გაურკვევლობა

7 0 0
                                    

Bella's point of view:

წუხანდელი ღამე ფრაგმენტებად მახსოვს. ვახშამი, ეიფელი, და კოცნა.
საწოლიდან წამოდგომა ვცადე თუ არა, მაშინვე ოთახი ჩემ გარშემო დატრიალდა და ინსტიქტმა ისევ დაწოლისკენ მიბიძგა.
საყურადღებოა, რომ ჰარის ოთახმა დაიწყო ჩემს გარშემო ბრუნვა! ღამე აქ გავატარე! კოცნის შემდეგ აღარაფერი მახსოვს, ამიტომ სრულიად საფუძვლიანად, მიჩნდება ეჭვი, რომ... საკუთარ თავს ფიქრს ვუკრძალავ და თავს ვაიძულებ კვლავ ვცადო წამოჯდომა. ამჯერად შეგრძებები პირვანდელზე მძაფრი აღარაა, ამიტომაც წამოდგომას ვახერხებ და ოთახს თვალს იმ იმედით ვავლებ, რომ იატაკზე მწოლიარე ჰარის დავინახავ. სწორად ამ დროს იღება სააბაზანოს კარი და იქიდან ქვედატანზე პირსახოცშემოხვეული ჰარი გამოდის. კარგი, რაიმე მინიშნება მჭირდება იმის, რომ მას იატაკზე ეძინა, ამიტომ ახლა სხეულის ნაცვლად ბალიშს ან საბანს ვეძებ. ა რ ა ფ ე რ ი ა !
პირდაპირ ხომ ვერ ვკითხავ - "ჰარი, მე და შენ ღამე ერთად გავატარეთ?" არა, ასე არ ივარგებს. როგორ შეიძლება ასეთი რამ დაგავიწყდეს! კვლავ ჩემს თავზე ვბრაზობ და ჰარის გაკვირვებული სახით თუ ვიმსჯელებთ, აშკარად არ გამომდის ფიქრის დროს ემოციების დაფარვა.
- - კარგად ხარ? - მეკითხება და ვხვდები, რომ პასუხად "არ ვიცი" არ გამოდგება, ამიტომ ვპასუხობ.
- - კი, კარგად ვარ. თავის ტკივილს თუ არ ჩავთვლით. - ვამატებ
- - არ ვიცოდი ალკოჰოლიკი თუ იყავი - ყველა სიკეთესთან ერთად ხუმარაც ყოფილა.
- - აბა, რას ელოდი, მაშინ, როცა ისედაც სტრესულ ფონს შენთან ერთად ვახშამი ემატება.
- - როგორ გავიგო, ეს ნათქვამი კომპლიმენტი იყო თუ ირონიით გაჟღენთილი? - სახე შეჭმუხნა.
- - როგორც გინდა ისე გაიგე, არჩევნის თავისუფლება! - ვთქვი და სააბაზანოში "გამოვიკეტე" . ვცდილობ მოვწესრიგდე ფიქრები სხვა მხარეს მივმართო, მაგრამ ისევ სასიგნალო განგაში ჩაირთო ჩემს ტვინში. ფაქტები, ფაქტები დააკავშირე... თეთრეული, მაგონდება. But what if he was too gentle? ასე არასდროს მდომებია ვინმესთვის საწოლის ალაგება დამესწრო. ონკანს ვკეტავ და გარეთ გასვლას ვჩქარობ. კარებს ვაღებ თუ არა ჰარი თეთრეულით ხელში მეჩეხება
- - ახლა ვაპირებდი დაკაკუნებას. - მეუბნება და ისე რონ პასუხს ან რაიმე რეაქციასაც არ ელოდება, სარეცხი მანქანისკენ მიდის და ყველაფერს შიგნით ყრის.
- - მეც მაქვს სარეცხი - უცბად, პირზე მხოლოდ ეს მადგება. და რა ბელა? შენი სარეცხი თეთრეულთან ერთად უნდა გარეცხო? -ჩემ თავს თვითონვე ვაკრიტიკებ.
- - არამგონია კიდევ რამე დაეტიოს - ამბობს და ჩართვის ღილაკს აჭერს თითს. ამ მონეტში ვფიქრობ, რომ იქნებ ღირს საერთოდ დავივიწყო და რაც იყო იყოს პრინციპით გავაგრძელო ცხოვრება. რა თქმა უნდა, ასე მარტივი არაა და ისევ ახლიდან ირევა გონებაში ყველაფერო. ოთახში გამოსულმა საჩქაროდ მოვიწესრიგე თავი, სააბაზანოში დარჩენილ ჰარის შევძახე რომ სასაუზმოდ ჩავდიოდი და ისე, რომ პასუხს არც კი დაველოდე, კარი გამოვიხურე.
ლიფტის ლოდინისას საკუთარ თავს რამდენჯერმე კიდევ ვუსაყვედურე დაუფიქრებლობის გამო და ფიქრებში გართულმა ვერც კი გავიაზრე როგორ აღმოვჩნდი მაგიდასთან ფინჯანი ყავით ხელში. სასიამოვნოა, უდავოდ! უკვე ჩვევად მექცა დაუფიქრებელი, გაუაზრებელი ქმედებები. თავი ხედის თვალიერებით შევიქციე და რამდენიმე წუთის შემდეგ სილუეტის მოახლოება შევნიშნე. რაღა დაგიმალოთ ველოდი, თანაც ისე თითქოს მეყოფოდა გამბედაობა პირდაპირ მეკითხა, თუმცა, როდესაც სიტუაციას თვალი გავუსწორე, დავნებდი.
საუზმემ უცნაურად ჩაიარა, ყოველგვარი ზედმეტი საუბრისა და კომუნიკაციის გარეშე. ამან უფრო დამძაბა. უკვე გაგიჟების პირას ვიყავი, როცა ფოიეში ანგელოზივით გამომეცხადა ჩემი და. ვფიცავ მისი ნახვით ესოდენ გახარებული და აღელვებული არასდროს ვყოფილვარ.  მაშინვე, ყოველგვარი ახსნის გარშე, ავდექი და მხოლოს მოკლე - Sorry, I have to goთი შემოვიფარგლე, ჰარი კი გაკვირვებული დავტოვე.

