ჯიჰიონის ხმა მაღვიძებს.გაბრუებული ვახელ ცალ თვალს,თავი მისკდება.მზე კარგა ხნის ამოსულია. ხმა ჯერ თითქოს შორიდან ისმოდა ახლა კი გამძაფრდა,გვერდით გავიხედე...კოპეპ შეკრული მიყურებს.
-მისმინე ჯიმინ,დალევას არ გიშლი,მაგრამ იმ ზომამდე ნუ მიხვალ,რომ მოჩვენებები დაგეწყოს.
-რას გულისხმობ?,არც კი მახსოვს გუშინ რა მოხდა.
-იმიტომ,რომ ზომაზე მეტი მოგივიდა.თუ ძალიან ცუდად ხარ შეგიძლია იმდენხანს იწვე,რამდენიც დაგჭირდება,მე სამსახურში გავდივარ.
-ლოგინში კოტრიალის დრო არ არის,შენს ყოფილთან შეხვედრა მაქვს,დაგავიწყდა?
-შენ რა ამ მდგომარებაში აპირებ წასვლას?
-პირველად არ ვარ ასე,მეტადოქსილით ქურთუკის ჯიბეები სავსე მაქვს,ასერომ საკუთარ თავს მივხედავ
-კარგი,ჯობია ეგ წიგნი მაქციებზე დროზე დაამთავრო,ან სანამ არ დაამთავრებ დათრობა შეწყვიტო.
კარები გაიხურა. რაო?,საიდან მოიტანა,ნუთუ გუშინ ზებუნებრივ სისულელეებზე ვლაპარაკობდი,მართლა უნდა შევეშვა დალევას.
იქვე დადებულ წიგნს გავხედე.ყდაზე არსებულმა ნახატმა მიიქცია ყურადღება,თვალი გამიშტერდა...თითქოს სადღაც მინახავს კიდევ. უეცრად წინა ღამის მთლიანი მოგონებები,როგორც წყვეტილი კადრები...ისე გაირბინეს გონებაში.
მომეჩვენებოდა მაგრამ,საკმაოდ რეალურად ჩანდა...ამაზე უარესად ბევრჯერ დამილევია,მაგრამ მსგავსი არაფერი ყოფილა. თერაპიაზე დაგვიანება ნამდვილად არ ღირს,იქნებ ამდენ უაზრობაზე აღარ ვიფიქრო.
მღვრიე ვერცხლისფერი შარვალი და მომწვანო-მოლურჯო (ჰავაის ოკიანეს მსგავსი ფერი) ზედა ჩავიცვი და გზას გავუყევი.კიდევ კარგი ეს ტაბლეტები გამოიგონეს,მისი შემქმნელი პირდაპირი რეისით სამოთხეში მოხვდება,ამაზე ორი აზრი არაა.
YOU ARE READING
მზის ჩასვლამდე ერთი წამია☁︎🌅☁︎(პირველი ნაწილი)
Fantasy✦ისტორია მოგვითხრობს ფსიქიკურად არამდგრად,ალკოჰოლიკ, ჯიმინზე და მის ბანდაზე. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მისი ისედაც არეული ცხოვრება, ფსიქოთერაპევტთან ვიზიტის შემდეგ კიდევ უფრო აირევა✦ (ნაწილი 1)📌 ვერც კი წარმოიდგენთ როგორ შეიძლება ტრაგიკულმა...