიქით იბრძოლეთ.. იბრძოლეთ და დაიბრუნეთ რაც თქვენ გეკუთვნით.. ნუ იტყვით ყველაფერზე უარს..
ასაკოვანი კაცი ჩემს გვერდით იდგა და ისიც ჩემს მსგავსად უყურებდა თევზებს..
მე:თქვენ ვინ ხართ?
.... :ის ვისაც სურს რომ ასეთი აღარ გნახოს... შენ მეორე შანსი მოგცეს... ნუ უარყოფ მას...
ის წელში გასწორდა... პატარაზე გამიღიმა და წავიდა.
მე:ის მართალია... არ დავნებდები... პირობას ვდებ... არ დავნებდები...
...........
მე:მოო.. ანუ შენ ჩემი პირადი მსახური ხარ?
მოო:დიახ ქალბატონო...
მე:კარგი.. მაშინ მომიყევი როგორი ვიყავი ადრე..
მოო:მოგიყვეთ?ქალბატონო მაშინებთ..
მე:უნდა გავიხსენო... შენ კი დამეხმარები..
მოო:კარგით..... რა გაინტერესებთ კონკრეტულად?
მე:ყველაფერი... ყველაფერი ბონგ სუუზე..
........
მე:ანუ გინდა თქვა რომ ხმლის ხმარება ვიცი? მშვილდით სროლა და ჯირითი? არა.. შეუძლებელია...
მოო:ქალბატონო უნდა სცადოთ.. ახლა კი გამომართვით..
მოომ ხელში ხმალი მომაჩეჩა და უკან რამოდენიმე ნაბიჯით დაიხია...
ხმალი ფრთხილად ამოვიღე ქარქაშიდან წინ გავიშვირე...
ამას შევძლებ... შენ ეს შეგიძლია ემა..
ხმალი ძლიერად მოვიქნიე და გავიგე ჰაერი როგორ გასერა მძლიერმა ფოლადმა... ტანში სიამოვნების გრძნობამ დამიარა და იგივე კიდევ ერთხელ გავიმეორე... კიდევ ერთხელ.. კიდევ...
მოო:ხედავთ... ქალბატონო სუუ...
მოოსკენ ღიმილით შევბრუნდი როცა ვიღაცის ხმა მომესმა...
.... :ჰაერში ხმლის ქნევა ყველას შეუძლია.. იქნებ ჯობია ვინმეს შეეჯიბრო..
დავინახე ჩემკენ მომავალი ახალგაზრდა ბიჭი..
დავინახე მოომ თავი როგორ დაუკრა ჩვენს წინ მდგომ ბიჭს.. შემდეგ კი ძალით ჩამომქაჩა და მეც თავი დამაკვრევინა...
მე:ვინ ხართ?
ჩემს სიტყვებზე ბიჭს ჩაეცინა..
... :ანუ მართალი ყოფილა როცა ამბობდნენ მეხსიერება დაკარგაო..
მოო:ბოდიშს გიხდით მესამე პრინცო.. ქალბატონ...
როგორც გავიგე ჩემს წინ მესამე პრინცი იდგა.... მან ხელი აწია და მოოც წამში გაჩუმდა...
შეიძლება მისი საქციელი არ მომეწონა მაგრამ იმასაც ვხვდებოდი რომ აქ სხვა დრო იყო... ის პრინცი იყო და მას ყველაფრის უფლება ჰქონდა..
.... :შეგიძლია დაგვტოვო..
მან მოოს უთხრა მან კი დაბნეული მზერა მომატყრო... მეც ვანიშე რომ წასულიყო..
და დავრჩით მე და მესამე პრინცი რომლის სახელიც კი არ ვიცი...
... :მზად ხარ შემეჯიბრო?? მსმენია ახლგაზრდა დო ბონგ სუუს შესაძლებლობებზე...
მე:არ ვარ დარწმუნებული რომ ახლა შესაფერის ოპონენტობას გაგიწევთ...
ქერათმიან პრინცს კვლავ გაეღიმა.. მის თმებს მზის შუქზე ბზინვარება გაჰქონდა..
სახეზე შრამი კი საზარელ გამომეტყველებას სძენდა...
... :არაუშავს... მინდა ვცადო...
მზად ხარ??
მან ორი ნაბიჯით უკან დაიხია და ხმალი მოიქნია... რომელსაც ძლიერადვე დავუხვედრე ჩემი იარაღი..
ფოლადის საგნებმა ღრჭიალის მსგავსი ბგერები  გამოსცეს...
პრინცის თვალებში ნაპერწკლები კრთოდა..
ის ძლიერად დააწვა ხმალს და უკან გადამაგდო...
მუხლებზე დავეცი და მიწას ხელებით დავეყრდენი...
... :ვფიქრობ ჯობია გავჩერდეთ..
მე:არა...
ფეხზე წამოვდექი...
მე:ასე მარტივად ვერ დავნებდები...
მისკენ გავიქეცი და ხმალი მოვიქნიე.. კიდევ... კიდევ... და პრინცი უკან გასრიალდა...
