Drink ²¹

63 10 134
                                    

გადანაწილების შემდეგ სადილობას გეგმავენ. ოქტავია აპირეს რომ საჭმელის გაკეთებაში დაეხმაროს გოგოებს, მაგრამ ანუკი და სესილი ერთდროულად ეუბნებიან ადგილზე იჯექიო, მერე ბიჭებიც ჩვენ დავეხმარებითო, ხოდა ვიაც ნებდება

თეჰიონი ხელს არ უშვებს, ძლიერ ჰყავს ჩახუტებული და თავზე ეფერება. იმ წამს ძალიან უნდა თავადაც აზრებს კითხულობდეს, რომ ესმოდეს რას ფიქრობს გოგო. რა ნახა ისეთი, რომ ასეთი შეშინებულია. თუმცა შინაარსი უკვე გასაგები იყო. თუ ვიას გვერდით იქნებოდა რაღაც დაუშავდებოდა, მაგრამ რა? დაიჭრება? ვინმე ვიაზე თავდასხმას ეცდება და გადაეფარება? ნუ რა თქმა უნდა ასეც იზამდა მაგრამ... იქნებ ვინმე შემოაკვდება?

- ბოდიში რომ გეჩრებით, - დაბრიას ხმას, რომელიც წყვილს თავზე ადგება, თეჰიონი ფიქრებიდან გამოჰყავს, - ვია შეგიძლია თმა გამიყო და ორი ნაწნავი გამიკეთო? - დაბუშტული ლოყებით კითხულობს გოგო, - ჩანთაში თმის სამაგრი ვიპოვე.

- შემიძლია, რატომაც არა, - ვია თბილად იღიმის და თეჰიონს შორდება. დაბრია ფართო ღიმილით იკავებს ადგილს დივანზე, ოქტავია კი მის უკან დგება და აუჩქარებლად უკეთებს ორ კიკინას.

- თხას დაემსგავსე, - ეჯღანება თეჰიონი. დაბრია კი მწარედ ჩმეტს.

- თხაც ხარ და ვირიც, - ცხვირს იბზუებს და ფეხზე დგება გოგო, - გმადლობ ვია, - მეგობარს უღიმის და პატარა ბავშვივით მიტანტალებს სასადილო ოთახისკენ. წყვილი თვალს ღიმილით აყოლებს, მაგრამ როგორც კი ოქტავიას მზერა თეჰიონზე გადადის ისევ ნაღვლიანდება.

- წამოდი ჩვენც წავიდეთ, - ბოლოს რამდენიმე წამიან მდუმარებას თავად არღვევს გოგო და სანამ გვერდით ჩაუვლიდეს თმაზე ეთამაშება ბიჭს. აღარ უნდა იმ დაწყევლილ ხილვაზე ფიქრი, მორჩა!

ფეხზე წამომდგარ თეჰიონს სასადილო ოთახში უშვებს თავად კი სამზარეულოში შედის, სადაც მთელი აურზაური ხვდება. ოქტავია ოხრავს როცა გაზქურის გვერდით უამრავ სამზარეულოს ნივთს ერთმანეთზე მიმოფანტულს, რამდენიმე თეფშს უკვე დასვრილს და ფქვილში ამოსვრილ ანუკის ხედავას.

Eunomia✓Where stories live. Discover now