                                     *     *     *

- - შეგიძლია პირდაპირ მკითხო - მეუბნება არსაიდან, მაშინვე, როგორც კი გაბმული ზარის შემდევ, ნომრის კარს ვუღებ.
- - გკითხო რა? - არ ვარ დარწმუნებული, რომ სწორად მივუხვდი.
- - მკითხო რა მოხდა წუხელ - განმიმარტა. ნომრიდან გამოვედი და კარი გამოვხურე, არ მინდოდა ჯიჯის სიტუაციიდან გამონდინარე გაეგო რამე და არა ჩემი ნათქვამიდან.  მის პირისპირ აღმოჩენილი ვეცადე თვალი ამერიდებინა და გვერდით გახედვით ვკითხე კიდეც...
- - რა მოხდა წუხელ?
- - სასტუმრო, სადილი, კოცნა, სასტუმრო, ძილი. - მითხრა უემოციოდ, თითქოსდა იმედგაცრუებულმა.
- - ესეიგი მეტი არაფერი მომხდარა ჩვენ შორის? - მინდოდა ბოლომდე დავრწმუნებულიყავი.
- - ვწუხვარ თუ ფიქრობ, რომ შენი მდგომარეობით ვისარგებლებდი. - მეუბნება და შემიძლია დავიფიცო, რომ ახლა მისი თვალებიდან ნათლად შემიძლია იმედგაცრუების ამოკითხვა.
- - ასე არც მიგულისხმია... - ვცდილობ ავუხსნა, მაგრამ, როგორც ჩანს, უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. სიტყვის დამთვარებასაც არ მაცდის, ზურგს მაქცევს და თავისი ნომრისკენ მიემართება.

Can we be friends? Where stories live. Discover now