.... :ეს უკვე მომწონს...
ხმლების ღრჭიალი იქაურობას აყრუებდა..
....:გუშინ თქვენმა ინციდენტმა რამოდენიმე პრინცის შეშფოთება გამოიწვია...
მე:რას გულისხმობთ?
მან კიდევ ერთი დარტყმა განახორციელა..
...:სასახლეში მეოთხე პრინცმა ჯონმა მოგიყვანათ.. თუმცა მერვე პრინცი სონუს სახე უნდა გენახათ როცა ასეთ მდგომარეობაში გნახათ.. დახმარების სურვილი გამოთქვა.... თუმცა მეოთხე პრინცმა ამის უფლება არ მისცა...
დავიბენი... ჯეონი მარლა ასე მოიქცაა??
სწორედ ამ დროს პრინცმა ხელი მკრა და ძირს დამაგდო.. ხმალი მომიქნია და ზუსტად კისერთან გააჩერა..
სონუ:საკმარისიააა....
მალევე გაისმა მერვე პრინცის მკაცრი ხმა..
სონუ:ვფიქრობ რომ საკმარისია...
ის ნელა მოგვიახლოვდა და წამოდგომაში დასახმარებლად გამოიწია... თუმცა წინ მესამე პრინცი გადაუდგა და წამომაყენა..
ფეხზე დადგომა გამიჭირდა.. ამიტომაც წელზე ხელი მომხვია და წონასწორობა შემანარჩუნებინა...
სონუ:პრინცისთვის ქალთან ორთაბრძოლა შესაფერისია??
... :ის შესანიშნავად ხმარობს ხმალს.. ზოგ მამაკაცზე უკეთესადაც... 😏
და ნაგლურად ჩამიღიმა..
სონუ:ვფიქრობ ქალბატონმა ბონგ სუუმ უნდა დაისვენოს იუნჯი.!
იუნჯი?? ესეიგი მესამე პრინც იუნჯი ქვია..
მე:მე დაგტოვებთ..
იუნჯი:გაგაცილებთ..
მე:მადლობთ.. მაგრამ საჭირო არ არის..
ვხედავდი მერვე პრინცის გაბრაზებულ სახეს..
მე:არ არის საჭ...
იუნჯი:წავიდეთ...
ვეღარაფრის თქმა ვერ შევძელი..
მესამე პრინცმა იუნჯიმ ოთახამდე მიმაცილა...
იუნჯი:ალბათ გეტყოდნენ რომ ქალბატონი არო შემი ცოლია... ასე რომ ნათესავები გამოვდივართ... შეგიძლიათ ჩემი იმედი გქონდეთ...
მე:რათქმაუნდა...
.........
საღამოს სასახლის ბაღში გავედი სასეირნოდ... რთულია მთელი დღე ერთ ოთახში ჯდომა...
სეირნობის დროს გადახურულში ნაცნობი სილუეტი დავინახე...
გულმა საშინლად დამიწყო ძგერა...
მინდოდა მივსულიყავი.. მაგრამ მეშინოდა..
ბოლოს გავრისკე და მისკენ ნელი ნაბიჯით წავედი...
როდესაც ახლოს მივედი თავი დავუკარი.. თუმცა მას ჩემთვის არც შემოუხედავს...
მე:საღამომშვიდობისა მეოთხე პრინცო ჯონ... მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის რომ  გუშინ დამეხმარეთ.. და ბოდიში მოგიხადოთ ჩემი საქციელის გამო... ვიცო დიდი შეცდომა დავუშვი...
მისგან პასუხად სიტყვაც კი ვერ მივიღე.. ამიტომაც თავი კიდევ ერთხელ დავუკარი და გამოვბრუნდი....
...........
სამი დღე გავიდა მას შემდეგ რაც ჯონი ვნახე...
ვცდილობ რამენაირად დავახლოვდე და საერთო ენა გამოვნახო.. მაგრამ ის ყინულივით ცივია....
ახლაც ბაღში ვზივარ არ ვიცი რა გავაკეთო....
რამენაირად უნდა გავერთო.. ამ კედლებს თავი დავაღწიო...
სასწრაფოდ ოთახში ვბრუნდები მშვილდს ვიღებ და საჯინიბოსკენ გავრბივარ...
არაფერს ვაქცევ ყურადღებას... თუმცა მალევე მესმის..
... :ქალბატონო დო ბონგ სუუ...
ერთ ადგილზე ვშეშდები და მსახურისკენ ვბრუნდები..
მე:დიახ?.
... :პრინცები ვახშამზე გიხმობენ...
მე:მე?
... :დიახ... თუ შეიძლება გამომყევით..
მე:მაგრამ...
... :ისინი გელოდებიან..
იძულებული ვხდები და მას მივყვები...
მალევე კარი იხსნება და დიდ გრძლად გაშლილ სუფრასთან სხდომ პრინცებს ვუყურებ...
ყველას მზერა ჩემსკენ და ჩემი ჩცმულობისკენაა მოპყრობილი... თუმცა მე ხომ უკვე სულ ასე მაცვია... აა მშვილდი...
