8.

577 62 39
                                    

ბატონი დონგ ჰუნი, თეჰიონის მამა ექიმი გახლდათ. ჯერ კიდევ სამედიცინოს სტუდენტი იყო, თეჰიონის ღვიძლ დედასთან რომ შექმნა ოჯახი. ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო მათი ქორწინება. გრძნობებს აყოლილმა ახალგაზრდებმა ვერ განსაზღვრეს რამდენად დიდ პასუხისმგებლობასთან იყო დაკავშირებული ოჯახის შექმნა. იმას შეეჭიდნენ, რასთან გამკლავებისთვისაც ძალა არ ეყოფოდათ. ერთმანეთი მალევე მოიბეზრეს, აღარ იყო მათი ერთად გატარებული დრო წინანდებურად სასიამოვნო. წყვილს შორის ის გრძნობა, რომლის ნიადაგზეც დაოჯახება გადაწყვიტეს, თანადათან სრულიად გაუფერულდა, დაილია და საბოლოოდ გაქრა კიდეც. ერთმანეთის პატივისცემაც დაკარგეს, სხვა ყველაფერზე თვალი რომ დაეხუჭათ, ოჯახში ყველაზე მთავარი, ურთიერთგაგება, თანადგომა უნდა ჰქონოდათ, მაგრამ აღარ ჰქონდათ. ცალკე თემა იყო ფინანსებზე ფიქრი, ოჯახს რჩენა სჭირდებოდა. შემდეგ თეჰიონი დაიბადა ახალ შექმნილ ოჯახში. ისედაც არეული ურთიერთობა კიდევ უფრო აირია. თეჰიონის დედა გართობას არ იკლებდა, ახალგაზრდა გოგონას არ ან ვერ ჰქონდა გაცნობიერებული ფაქტი, რომ დაოჯახებული იყო და ახლა სხვა პასუხისმგებლობები ჰქონდა. ვერც შვილის გაჩენამ შეცვალა რამე. გოგონამ ცხრა თვე მუცლით ატარა შვილი, გააჩინა და ნაცვლად თეჰიონის შეყვარებისა, ჩვილს ვერ აღიქვამდა, როგორც საკუთარ სისხლსა და ხორცს. შეიძლება უყვარდა კიდეც, მაგრამ მისი უპასუხისმგებლობა შვილისადმი, მისი საქციელი საპირისპიროს ამტკიცებდა. თუმცა სრულიად უცხო ქალმა აგრძნობინა პატარა კიმს ის დედობრივი სითბო, რაც გამჩენმა დედამ ვერ შეძლო. ხშირად არ ფიქრობდა თეჰიონი ბიოლოგიურ დედაზე, მაგრამ ის იშვიათი შემთხვევა მუდამ იმ აზრით სრულდებოდა, თუ მოხდებოდა სასწაული და ქალს შეხვდებოდა, გამზრდელ დედაზე მეტად არ შეიყვარებდა, ალბათ, არც აპატიებდა ჩადენილ შეცდომას.

ნებისმიერ რამეში დადებითი უნდა ვეძიოთ, ერთი კარი თუ გამოიკეტა, მეორე გაიხსნება. შესაბამისად თეჰიონის დედის გაპარვამ რაღაც დადებითი გავლენა მაინც იქონია მარტოხელა მამაზე. ბატონმა კიმმა მხოლოდ მას შემდეგ გაიაზრა, რა საგანძური ჰყავდა მკლვებში მომწყვდეული პატარა ვაჟის სახით, რაც მარტო დარჩა ამხელა პასუხისმგებლობით. მარტო იყო და თან კაცი. გაუჭირდებოდა ბავშვის გაზრდა, მისთვის საფენის გამოცვლაც კი არ შეეძლო სულ თავიდან. შემდეგ იმდენად გაითავისა ეს ყველაფერი, თეჰიონი ერთადერთი საფიქრალი გახდა მისთვის. პატარა ძალიან ჭირვეული იყო, ბევრს ტიროდა, ღამეებს ათენებინებდა მზრუნველ მამას, ალბათ, დედის სითბო აკლდა. უკვე უნივერსიტეტში სწავლა დასრულებული ჰქონდა დონგ ჰუნს, მუშაობა რომ დაიწყო საავადმყოფოში. პატარას ძიძა ზრდიდა მანამ, სანამ მათ ცხოვრებაში არეუმი არ გამოჩნდა, კიმის მეორე ცოლი, თეჰიონის გამზრდელი დედა. დედის სითბო პირველად იგრძნო პატარა კიმმა და მას შემდეგ არ დაუკარგავს ის. არეუმის დამოკიდებულება პატარას მიმართ არც მაშინ შეცვლილა, როდესაც ნამჯუნი დაიბადა და არც ბატონი კიმის თვითმკვლელობას გაუფუჭებია რაიმე. კაცის სუიციდის მიზეზი დღემდე გაუგებარია ოჯახისთვის. ექიმმა, რომელიც წლები სხვა ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად "ბრძოლის ველზე" სკალპელით იბრძოდა, ერთ დღეს საკუთარ თავს წაართვა სუნთქვის საშუალება.

Honey Bunny - K.TH. ☆ J.JK.Where stories live. Discover now