გეგმა

662 60 0
                                    

სახლში დაბრუნებულ თეჰიონს, მამა ისევ საყვედურებით ავსებდა. თეჰიონს მხოლოდ ერთი რამ შეეძლო: აეღო ტილო და საღებავები, მოკალათებულიყო რაიონის ცენტრში და ხატვა დაეწყო, ხატვა სახის... დედის მონატრებული სახის. ჟიზელი კი ყოველთვის მომთმენად დაელოდება კაბარეში, მანამ სანამ იცოცხლებს.
უფროსი დიუმა შვილის თავხედურ ქცევებს ვეღარ იტანდა, უკვე მეორედ თეჰიონმა ღამე კაბარეში გაატარა, უფრო სწორედ კი დილამდე იქ დარჩა, ეს იყო მიზეზი მისი გაცოფებისა. ახლა კი სავარძელში ზის და ფიქრობს როგორ გადაარჩინოს შვილის რეპუტაცია...
- ძვირფასო, ლუი-თეჰიონს ხომ 2 კვირაში დაბადების დღე აქვს? არ ფიქრობ რომ ეს საუკეთესო შანსია??
- კი ასეა, მაგრამ... მოიცააა!!
- .... მეუღლემ მრავლისმეტყველი მზერა ესროლა უფროს დიუმას
- ოო , არაა! შენ საუკეთესო იდეა მომაწოდე ძვირფასო! შენ ნამდვილად იმსახურებ ჩემს ცოლობას.

არავინ უწყის რა ჩაიფიქრა დედინაცვლის ბინძურმა სულმა, ყოველ შემთხვევაში ეს კარგი არ იქნება თეჰიონისთვის. არავის შეუნიშნავს კართან მდგარი თეჰიონის მეგობარი, რომელიც ვერ გარკვეულიყო რა ხდებოდა, მაგრამ ის ნამდვილად გაიგო რომ ყოველივე მის დაბადების დღეს უკავშირდება.

თეჰიონი ისევ ხატავს...
ჟიზელი იცდის...
თეჰიონი ჟიზელთანაა, მხოლოდ მასთან პიულობს სიმშვიდეს...
დღეები გადის...
თეჰიონი ხატავს...
ჟიზელი ისევ იცდის...
ისევ ერთად არიან...
ოჯახში დაძაბულობაა...
სული იხუთება...
ვისი?
ყველასი!