ხელში არსებულ მშვილდს ზურგს უკან ვმალავ და თავს ვხრი მისალმების ნიშად...
... :უცნაურად გამოიყურება..
მესმის ვიღაცის ხმა...
თავს ზემოთ ვწევ..
... :თქვენზე ბევრი მსმენია.. ამბობენ ხმალს და მშვილს ოსტატურად ხმარობსო..
იუნჯი:შეიძლება ითქვას რომ ასეცაა..
.... :მშვილდით გოგოს პირველას ვხედავ..
ხელახლა ალაპარაკდა ახალგაზრდა დიდტუჩებიანი ბიჭი... მზეთუნახავივით ლამაზი იყო... ვერც კი წარმოვიდგენდი ბიჭი ასეთი ლამაზი თუ შეიძებოდა ყოფილიყო...
მე:ბოდიშს გიხდით.. მე საჯირითოდ ვაპირებდი წასვლას როცა მიხმეთ... იარაღის დატოვება ვერსად ვერ შევძელი..
ჩემს დაბნეულ მზერაზე ყველას გაეღიმა.. გარდა ერთისა...
ჯონი..მას საერთოდ არც კი შემოუხედავს ჩემთვის...
.... :შემოგვიერთდი...
ყველაზე მაღალმა და მხარბეჭიანმა ბიჭმა თბილად გამიღიმა და სუფრასთან მიმიპატიჟა...
მეც ქალბატონი ატოს გვერდით დავიკავე ადგილი... სწორედ მაშინ შევნიშნე რომ ჯონი პირდაპირ ჩემს წინ იჯდა..
....:გავიგე მეხსიერება დაგიკარგავთ.. ეს მართალია??
... :ჯიმინ!
ანუ ამ დიდტუჩებიანს ჯიმინი ქვია?.. მაშინ ის მეთერთმეტე პრინცი უნდა იყოს....
ჯიმინი:ჯინ იბრალოდ მაინტერესებდა..
და მხარბეჭიანი ჯინია... ანუ პირველი პრინცი...
ერთადერთი ეს ბიჭი რჩება რომელიც ჯიმინის პირდაპირ ზის... და სავარაუდოდ ის სუჰო იქნება... მეათე პრინცი... მართლაც რო საოცრად სიმპატიურები არიან...
მე:დიახ... სამწუხაროდ მეხსირება დავკარგე..
ჯიმინი:ანუ არაფერი გახსოვთ?
მე:არა...
ჯიმინი:მაგარია..
სონუ:მოდი ჭამა გავაგრძელოთ...
ჯიმინი:გავიგე თქვენი მშობლების მკვლელები დაგიჭერიათ.. და დაზიანებებიც ამ დროს მიიღეთ...
მე:დიახ...
ჯიმინი:და ისიც გავიგე რომ სასახლეში ფარულად მეოთხე პრინც ჯონს მოუყვანიხართ...
ამაზე გავჩუმდი.. გაკვირცებული მზერა ჯონს მივაბყარი... ნუთუ მან გადამარჩინა..
ჯონი:უადგილო ადგილია ამაზე სასაუბროდ...!
მისი ხმის ტემბრი ზედმეტად ბოხი და მკაცრი იყო რაზეც ჯიმინმა სასწრაფოდ თავი ჩახარა და ჭამა განაგრძო.. მე კი კვლავ მას ვუყურებდი...
მალევე გამოაპარა მზერა მანაც და აღარც გაუხედავს... ორივე ერთმანეთს გაშტერებულები ვუყურებდით...
სუჰო:ვფიქრობ ჭამას ყველანი მორჩით.. და რადგანაც ქალბატონი ბონგ სუუ საჯირითოდ აპირებდა წასვლას მეც არ ვიტყოდი უარს..რას იტყვით ყველამ ერთად რომ გავისეირნოთ ტყეში..
სონუ:კარგი აზრია...
ჯინი:ქალბატონუ ბონგ სუუ თქვენ რას იტყვით?
სწორედ ახლა მოვაცილე მზერა ჯეონს და იქ მყოფებს თვალი მოვავლე..
მე:დი.. დიიი... დიდი სიამოვნებით...
ჯიმინი:მაშინ ბაღში შეგხვდებით...
ფეხზე სწრაფად წამოდგა.. ყველას თავი დაუკრა და ოთახი დატოვა..
მე:მე დაგტოვებთ.. თქვენისნებართვით..
ოთახიდან გამოვედი...
როცა უკან ნაბიჯების ხმა მომესმა... მალევე უხეში შეხებით ვიღაცამ უკან მიმაბრუნდა...
ჯონი:აღარასოდეს გაბედო და თავლებში მიყურო... გიკრძალავ... შენი ადგილი იცოდე!!
ხელი უხეშად გამიშვა და იქაურობას გაშორდა..
.......

Ps. 💛💛💛

*აგენტი B* *რეინკარნაცია* (ნაწილი 2)Where stories live. Discover now