სასტიკი საფრანგეთი

2.8K 98 2
                                    

გამოცემის ცნობით, მე-19 საუკუნის პარიზში აქტიური სამშენებლო პროცესი მიმდინარეობს,ინგრევა ძველი საცხოვრებელი სახლები და ახლები შენდება, შენდება ასევე დიდი სავაჭრო ობიექტები, ბულვარები, სკვერები და ა.შ. ამ სამშენებლო ბუმის დროს ტერიტორიები ბრეზენტით იფარება, რის გამოც მაღაზიების დახლებზე გამოტანილი პროდუქტს მომხმარებელი ვეღარ ხედავს. აქედან გამომდინარე პროდუქტის რეკლამამ დახლებიდან ქუჩებში გადაინაცვლა და პლაკატებზე გამოჩნდა.

სარეკლამო ბილბორდებიდან ახლანდელი საფრანგეთის შესახებ ბევრი ცნობის მიღებაა შესაძლებელი - რა აინტერესებთ ფრანგებს, როგორი არის მათი ყოველდღიური ცხოვრება, როგორია ხელოვნების ინტერესები და მეცნიერება.

მე-19 საუკუნის დასასრულის პარიზში ყველას უყვარს გართობა, განსაკუთრებით კი კაბარე. სარეკლამო ბილბორდებიც მოქალაქეებს სხვადასხვა საინტერესო და პოპულარულ წარმოდგენაზე ეპატიჟებიან. ქალაქში ასევე გამოფენილია მოხეტიალე ცირკებისა და საბალეტო წარმოდგენების შესახებ აფიშები.

როგორც ცნობილია, ახლანდელ საფრანგეთში პროსტიტუცია სრულიად ლეგალურად ითვლება. კლიენტებისთვის კიდევ უფრო მეტი კომფორტის შესაქმენლად პარიზის ყოველი რაიონი საგანგებო ბროშურას უშვებს, სადაც "კურტიზანი" ქალების შესახებ არა მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია, არამედ მათი ფოტოსურათები, წარმომავლობა, მომსახურების ფასი და თქვენ წარმოიდგინეთ, განსაკუთრებული "უნარ- ჩვევებიც" კი არის მითითებული.

ერთ-ერთი ღარიბი მუშების ქალიშვილი ცხოვრების დაწყებას ახლა იწყებდა, როცა მშობლები რევოლუციის არეულობამ შეიწირა. ახალგაზრდა ქალი კი სასტიკ საფრანგეთში მარტოდ მარტო დარჩა. ყოველივემ პროსტიტუციაში ჩაბმისკენ უბიძგა. ანგრევდნენ მუშების სახლებსაც, უბრალოდ აქ ერთი განსხვავება იყო, სახელმწიფოს არ ადარდებდა სად წავიდოდა უბრალო მოსახლეობა.

ბოლო  იმედი Where stories live. Discover now