- თეჰიონ, მინდა რაღაც გაჩუქო...
- ყველაზე დიდი საჩუქარი შენ ხარ ჟიზელ, ამაზე მეტი რა უნდა მაჩუქო.
- ჩემი ყელსახვევი, ანთებული თვალებით უმზერდა ქალი თეჰიონს
- შენი ყელსახვევი სად გავიკეთო? მაცდურად ჩატეხა ტუჩის კუთხე თეჰიონმა
- თეჰიონ!! შეგიძლია ხელზე გაიკეთო... ქალს უეცარი სევდა შემოაწვა და ფანჯრისკენ სწრაფად გაბრუნდა
- მითხარი, ჟიზელ, მითხარი ეს ასე უეცრად რატომ მოგინდა?
- იცი... სიტყვებს ძნელად აწყობდა ქალი, ჩვენ უმეტესად ღამით ვხედავთ ერთმანეთს, შენ ჩემთან მოდიხარ და არც კი ვიცი... ალბად დრო გაგყავს
- ჟიზელ!
- დამასრულებინე თეჰიონ. მთელი დღის განმავლობაში შენ არსად ჩანხარ, თითქოს არც არსებობ. მე კი აქ გელოდები, მხოლოდ შენ გელოდები... ვიცი რომ არასდროს მიმიღებ როგორც შენს მეორენახევარს...
- ჯიზელ!
- ვიცი, რომ არ შეგეფერები, ამას იდიოტიც კი მიხვდება თეჰიონ... მინდა რომ დღისით ჩემმა ყელსახვევმა შეგახსენოს, რომ მე ვვარსებობ, შენთვის...
- შენ ამ დროის მანძილზე ფიქრობდი რომ... ფიქრობდი რომ მხოლოდ დრო გამყავდა შენთან?! ჟიზელ!! შენ ჩემს ცხოვრებას აფერადებ! მე ვარ მხატვარი მაგრამ ის რაც შენ მოახერხე, მე ვერ გავუკეთე საკუთარ თავს! ის რომ შენ აქ ხარ, ჩემი ხარ, მე მელოდები, ეს საოცარი შეგრძნებაა!  ჭკუიდან მშლის ის ფაქტი რომ შენს თავს ისევ ცუდად აღიქვამ... ჟიზელ, არ აქვს მნიშვნელობა სად ცხოვრობ... შენ მხოლოდ ჩემი გქვია! ახლა კი მომეცი ყელსახვევი! მკაცრად შეხედა თეჰიონმა ჟიზელს და მისი საბრალო სახის დანახვაზე ოდნავი ღიმილი დასცდა.
ქალმა სიხარულით დაიძრა მისკენ და ყელსახვევი ხელზე  გაუკეთა.
- როგორ არ მომწონს ეს!
- რაზე ამბობ თეჰიონ? ყელსახვევი არ მოგწონს?
- არა! ის რომ ჩემგან ასე შორს ხარ! ის რომ ბარიერი გვაქვს ურთიერთობაში!! ღმერთმა დასწყევლოს საფრანგეთი!
- არაუშავს მხატვარო... არაუშავს.
- ჟიზელ! უეცრად დაიყვირა თეჰიონმა, შეშიებულმა ქალმა კი მზერა მიაპყრო მხატვარს. - ჟიზელ, არ გინდა ერთად ვიცხოვროთ?
- თეჰიონ, ამას მართლა მეკითხები??
- რათქმაუნდა!
- სიგიჟემდეე! სიგიჟემდე არაა! სიკვდილამდე მინდა!
- მაშინ გავაკეთოთ ეს!
- მაგრამ შენი მშობლები? თეჰიონ ეს მარტივი არ იქნება...
- არ მადარდებს
- ...
- ჟიზელ, ერთ კვირაში ჩემი დაბადების დღეა, ვიცი რომ მამაჩემი მეჯლისს მოაწყობს... მობეზრებით თქვა თეჰიონმა - მინდა რომ იწ ჩემთან ერთად შენც იყო!
- თეჰიონ! გაგიჟდი? ეს წარმოუდგენელია...
- ჩემს მეგობარს შენთან გამოვუშვებ
- თეჰიონ! არაა!
- არა?
- არა!
- თუ არ დამთანხმდები... აღარ გნახავ... თეჰიონს გაუჭირდა ამის თქმა, მაგრამ  ამ მომენტისთვის ზედ გამოჭრილი სიტყვები იყო. პასუხს არ დალოდებია ისე დატოვა კაბარე. ახლა კი ზუსდატ იცის რომ ჟიზელი, მისი დაბადების დღისთვის გამართულ  მეჯლისზე აუცილებლად მივა.

თეჰიონმა შეაბიჯა თავისი სასახლის მამულში და უმალ გადაეყარა მის მეგობარს რომელიც მისკენ ელვის სისწრაფით მიემართებოდა
- თეჰიონ, შენი მამისა და დედინაცლის ლაპარაკს მოვკარი ყური, გეფიცები ისინი რაღაცას გეგმავენ, თანაც შენს დაბადრბის დღეს უკავშირდება ეს! ბიჭი სიტყვებს ერთმანეთს აყრიდა.
- ამოისუნთქეე, კარგი რა! ალბად მეჯლისზე ლაპარაკობდნენ. არხეინად უპასუხა თეჰიონმა.
- თეჰიონ, გთხოვ მზად იყავი.
- ბლეიზ, მზად ვარ ყველაფრისთვის... თეჰიონი უკვე წასვლას აპირებდა, მაგრამ უეცრად ჟიზელი გაახსენდა...
- ბლეიზ, შენთან ერთი თხოვნა მაქვს, ერთ კვირაში, ჩემი საყვარელი ქალი უნდა მომიყვანო კაბარიდან!
- რათქმაუნდა თეჰიონ! თეჰიონმა მხარზე დაარტყა მეგობარს ხელი და სასახლისკენ მიმავალ ბილიკებს მოწყენილი გაუყვა.

ბოლო  იმედი Where stories live. Discover now