ეს ერთგვარი პროლოგია, რომელშიც შეიტყობთ რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს, პერსონაჟების წარსულის შესახებ.ისტორია მოიცავს ძალადობას, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებას, სუიციდის მცდელობას, სუიციდს , ინცესტს, პედოფილიას.
ერთი სიტყვით ჩვეულებრივი საღამოა. მარტოობა შიგნიდან მღრღნის. ვიცი, რომ არ უნდა დავნებდე, ძლიერი უნდა ვიყო, მაგრამ ამდენი აღარ შემიძლია, რამდენჯერ გადავყლაპე მისგან წყენა? ან რამდენი ტკივილი გადავიტანე? გულახდილად, რომ გითხრათ აღარ მახსოვს სათვალევი ამერია. თითქმის ყოველდღე ერთი და იგივე.
ის მოდის სახლში, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ და ყველანაირად მამცირებს. წარმოგიდგენიათ რა მაღალი დონის შენიღბვის ოსტატია? საჯარო მოხელე და ნარკომანი...
იცით, მიზანმიმართულად ისეთ ადგილებში მირტყავს, რომლებსაც ტანსაცმელი დამიფარავს....
სასაცილო ისაა, რომ შემდეგ ბოდიშებით მავსებს! ნამდვილი ტრაგიკომედია. რამდენჯერ მიცდია თავის მოკვლა, მაგრამ ჩემს შვილებს ვჭირდები, ჩემი ორი პატარა ოქრო, მათ რა ეშველებათ? ამ მოძალადესთან რა ნამუსით დავტოვო, ჩემი ბიჭები? მაგრამ სადღაა მოძალადე? დღეს საშინელება ჩავიდინე, მკვლელი გავხდი. ამ ყველაფერს დღიურში რატომ ვწერ არც ვიცი, მაგრამ ალბათ იმ იმედით, რომ ჩემი პატარები გაიზრდებიან და ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ მაპატიებენ, არა, უფრო სწორი იქნება, თუ უბრალოდ შემინდობენ ამ ცოდვას. უფროსი, ჯინი ჩემმა ძმამ სკოლაში წაიყვანა, უბრალოდ საყიდლებზე გავედი და უმცროსი, იონჯუნი კი მამამისთან დავტოვე. ნეტავ ეს არ მექნა და ვერ მენახა, სახლში დაბრუნებულს საშინელი სურათი დამხვდა: ის ჩვენი ხუთი წლის შვილს ტანსაცმელს ხდიდა და ხელებს უფათურებდა, არასოდეს დამავიწყდებოდა იონჯუნის შუშის თვალები, ბავშვი გახევებული იყო არ ინძრეოდა და ნეტავ ვინ იცის მერამდენედ? მერამდენედ იტანდა ამ ყველაფერს უჩუმრად. ამ მომენტში ჩემი გონება ბურუსმა მოიცვა ავტომატურად ვაკეთებდი ყველაფერს და შემდეგ ფაქტის წინაშე აღმოვჩნდი: ჩემს წინ იდო ჩემივე ქმრის გვამი. ბავშვი კი ამ ყველაფერს უყურებდა! გესმით? უყურებდა! მივხვდი, რომ უნდა მემოქმედა და ასეც მოვიქეცი პატარა ბებიასთან წავიყვანე გზად კი უფროსიც გამოვიყოლე, ჯინი უცნაურად ცქმუტავდა მაგრამ ყურადღება არ მივაქციე, ვიცოდი, რომ გული უგრძნობდა რაღაცას, როცა დედაჩემის სახლიდან მოვდიოდი, უკვე კარებში დამეწია და მთელი ძალით ჩამეხუტა, ისე, თითქოს იცოდა - ეს ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა იყო. ამის შემდეგ ნამდვილი დამნაშავესავით ვმოქმედებდი, სახლში მისულს სისხლიანი გუბე კიდევ უფრო გაფართოვებული დამხვდა, დალაგებას სევუდექი, საზიზღარი გვამი სავარძელში ჩავასვენე, ოჰ, როგორი მძიმე იყო მისი სისხლისგან დაცლილი სხეული! ბუნებრივი აირი მოვუშვი, როცა ოდნავ მოვითენთე სწრაფად გამოვედი სახლიდან და მოშორებით დავდექი, შორიდან იფიქრებდით, რომ უბრალოდ სიგარეტს ვეწეოდი, მაგრამ მე გულდასმით ვაკვირდებოდი, ვაკვირდებოდი და ვუცდიდი შესაფერის მომენტს, რომ ნახევრად ჩაფერფლილი სიგარეტი სახლის მიმართულებით მესროლა.
YOU ARE READING
MEPHEDRON-მეფედრონი (იონბინი)
Fanfiction... უკვე რამდენი ხანია არ მინახავს მომენატრა? არ ვიცი შეიძლება უბრალოდ შევეჩვიე და ახლა უიმისობას ვგრძნობ, და რამოხდება თუ ვეღარ ვნახავ? ალბათ არაფერი ვიცოცხლებ ისევ,მაგრამ რაღაც ძალიან, ძალიან დიდი იარით გულის სიღრმეში.... 🔞ინცესტი 🔞სუიციდი 🔞ნა...