.3.

36 5 1
                                    

-იუნგი... -უცებ გაისმა როუზის ხმა. იუნგი წამოდგა და კარი გააღო.

-რა გინდა?

-სახლში მინდა, დავიღალე და წავიდეთ.

-კარგი, გარეთ დამელოდე და ორ წუთში გამოვალ. 

-კარგი. -როუზი წავიდა გასასვლელისკენ, იუნგიმ კი კარი დახურა და ჯენის გვერდით დაჯდა.

-ჯენ, უნდა წავიდე. ხვალ დილას მოგწერ. -უთხრა იუნგიმ და აკოცა.

-კარგი. -უთხრა ჯენიმ და მჭიდროდ მოჰხვია ხელები.

-სანამ წავალ, რაღაც მინდა გავაკეთო. მაგრამ, შენი ნებართვა მჭირდება. -უთხრა იუნგიმ ჯენის.

-უფლებას გაძლევ, ეგ რაღაც რომ გააკეთო.

-კარგი. -იუნგიმ ჯენის კისერზე დაუწყო კოცნა და რამოდენიმე წამში ჯენის კისერზე ლურჯი ლაქა იყო.

-ახლა უნდა წავიდე, მაგრამ ხვალ მოგწერ და შეხვედრა დავგეგმოთ. -უთხრა იუნგიმ, ტუჩებში აკოცა და ადგა.

-კარგი.

იუნგი გარეთ გავიდა და მანქანაში, როუზის გვერდით დაჯდა.

-ხომ გითხარი უყვარხართქო.

-ხო, მითხარი.

-სიყვარული აუხსენი?

-პირველი მან ამიხსნა.

-ვაიმეე, რა საყვარლობაა.

-ძალიან. -იუნგის ეღიმებოდა.

-იუნგი, რაზე ლაპარაკობდით შენ და ჯენი?

-ბავშვობაზე. -ამის შემდეგ არაფერი უთქვამთ და როუზმა მანქანა დაძრა. მალევე მივიდნენ სახლში. სახლში შევიდნენ და ორივე თავ თავიანთ ოთახებში ავიდნენ მაშინვე. შხაპი მიიღეს და დაწვნენ დასაძინებლად. შუა ღამისას ძლიერი წვიმა დაიწყო და მოულოდნელად ცამ დაიჭექა. როუზს ჭექა-ქუხილის ძალიან ეშინია. ადგა და გავიდა იუნგის ოთახში. იუნგის გვერდით დაწვა და ხელები მოჰხვია მას. იუნგიმაც მოჰხვია ხელები როუზს და ჩაეხუტა. 

-ძალიან გეშინია? -ჰკითხა იუნგიმ.

-კი, ძალიან მეშინია.

Don't Know, How?Where stories live. Discover now