~14~

39 9 34
                                    

- გარკვეული მანძილი შეიძლება იყოს ურთიერთობისთვის ხელსაყრელი._ თქვა მინმა უცებ.

- მაგრამ ჩვენს ურთიერთობაში მანძილი შემცირდა და იცით რასაც ვგულისხმობ.

- მე მაინც შემიძლია ვიმოქმედო, როგორც შენი ფსიქიატრი თეჰიონ.

- რთული იქნება. მე არ შემიძლია თქვენი სერვისების ანაზღაურება. გარდა ამისა, როგორც შენ თქვი, ეს იქნება არაეთიკური..._ წამიერად იუნგიმ იგრძნო როგორ დაეჭიმა სხეული, მან ტერმინი „არაეთიკური" განსაკუთრებული ბეჭედი მისცა, ფსიქიატრს სურდა გაეგო, რას ფიქრობდა თეჰიონი იმ წამს.

- მაშინ მე გთავაზობ უბრალოდ საუბარს. _ თქვა ფსიქიატრმა. ბიჭმა თავი დაუქნია.

- ეს უფრო ეთიკური იქნება?_ ჰკითხა მან.

- ეს უფრი თავისუფალს ხდის ურთიერთობას._ ფსიქიატრმა მოახერხა ბიჭის იშვიათი ღიმილი გამოეხატა სახეზე. მას სიამოვნებდა ამ ღიმილის უფრო ხშირად ნახვა. ბიჭს ამ ძვირფასი წამით გაუბრწყინდა თვალები და სახიდან დაძაბულობა მოეხსნა, მაგრამ სამწუხაროდ, ის ისევე სწრაფად გაქრა როგორც გამოისახა.

- სინდისი სუფთა გაქვს?_ ჰკითხა თეჰიონმა ცოტა ხნის შემდეგ და აიღო ნესტიანი, მბზინავი დანა რომელიც იუნგიმ მიაწოდა. წამით მათი ხელები შეეხო ერთმანეთს და თეჰიონი არ აკანკალებულა. ეს იყო ფსიქიატრმა, რომელმაც გაწყვიტა ფიზიკური კონტაქტი, სანამ სიტუაცია ძალიან აშკარა, მეტისმეტად შეუსაბამო გახდებოდა. ყოველ შემთხვევაში, წმინდა მორალური თვალსაზრისით. იუნგის პროფესიონალიზმმა აიძულა შეწყვიტოს შეხება, მაგრამ გულის სიღრმეში ის არ იქნებოდა წინააღმდეგი ამის გაგრძელების. ამ ხანმოკლე მომენტმა თეჰიონის კითხვა ორაზროვანი გახადა.

- ამას იმიტომ მეკითხები, რომ ჩვენი ურთიერთობა ამ მიმართულებით მიდის? - კითხვა დაუბრუნა ფსიქიატრმა. ბიჭმა კი მხოლოდ თავი დაუქნია. იუნგიმ ყურადღება არ მიაქცია შეხებას და ვითომ არაფერი მომხდარა. ის დარჩა სრულიად მშვიდი და მოდუნებული, სრულყოფილი და ალბათ ერთადერთი მუდმივი თეჰიონის ცხოვრებაში.

 𝙱𝚕𝚘𝚠 𝚞𝚙 / ᵗᵃᵉᵍⁱWhere stories live. Discover now