SANGRE POR SANGRE

854 96 120
                                    

Sangre por sangre - სისხლი სისხლის ნაცვლად. (იგივე თვალი თვალის წილ)

მიუხედავად იმისა რომ ღამის სამი საათია და ყინავს, ჯონგუკი ვილის ეზოში დაარბენინებს თავის ძაღლებს და დასასვენებლად წასვლას არ ჩქარობს. ყველაზე მოხერხებულ ძაღლს აქებს, რომელიც სიხარულისგან ლამის მიწაზე აქცევს პატრონს, და გასასვლელისკენ წასულ დაცვის წევრებს ამჩნევს. რამდენიმე წუთის შემდეგ კი ესმის, როგორ იხსნება რკინის კარიბჭე და ეზოში ჰოსოკის ჯიპი შემოდის.

- რა ადრიანად მოხვედი? - უზარმაზარ როტვეილერს ეფერება ყურთან ჯონგუკი.

- ვერ გადავწყვიტე მეთქვა თუ არა, ვერ დავიძინე, - ნერვიულად ტკეპნის ადგილს ჰოსოკი, ცივ ნიავზე იბუზება და ქურთუკის საყელოს იწევს. - იცი კუში რომაა ჩვენთან?

- ვიცი, - ფეხზე დგება ჯონგუკი და სახლისკენ მიდის. - როგორც ვიცი არ გვაწუხებს, ასე რომ გაერთოს.

- ვალის ამოსაღებად ჩამოვიდა, - აწევს სიტყვას საიკო.

- ჩვენ მისი ვალი არ გვაქვს, - ტრიალდება მისკენ ჯონგუკი. - ამ შუაღამეს კუშის გამო მოხვედი?

- თავის მევალის ომეგა გაიტაცა. კარგად იცი ვინცაა მისი მევალე, - ერთი ამოსუნთქვით ამბობს ჰოსოკი.

- კუშმა იუნგი გაიტაცა? - იქუფრება ჯონგუკი და ჰოსოკი მის მზერაში ლითონის გაელვებას ხედავს.

- კი, - თავს აქნევს ჰოსოკი. - და როგორც ჩანს, ომეგის გამოსასყიდს არ გადაიხდიან.

- რამდენი გვაქვს დრო? - ნერვიულად ტრიალდება ჯონგუკი, ეზოში თავის ხალხს უყურებს, მისი მხეცი კი ჯაჭვებს იწყვეტს, ითხოვს იარაღს დაავლოს ხელი და ომეგის გამოსახსნელად წავიდეს.

- განთიადამდე.

- კუში და ჩვენები მოიპატიჟე, ვუბრძანებ სუფრა გაშალონ.

- აქ? ახლა? - გაოცებული უყურებს მეგობარს ჰოსოკი.

- გაინძერი, და ფულიც ამოიღეთ.

GANGSTASWhere stories live. Discover now