1/1

19 3 0
                                    

  დიახ.. მე ვარ ღმერთის ხატება,ადამისა და ევას შთამომავალი,არსება რომელიც სამოთხიდან გამოაგდეს.. და დიახ,არსება რომელსაც უსასრულოდ ტრფობის შესაძლებლობა აქვს.. დიახ,ეს მე ვარ ადამიანი..

  ძალიან ლამაზი იყო.. 
  თვალები წაბლივით ყავისფერი ჰქონდა,თითქოს ქალღმერთმა შთაბერა მის თვალის ისედაც უნაკლო ჭრილს,დამამშვენებელი ყავისფერი..
  ცხვირი სწორი,ბოლოში ოდნავ აპრეხილი..პატარა ბავშვივით,ციცქნა ცხვირის პატრონი გახლდათ..
  ტუჩებიი? პატარა,ბუნებრივად მუქი ვარდისფერი. ძალიან პატარა ტუჩები ჰქონდა,თუმცა სქელი.. გეგონებოდა,მსოფლიოში ყველაზე კარგმა ხელოვანმა თავისი ხელით მიახატაო..
  თმები მოკლე. დიახ,ისეთი ლამაზი იყო ქარში მისი ფრიალი,მაგრამ გოგონა ზოგჯერ ამის გამო წუხდა,თითქოს ქარი მის თმებს წეწავდა,თუმცა ჩემი აზრით არა,სრულებითაც არა. ქარი მის თმებთან ერთად თამაშობდა,ნაზი სიო კი ელოლიავებოდა,ეფერებოდა.. ვეჭვიანობდი კიდეც მასზე..
  ყურზე მუდამ ოქროსფერი გრძელი საყურე ეკეთა,თითქოს ამოჩემებულიც კი ჰქონდა.. მისი ყურება სიგიჟის ელემენტებსაც კი აღძრავდა ადამიანის გულში..
მიყვარდა მისი გრძელი ნატიფი თითები..
მისი სხეულის ფორმები.. ის ისეთი უნაკლო იყო,რომ გეგონებოდა საუკეთესო ხელოვანმა თავისი ხელით გამოძერწაო.. ყოველ დღე მასთან ყოფნა იყო რაღაც საოცრება,ყოველ დღე ახალი გრძნობა..
მაგრამ როცა ვეხებოდი ვერანაირ სითბოს ვერ ვგრძნობდი.. თითქოს ქვასავით ცივი იყო,თითქოს ამ სამყაროს არ ეკუთვნოდა..
ერთად ბევრი სიგიჟე ჩაგვიდენია.. ბევრიც სისულელე.. ძალიან ბევრს ვსაუბრობდით,თუმცა უმეტესად მე.. მას ბევრი საუბარი არ ხიბლავდა,თითქოს ადამიანის საუბრის მოსმენა უფრო ამშვიდებდა.. ამით ხვდებოდა ადამიანის გულის ნადებს..
5 წელი.. დიახ,ეს ის დრო იყო როცა ერთმანეთით ვტკბებოდით.. განა რაიმე აღვირახსნილობა,არა.. მას ძალიან უყვარდა და ახლაც ძალიან უყვარს სიცოცხლე,სუნთქვა ეს მისი ბედნიერებაა..
მე კი მთელი ჩემი არსებით მიყვარს ის,ზღვასავით მშვიდი და კამკამა სულის მქონე,ედემის ბაღივით საუცხოო და ღმერთივით ამოუხსნელი.. დიახ.. განა ეს სიტყვები აღწერს მის არსებას?! არა.. თუმცა ჩემი გონება და განსწავლულობა ამაზე მეტის თქვის საშუალებას არ მაძლევს.. განა არ შემიძლია რომ ვთქვა?! როგორ არა,შემიძლია..თუმცა ვერ და არა არ, დიახ, ვერ ვამბობ მეტს მის შესახებ..

FairytaleOn viuen les histories. Descobreix ara