{I}

40 4 4
                                    

ლილი გამხდარი,ფერმკრთალი 17 წლის გოგონაა. ლილი დაღლილია ყოველდღიურობით დაღალა დედამისისა და მამამისის გაუთავებელმა ჩხუბმა,ყოველდღიურმა აუტანელმა ყოფამ,"ვითომ მეგობრებმა",სკოლამ,მასწავლებლებმა. საბრალო ლილი ეს ხომ მისი არჩევანი არაა. გოგონამ არ იცის რა გააკეთოს ხანდხან სუიციდზეც კი ფიქრობს... მხოლოდ მისი ერთგული ლეკვი ჯესი ამშვიდებს ხოლმე. მივა მოწყენილ ლილისთან ეფერება,ამხიარულებს. ლილისაც მიეცემა ხოლმე ცხოვრების ხალისი ჯესისაგან. ხშირად ელაპარაკება ჯესის მხოლოდ ის უგებს ლილის დიახ, ვერ საუბრობს მაგრამ ლილისი ესმის და ისეთი ნაღვლიანი თვალებით უყურებს ლილიც მშვიდდება. სავსე გული ეცლება ჯესისთან საუბრით. მისი ყოველი ღამეც ერთნაირია არანაირი სიზმარი,არანაირი სამყარო სადაც ის შეძლებს იყოს ბედნიერი. ხანდახან გაეღვიძება ღამე შეშინებულს და ფიქრობს თავის ცხოვრებაზე,ტირის,ფიქრობს იმ ყველაფერზე რაც აღიზიანებს. სკოლაშიც დიდად არაფრით გამოირჩევა უბრალო,მორცხვი,თითქოს ამოუცნობი გოგონაა რომელთან მეგობრობაც ბევრს არ უნდა. მეგობრები არ ყავს ლილის. დიახ მისი კლასელები მის მეგობრებად ასაღებენ თავს რადგან ლილი პრობლემატურ ბავშვად ითვლება მაგრამ, რალურად ისინი ლილის ვერ იტანენ. მეტიც მის ზურგს უკან ყოველთვის ლაპარაკობენ მასზე. მის მშობლებსაც დიდად არ აინტერესებთ ლილი. ბავშვობიდან მარტო იზრდებოდა საბრალო გოგონა,არავინ ყავდა. დიახ, შეგვიძლია ვთქვათ რომ ლილის მშობლები ყავს მაგრამ ძალიან იშვიათად საუბრობს მათთან. რადგან, ისინი უმეტესად გასულები არიან სახლიდან და როდესაც სახლში არიან გაუთავებლად ჩხუბობენ არ აინტერესებთ ლილი და მისი ცხოვრება,ემოციები.

ლილის ერთადერთი მეგობარი მისი ბებია იყო რომელიც ორი წლის წინ გარდაიცვალა. ლილისათვის ეს უდიდესი ტკივილი იყო. მარტო დარჩა გოგონა მთელი სამყაროს წინაშე. ალბათ გეცოდებათ ლილი დიახ... მეც მეცოდება ლილი...

მოგზაურობა სიზმარში...Where stories live. Discover now