20

457 65 42
                                    




კენი და ბეტი გვიან ღამით მოვიდნენ , დიდი ხნის შემდეგ რაც ჯიმინი და ჯონგუკი ტყეში სირბილიდან დაბრუნდნენ . ჯონგუკი იყო პირველი რომელიც გაემზადა მათთან შესახვედრად , ხოლო ჯიმინი ცდილობდა შეძლებისდაგვარად გაეწელა და თქვა, რომ ახალი ტანსაცმელი უნდა აეღო. რადგან ტანსაცმლის არც ისე დიდი არჩევანი ჰქონდა მალევე მოუწია მათთან სასადილო ოთახში შეხვედრა.

დარბაზში მის უკან ვიღაცის ხმა გაიგონა და დროულად შებრუნდა , ხელში კი ახლად დაბრუნებული გარეტი შერჩა. მამაკაცმა თბილად გაუღიმა .

-ჯიმინ, გავიგე რომ დაბრუნდი .კარგად ხარ იმ დღის შემდეგ ?

"მოღალატეს " არ შეეძლო ჩაშავებული თვალი არ შეემჩნია .

- ამას მე უნდა გეკითხებოდე.

- ჯიმინ ?

ჯონგუკმა მისაღები ოთახიდან გამოსძახა როდესაც მისი ყოფნა შენიშნა .

-მოდი აქ .

ჯიმინმა ამოიოხრა არ უნდოდა დამორჩილებოდა მაგრამ იძულებული იყო, გარეტმა თბილად ჩაიცინა .

-კარგად ვარ . არ ინერვიულო და წარმატებები..

ზემოთ ასვლამდე ბოლოჯერ დაუქნია ხელი .

"მოღალატე" ოთახში შევიდა და სამეულისგან მოშორებით გაჩერდა . არ სურდა ჯონგუკის სურნელი შეეგრძნო , მაგრამ ისიც იცოდა რომ ეს ორი ბეტა აქ მის გამო იყო .

-ის აქ რატომაა ?

კენიმ ჩაიბურტყუნა.

-იქნებ იმიტომ, რომ ალფას შვილს მუშტი მე არ დავარტყი ? შენზე რას იტყვი? კიდევ აქ რატომ ხარ ?

ჯიმინმა ჩაიცინა ( რა მავნეაა სულ იწვევს ხალხს)

ბეტმა თავისი პარტნიორის დასაცავად ხმას აუწია .

- სიტყვებს დაუკვრდი !

-ტონს დაუწიე . ჩვენ არ გვაწყობს რომ კიდევ ერთი ხროვის წევრი დაშავდეს . ეს ხომ ისაა რაც მე უნდა გავაკეთო ?

Figure out [completed]Where stories live. Discover now