🦋წერილი🦋

171 19 1
                                    

ჩემო ჯიმინ...
უკვე სექტემბერია...შემოდგომა...გაყვითლებული ფოთლები გამხმარი ბალახები უსიცოცხლი ხეები რომელიც დროსთან ერთად ფოთლებს და თავის სილამაზეს კარგავს....მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ოქტომვერი მტკივა.....13 ოქტომბერი....შენი დაბადების დღე...იცი ყოველი წლის ამ დღეს ბედნიერი ვარ... შენ ყოველთვის გიყვარდა დაბადებისდღეები ჩემგან განსხვავებით....ოქტომბრის შემდეგ იქნება ნიემბერი... შემდეგ დეკემბერი....და ბოლოს იანვარი...17 იანვარი...

იცი ხშირად მენატრები....იმდენად მენატრები რომ სული მეხლიჩება....ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი... და  ალბათ ვერც შენ... ყველაზე მეტად იცი რა მენატრება?... შენი სიცილი...ოდნავ დაბოხებული ხმით რომ იცინოდი ხოლმე და მუცელზე ხელს იჭერდი... ისიც მენატრება ნაყინს სწრაფად რომ ჭამდი და შემდეგ თავზე ხელ მოკიდებული დარბოდი... ყველაზე მეტად კი შენი თვალები მენატრება....ღიმილის დროს რომ ქრებოდა...ის თვალები მენატრება მუდმივად ვარკვლავები რომ კაშკაშებდნენ....შეიძლება ხშირად არ ვამბობდი...არა საერთოდ არ ვამბობდი ამას მაგრამ.. როგორ ცუდადაც არუნდა ვყოფილიყავი საკმარისი იყო შენს ლამაზ ყავისფერ  თვალებში ჩამეხედა და ყველაფერი მავიწყდებოდა...მხოლოდ რჩებოდა შენი თბილი ხელები ჩემს წელზე სიმშვიდე და გალაქტიკა  რომელსაც შენს თვალებში ვხედავდი...

შენი სურნელიც მენატრება, შენი ჩახუტება ყოველდღე რომ მჩუქნიდი, პატარა  ულამაზესი თითები ჩემს თმებზე და სახეზე რომ დამოგზაურობდა,  შენთან კამათიც კი მენატრება....

როცა ჩემთან იყავი თითქოს ყველაფერი უფრო მარტვი იყო უფრო ლაღი....თავს ბუმბულად ვგრძნობდი ყველაფერს მავიწყებდი...ყველა ტკივილს მიამებდი... თითქოს არასდროს ვყოფილვარ გატეხილი...ყოველ დილას სიხარულით ვიღვიძებდი რადგან ვიცოდი შენ გააფერადებდი მას...ყოველ საღამოს ტელეფონს არ ვშორდებოდი..ველოდებოდი როდის დარეკავდი და მეტყოდი რომ მოგენატრე....მიუხედავად იმისა რომ უკვე ნანახი გყავდი....ყოველ ღამე ძილის წინ შენი ჩურჩულით ნათქვამი "მიყვარხარ " მენატრება... ყველაფერი მენატრება....ის ტკივილიც მენატრება რომელსაც მაშინ ვგრძნობდი როცა სევდიანს გხედავდი...

🖇🦋catharsis🦋🖇Where stories live. Discover now