☁️თავი მეთორმეტე☁️

96 9 1
                                    

ვიღაცამ ხელში ამიყვანა და სადღაც გააგრძელა სიარული. თვალები პატარაზე გავახილე და შევხედე ადამიანს, რომელსაც ხელში ვეჭირე.
ცოტაც და ბედნიერებისგან ვიყვირებდი მაგრამ თავი შევიკავე. ძალიან მომნატრებოდა და მხოლოდ ეხლა გავიაზრე. ჯეუნვუ ჩემს კაბინეტს მიადგა და გააღო.
მე თვალები კვლავ დავხუჭე. მან ჩემს ტახტზე დამაწვინა და ჩემი ქურთუკი დამაფარა. ცოტა ხანს თავზე მედგა. მერე კი ვიგრძენი როგორ მომიახლოვა სახე. მისი სიცილი ჩამესმა ყურში.
- როდემდე უნდა მომატყუო, რომ გძინავს?
დავიბენი. კი მაგრამ რანაირად? თვალები გავახილო და დავამტკიცო, რომ მღვიძავს თუ??

- ვიცი, რომ გღვიძავს წეღან დაგინახე თვალებ გახელილი, რომ იყავი. ნუ გრცხვენია გაახილე თვალები.

აღშფოთებულმა თვალები გავახილე. მხოლოდ მასთან რატომ მომდის ასეთი უცნაური შემთხვევები?!. ძალიან მცხვენია და უხერხულად ვარ. სადღა წავიღო სახე აღარ ვიცი.
ტახტზე ჩამოვჯექი. ის კი
გვერდით მომიჯდა კაი ძმაკაცივით.  ნეტა ვიღაცა მომკლავდეს. ცოტათი მაინც გამინელდებოდა სირცხვილის გრძნობა.

- აბა მოგენატრე ფანო?

ეს ფანობაც დამემატა შავი ჭირივით. ხელები სახეზე შემოვირტყი და ამოვიოხრე, თავი ჩავწიე და გავაქნიე. თითქოს ამ ჟესტით გამოვხატე "რა იდიოტი ხარ."

- არ მოგენატრე? მე კიდე ძალიან მომენატრე.
ნერწყვი გადამცდა და ხველება ამიტყდა. ლამის დავიხრჩვი. თავში ისევ და ისევ ისმოდა "მე კი ძალიან მომენატრე"
სახიდან ხელები უცებ ჩამოვწიე და მოვსულიერდი მერე გაოცებულმა შევხედე. მომესმა? არა ნამდვილად მომესმა. რა სისულელეებს იძახის. გავიცინე და შემდეგ თითებით ვანიშნე "შენ მე?!" მერე ისევ სიცილი გავაგრძელე.
- ხო რა იყო ჩემი მეგობარი არ ხარ? უკვე ოჯახის წევრივით, დასავით ხარ.

"მეგობარი" და "და" მიწოდა. ვაღიარებ საშინლად მეწყინა მაგრამ მერე ჩემი თავის გამიკვირდა. მეტს რას მოველოდი? არა, მაინც მეტს რას ველოდი? გული მეტკინა.
მე ძლიერი უნდა ვიყო! არაუშავს ესეც ხდება ხოლმე. მუჭები შევკარი და გავშალე დასაწყნარებლად.
ახლა გავიაზრე იმ ბიჭების ტკივილი, როცა ის გოგები მიმართავენ "ძმათი" ვინც მოწონთ.

გადაუჭრელი პრობლემა Where stories live. Discover now