თავი 8:სახლში

37 7 0
                                    

×××××××

ჯიმინი საავადმყოფოდან გამოწერეს.

მხოლოდ რაღაც აბები დაუნიშნეს,რომლებიც დღეში ორჯერ უნდა დაელია.

თეჰიონს დაავალეს,რომ ჯიმინისთვის ყურადღება არ მოეკლო.თეჰიონს უნდა გაეკონტროლებინა ჯიმინის კვება და მდგომარეობა.

-"იცი,მოდი ჩემს სახლში წავიდეთ"-შესთავაზა თეჰიონმა ჯიმინს.

ჯიმინი დაფიქრდა.

ბევრი ყოყმანის შემდეგ ჯიმინი დათანხმდა.

×××××××××

ჯიმინი ტაქსიდან გადმოვიდა.

-"მერამდენე სართულზე ცხოვრობ,თეჰიონ?"-ღიმილით შეეკითხა ჯიმინი.

-"მეხუთეზე.ჯიმინ, ფრთხილად ადი!"-გააფრთხილა ჯიმინი.

ლიფტი გამოიძახეს.

ნელ-ნელა,ლიფტით ადიოდნენ მეხუთე სართულზე.

ლიფტი გაჩერდა.თეჰიონი და ჯიმინი ლიფტიდან გამოვიდნენ.

თეჰიონმა სახლის გასაღები ჯიბიდან ამოიღო.სახლის კარები გაიღო.

მყუდრო სახლი ჩანდა.კედლებზე თეჰიონის და მისი ოჯახის წევრები იყვნენ გამოსახული.სულ ოთხი ოთახი იყო:მისაღები,სამზარეულო, სააბაზანო და საძინებელი.

მისაღებ ოთახში ტელევიზორი და დივანი იყო.დივანთან ახლოს ორი სავარძელი იდგა.მისაღებ ოთახში ასევე იყო კომპიუტერის კუთხე.კომპიუტერის მაგიდაზე ჭიქით წვენი და ბევრი დისკები იდო.

სამზარეულოში დიდი მაგიდა და ექვსი სკამი იდგა.დიდი მაცივრის გვერდით გაზქურა იდგა.კარადები ჭურჭლით იყო სავსე.

სააბაზანო ლურჯი ოთახი იყო,ლამაზი ფილებით მოპირკეთებული.

თეჰიონის ოთახი ძალიან ლამაზი იყო.აქ შეხვდებოდით ერთ საწოლს ვარსკვლავებიანი გადასაფარებელით.საწოლის გვერდით სამუშაო მაგიდა იდგა,რომელზეც ლეპტოპი და რვეულები იდო.ოთახი ცისფერი "შპალერით" იყო გადაკრული.

-"მომწონს შენი სახლი"-მიუგო ჯიმინმა,რომელიც ძალიან დაინტერესებული ჩანდა ამ სახლით.

-"მადლობა"-უპასუხა თეჰიონმა და გაიღიმა.

დაკარგული სიყვარულიWhere stories live. Discover now