2

3.2K 145 4
                                    

მთელი გზა მირას ხმა არ ამოუღია ეშინოდა სატანის, რომელიც მანქანას ძალიან სწრაფად, ალეწილი სახით ატარებდა და ნებისმიერ წამს ბრაზისგან აფეთქდებოდა, დაინახა მის თვალებში ჩამდგარი სიბნელე რომელსაც ღრმად გაედგა ფესვები შიგნით კი უგრძნობი გული უფეთქავდა რომელიც საერთოდ ფეთქავდა თუ არა საკითხავი იყო.

მიაღწიეს კიმის დიდ ვილას. სახლი უზარმაზარი იყო ლამაზი ორნამენტებით დამშვენებული რომელსაც უფრო დიდ ეფექტს უშველებელი ამწვანებული ბაღი აძლევდა. სახლთან ძალიან ბევრი, შეიარაღებული დაცვა იდგა კიმ თეჰიონი ხომ თვით მაფიის ბოსი იყო ძალიან ბევრი მტერიც ყავდა, ვინც მის ერთი ფეხის დაცდენას თავის საკეთილდღეოდ გამოიყენებდნენ ამიტომ ყველა კუთხეში დაცვა ჰყავდა.

თეჰიონმა მანქანა გააჩერა ჩქარა გადმოვიდა, როგორც სჩვევია კარი მიაჯახუნა მირას უხეშად მოჰკიდა ხელი და მანქნიდან გადმოათრია გოგონას ზედაც კი არ უყურებდა მირა კი შეხედვასაც ვერ ბედავდა ცხარე ცრემლები ახრჩობდა, თავის შეკავებას ძლივს ახერხებდა ბოლო ხმაზე რომ არ ეტირა, არ უნდოდა თეჰიონი უფრო გაეღიზიანებინა არ იცოდა გაბრაზებული მამაკაცი რას მოიმოქმედებდა მაგრამ დარწმუნებული იყო კარგი არაფერი მოხდებოდა.

თეჰიონმა გოგონა სახლში შეათრია მირას უკვე ტკივილის ატანა აღარ შეეძლო რასაც თეჰიონი მკლავში მაგრად მოჭიდებით აყენებდა თავი ვეღარ შეიკავა და თეჰიონს ხელზე ხელი მოჰკიდა რათა გაეშვებინა.

-მტკივა......_ მუდარის ტონი შეამატა ნათქვამს, თითქოს ევედრებოდა თავი დაენებებინა.
-გტკივა?_უთხრა მამაკაცმა ჩვეული ირონიით_აქ გტკივა და როდესაც შენს საყვარელ მამიკოსთან იყავი მაშინ არ გტკიოდა? ხმას რომ არ იღებდი. ამიტომ აქაც მოგიწევს მოთმენა არ ვაპირებ შენი პრეტენზიების ატანას პატარა ძუკნა.
-გთხოვ მართლა ძალიან მიჭერ..

თეჰიონმა მირას ხელი არ გაუშვა კიბეებზე აათრია ერთერთ ოთახში შეიყვანა და უხეშად მოისროლა.
-აქ იყავი და არსად წახვიდე თუ გაქცევას გაბედავ მაინც ვერსად ვერ წახვალ მაგრამ სასტიკად დაგსჯი მცდელობისთვის_უთხრა ცივი შემზარავი ხმით.

"MONSTER".K.T.H🔞Where stories live. Discover now