მშვიდი ფიქრები

32 3 4
                                    

სიყვარულის ისტორიები იქმნება, ფურცელზე იწერება, ან მხოლოდ გონებაში ჩნდება, ვითარდება, ლამაზდება, თუნდაც მოგონილი იყოს, მაინც აღძრავს ისეთ გრძნობებს, რომელსაც იმის გაგიჟებაც შეუძლია  ვისაც ეს არ განუცდია.

მკითხველები ბედნიერები არიან, კითხულობენ თუ, როგორ წერენ მწერლები ისტორიებს სიყვარულზე.
სევდიანი დასასრულები მოსწონთ, აი ისეთი ბოლოში ტრაგიკულად რომ სრულდება ყველაფერი, როდესაც პროტაგონისტი მოკვდება, როდესაც ჩაქრება ნაპერწკალი თვალებში, როდესაც სიყვარულის ისტორია დასრულდება, ისინი აღფრთოვანებულნი არიან ამით, გიჟდებიან და თავადაც არ იციან რატომ...

მაგრამ განა რეალობაშიც ასე დაასრულებდით ისტორიას?!

მათ გაგიჟებით უყვართ ერთმანეთი.
ერთამანთის თვალებში ნაპერწკლებს ხედავენ, გიჟდებიან ერთმანეთის დანახვისას, გული საგულეში არ უჩერდებათ, ერთი სული აქვთ როდის ჩასჭიდებენ ერთმანეთს ხელს, როდის ჩაეხუტებიან, როდის აკოცებენ... რადგანაც უფრო დაუახლოვდნენ ერთმანეთს, ერთი სული აქვთ საკუთარ სხეულში, სიყვარულისგან გამოწვეული ულევი ემოცია, როგორმე გაცვალონ...

მათი სიყვარული ნამდვილია, გასაოცარი, ჯადოსნური...

მართალია მათი სიყვარულის ისტორია ნამდვილი არ არის, მაგრამ ის იმაზე ლამაზია, ვიდრე რეალობა.

მწერლები კი ხანდახან მათ იმის საშუალებასაც არ აძლევენ რომ ერთმანეთს "მიყვარხარ" უთხრან.

წარმოიდგინეთ, იქნებ მოგონილი სიყვარულის ისტორიები სხვა სამყაროში ნამდვილად იქმნება?!იქნებ ისინიც ნამდვილი ადამიანები არიან, რომლებსაც გრძნობები გააჩნიათ?

იქნებ და ისინი ისეთი ძლიერები სულაც არ არიან როგორც მწერლები აღწერენ? შეიძლება, მაშინ როდესაც მწერლები წერენ რომ მათ არ სტკივათ, ისინი ბოლო ხმაზე ყვირიან რომ ვუშველოთ? იქნებ მკითხველებს ცრემლიანი თვალებით უყურებენ, რომ მათ გადაარჩინონ ისინი?!

Writers Sadness Where stories live. Discover now