~ 3 ~

972 101 72
                                    

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სიცოცხლე და კარიერა სასწორზე იდო და თავი უდიდეს შარში მქონდა გაყოფილი, აბა თუ მიხვდებით ახლა სად მივდივარ?
კლუბში.

დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ, გართობა ნამდვილად არ მაწყენდა, თუმცა წარმოდგენა არ მაქვს, რას მიმზადებს ჩემი მეგობარი, რომელსაც ზუსტად ახლა უნდა შევხვდე კლუბში.

დიდი ნაცრისფერი ღრუბლები ცას აბნელებდნენ, ხოლო ჭექა-ქუხილი ამ ნაცრისფერ ღრუბლებს შუაზე სერავდა.

საბედნიეროდ თავსხმა წვიმას კლუბის შენობაში შესვლა შევასწარი და შესაბამისად თავიდან ფეხებამდე გაწუწვას გადავურჩი.

კარგა ხანს ბნელი ცის ცქერისგან გადაჩვეულმა ჩემმა თვალებმა კლუბის ათასფერად მოციმციმე განათებებზე ძლივს გაარჩიეს გამოსახულებები.

მკვეთრი სინათლისგან თვალები ერთმანეთს მაგრად დავაჭირე და ვეცადე მხედველობსთვის კლუბური გარემოს გამოსახულებები მიმეჩვევინებინა.

ირგვლივ თვალებმოჭუტული მიმოვიხედე და ხმამაღალი მუსიკის ფონზე მოცეკვავე ახალგაზრდების სხეულების უკან ბართან ჩემი მეგობრი მინა დავლანდე, რომელიც სიმპათიური ბარმენის შებმას ცდილობდა.

გამეცინა და იმწუთას მისკენ წავედი, ბართან გვერდით მივუჯექი და რამოდენიმე წამი შევიცადე, რადგან მაინტერესებდა ყურადღებას თუ მომაცქეცევდა. როგორც ვფიქრობდი, თავი საერთოდ არ შეუწუხებია გვერდით გამოხედვისგან და ვერ შემამჩნია მანამ, სანამ მხარზე ხელი არ შევახე.

ჩემსკენ წარბებშეკრული გამოიხედა, რადგან აშკარად ეგონა, რომ მორიგი უცხო მამაკაცი აწუხებდა და საომრად მოემზადა, თუმცა როგორც კი კლუბის სინათლის ფონზე ჩემი სახე გაარჩია, ყვრიმალები და ტუჩები მაშინვე ფართოდ გაეხსნა და გაიღიმა.

- ოჰჰ ღმერთო ჩემო კრისტენ, როგორც იქნა მოხვედი - ხმამაღლა იყვირა, ლოყაზე მაკოცა და ბარმენს მიუბრუნდა, რომელსაც ჩემთვის კოქტეილის გაკეთება სთხოვა.

თანოსი || J.H.O Where stories live. Discover now