თავი 6

928 45 10
                                    

ძალიან ავირიე და ვცდილობდი ყველაფერი დამელაგებინა, მთელი ღამე ფიქრში გავატარე და დილით ჩამეძინა. როცა გავიღვიძე გვერდით ნოა იწვა
-აქ რა გინდა?
-უკაცრავად თუ შეგაწუხეთ, მაგრამ აქ უფრო კომფორტულად მძინავს
-მაშინ მე სხვა ოთახში გადამიყვანე
-სხვაგან გისოსები არაა და თან ეს ოთახი შენთვის პირადად მე მოვაწყვე, იმედია მოგწონს ტანსაცმელი
-დიდი მადლობა რომ ასე გაისარჯე
-მგონი ვიღაცა ზედმეტებში გადავიდა და ამის გამო დაისჯება
მომიახლოვდა და კისერზე ხელი ამისვა
-მომშორდი!
-და რო არა? რას იზამ ჰა?
-არ შემეხო თორემ
-თორემ რააა! მითხარი რას იზამ?! მომკლავ? მიპასუხე!
-რაებს ბოდავ?
-მამაშენის შვილი ხარ, შენგან გამორიცხული არაფერია. თან მძიმე ბავშვობა გქონდა, გეგონა მშობლების სიკვდილი შენი ბრალი იყო, ოჯახისგან შორს იზრდებოდი და დღემდე გგონია, რომ მათ ეზიზღები და ასე მაგიტომ გექცევიან. უი ხო მართლა იცი იმ ღამეს ჰენრიმ სახლში რატომ დაგტოვა? იმ საღამოს ვაპირებდით შენს გატაცებას, მაგრამ უცხო მანქანა შეამჩნიეს და დაეჭვდნენ, მერწმუნე იმ კაბით რომ გაგვეტაცებინე ნამდვილად ვერ მოვითმენდი და იმ კაბას სიამოვნებით შემოგახევდი
-გეყოფა, გეყოფა გესმის გეყოფა! დავიღალე! მეზიზღები შენც და შენი მთელი ოჯახიც და საერთოდ არ მადარდებს შენს მოღალატე მშობლებს რა დამემართათ რადგან თქვენც მკვლელები ხართ და მამაჩემის ციხეში ჩასმის მაგივრად მოკალით ასე რომ თქვენ მკვლ...
სიტყვის დამთავრება ვერ მოვასწარი, უცებ ნოამ სახეში ძალიან მწარედ გამარტყა, შემდეგ თმებში მწვდა, როცა მის თვალებს შევხედე საერთოდ ვერ ვიცანი, თვალის გუგები გაფართოებული ჰქონდა და მეგონა, რომ მალე მომკლავდა
-გამიშვი გთხოვ
-გაგიშვააა ჰმ, ახლა მომისმინე! მეორედ ჩემს მშობლებზე სიტყვას ზედმეტად დაძრავ და ვერ გადამირჩები გაიგე!
-გაიგეე!
-გავიგე, გეფიცები აღარაფერს ვიტყვი, გთხოვ გამიშვი
-დღეს ამის გამო დაისჯები და მთელი დღე მშიერი იქნები, მერწმუნე ეს ყველაზე კარგი სასჯელია შენთვის

ოთახიდან გაბრაზებული გავარდა და კარები ჩაკეტა. მე კედელთან კუთხეში ჩავიკეცე და ტირილი დავიწყე.
* საღამოს *
ოთახის კარები ვიღაცამ გააღო და მეგონა ნოა იქნებოდა, მაგრამ ჯეიკობი აღმოჩნდა
-ხომ არ მოგენატრე პატარავ
-პატარას ნუ მეძახი!
-რატომ? ადრე ხომ მოგწონდა?
-ხო ადრე, ხომ არ დაგავიწყდა პატარას რატომ მეძახდი? მოდი გაგახსენებ, მეუბნებოდი და არ მყავს და ჩემთვის უმცროსი და ხარო, ჩემი პატარაო, მაშინ მეგონა მართლა გიყვარდი
-კარგი რა პატარავ, ისევ ჩემი პატარა და ხარ, რატომაც არა? თან საერთო და-ძმა გვყავს
-ნახევარ და-ძმა
-დღეს ძალიან უხეში ხარ და ამისთვის როგორც გავიგე მოგხვდა კიდეც, სახეზეც გეტყობა და თან დღეს უჭმელიც დარჩი, ამიტომ სჯობს ზედმეტებში ნუ გადახვალ
-შენ რა განაღვლებს რაც დამემართება?
-პატარავ ნოა მხოლოდ მშობლების გამოა მკაცრი და მაგიტომაც გაგარტყა, მე კი ამის გაკეთება პატარა გაბრაზების გამოც შემიძლია და მერწმუნე უფრო მწარედაც კი
-ხოდა გააკეთე! მიდი გააკეთე! შეგიძლია მომკლა, როგორც ჩემი მშობლები და დავისვენებ
-მაგ სიამოვნებას ვერ მოგანიჭებ, ნუ ჯერჯერობით, მაგრამ შემიძლია გაგარტყა
ხელი აწია და ძალიან შემეშინდა, სახეზე ხელი ავიფარე
-კარგი დაწყნარდი, არ დაგარტყამ, კარადაში პირველადი დახმარების ყუთია, აიღე, აბანოში შედი და ლოყაზე მალამო წაისვი თორემ დაგილურჯდება, ოღონდ ეს ბრძანებაა
-როგორც მიბრძანებთ

ჯეიკობი გავიდა მე კი რაც მითხრა ის გავაკეთე, ისედაც მტკიოდა და გაწითლებული მქონდა.

პ.ს დაავოუთეთ ❤️ 😘

მსხვერპლი (დასრულებულია)Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang