▪3▪

2.7K 128 15
                                    

დილაადრიან ხმაური ატყდა ჯეონის სახლის 'გალავანთან', გაუთავებლად ისმოდა ავტომობილის ტვინისწამღები სიგნალის ხმა, რომელსაც მამაკაცი მწყობრიდან გამოჰყავდა. ცოტა ხნის შემდეგ აუტანელი ხმის გამო უკვე მოთმინება დაკარგული ნელა წამოდგა და წელს ზემოთ მთლად შიშველიმა სპორტულების ამარამ კიბეებს დაუყვა, ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფს გრძელი აბურდული თმები თვალებში ეყრებოდა ატეხილი ხმაურისგან ისედაც გაღიზიანებული უარესად ღიზიანდებოდა და უხეშად იშორებდა მათ სახიდან. ქვემოთ ჩასულმა კარებთან დაყენებული მონიტორიდან დაინახა ჯექსონის ავტომობილი ჭიშკართან, ბიჭი იმდენად შეჭრილიყო აზარტში რომ ამ ტვინისგამბურღველი ხმაურის შეჩერებას არც აპირებდა ჯეონს რომ ღილაკზე დაჭერით ჭიშკარი არ გაეხსნა და საშუალება არ მიეცა შიგნით მოხვედრილიყო.
ჯექსონი ჩვეულებრივი ხალისით გადმოვიდა მანქნიდან და უხასიათო ჯონგუკისკენ იწყო სვლა.

-დილამშვიდობის სიმპათიურო ჯეონ ჯონგუკ

-გამაგენიბე რა ჯანდაბას აკეთებ ჩემს სახლში ამ დილაუთენია?!

-აქ მოსვლას მიკრძალავ?

-ჯექსონ!_შეუღრინა მამაკაცმა

-რა ცუდი დახვედრაა _საწყლად გახედა.

-სიცოცხლე მოგბეზრდა?

-არა უბრალოდ....ვიფიქრე

-ამოღერღე

-რა?

-ის რა ჯანდაბაც გინდა!

-მე..ის

-ჯექსონ თქვი!

-კარგი კარგი_როდესაც ჯეონის ალეწილ სახეს შეეფეთა რომლის მოთმინების ფიალაც ნელნელა ივსებოდა ხელები მორჩილებით აღმართა და გადაწყვიტა პირდაპირ იმ თემაზე გადასულიყო რისთვისაც ამ დილაადრიან დაადგა თავზე.

-გუშინ ბარში ის გოგო ვინ იყო ვის გამოც იჩხუბე?

-არავინ!

ჯონგუკი სახლში შებრუნდა კარს ხელი მიჰკრა და ისისიყო უნდა დახურულიყო რომ ჯექსონმა შეაკავა და უკან აედევნა მეგობარს.

რევანში(IN REVENGE)🔞|J.JK|Where stories live. Discover now