11

1.2K 120 137
                                    

- მთელი დღეა უხასიათოდ ხარ რა გჭირს? - ღიმილით შეხედა ჯინმა ჯონგუკს და ხელში ჯოისტიკი აათამაშა.

- არაფერი უბრალოდ.

- კარგი რა კარგად გიცნობ და ვიცი რომ ასე უბრალოდ არ იქნები ცუდ ხასიათზე. თეჰიონს ეხება??

- რა? არა რა სისულელეა. ფშუუუუ მის გამო ცუდად რატომ უნდა ვიყო?

- ჯონ თეჰიონი გიყვარს?

- ჰიონ არ გრცხვენია ამას რომ მეკითხები? - გაეცინა ჯონს - რათქმაუნდა არა.

- კარგი როგორც გინდა - გაეღიმა ჯინს - ერთი ხელი გინდა? დარწმუნებული ვარ წააგებ.

- დავიწყოთ ბებერო - გაეცინა ჯონს და მეორე ჯოისტიკი ხელში მოიქცია.

უკვე შუადღე იყო ბიჭებმა ერთი ხელის ნაცვლად ოცზე მეტი ითამაშეს და როგორც ყოველთვის ჯონმა გაიმარჯვა.

ჯონგუკი კმაყოფილი გადაწვა იატაკზე და ჭერს ღიმილით შეხედა.

- ისევ წააგე.

- კარგი რა გინდა.

- მოუსვი ჩემი სახლიდან ჰიონ - გაეცინა ბიჭს - დავიღალე და უნდა დავისვენო.

ჯინმა ყუყუნის გარეშე დატოვა სახლი რადგან იცოდა ჯონი ან ვიღაცას ამოიყვანდა სახლში და გაერთობოდა ან უბრალოდ დაიძინებს სწორედ ასე მოიქცა ბიჭი. უბრალოდ დაიძინა.

საღამოს ათისკენ გამოეღვიძა, ფეხზე წამოდგა და წყალი დალია მხოლოდ ერთ ადგილს უყურებდა შემდეგ კი ტელეფონს შეხედა.

- დავურეკო? ჰმ...- თვალები აატრიალა ჯონმა - ნომერი არ მაქვს თანაც მასთან რა საქმე მაქ?? - ტელეფონი იქვე მიაგდო და ბამს წყალი დაუსხა, შემდეგ კი კვლავ ტელეფონი აიღო და კომპანიაში დარეკა.

*გისმენთ ბატონო ჯონ?

*მაპატიე ასეთ დროს რომ გაწუხებ. ჩვენი მოდელის კიმ თეჰიონის ნომერი მჭირდება სასწრაფოდ მომწერე.

*კარგით.

ბიჭმა გათიშა და მესიჯის მოლოდინში ტუჩების კვნეტა დაიწყო მალევე დაიწკაპუნა და წამში ეცა ტელეფონს.

Lošer Lóve  | TAEKOOK  (დასრულებული)Where stories live. Discover now