[ 19 ]

2.3K 157 54
                                    

ავტორის Pov.

ელენა: ხელები გაწიე და შემიშვი - უკვე ნერვებისგან ყვირილი დაიწყო გოგონამ, რომელიც მთელი ნახევარი საათი ეჩიჩინება პაკს რომ სუზისთთან შეუშვას

ჯიმინი: არ შეხვალ

ელენა: რატომ, მინდა ვნახო როგორაა

ჯიმინი: კარგადაა დამიჯერე, მაგრამ შენ ძალიან სუსტად ხარ

ელენა: არ მაინტერესებს, გამატარე - ისევ ცადა ჯიმინის ჩამოშორება, მაგრამ ჩაფლავდა

ჯიმინი: ნუ ჯიუტობ, მასთან ჯონქუქია, აცალე განმარტოება

ელენა: მაშინ რა ვქნა? სულელივით აქ ვიდგე?

ჯიმინი: არა, ჩემთან ერთად წამოდი - გოგონასა და პირველადი დახმარების ყუთს ხელი დაავლო

ელენა: ახლა სად მიგყავარ? - მობეზრებით ამოიოხრა

ჯიმინი: სახურავზე

ელენას მეტი კითხვა აღარ დაუსვამს, ისედაც ჯიმინთან საუბარი უნდოდა, ახლა კი საშუალება ჰქონდა

პაკმა გოგონა სახურავზე აიყვანა, შუა წერტილში დაჯდა და ელენაც გვერდით მიიჯინა

ელენა: აქ რა უნდა ვქნათ?

ჯიმინი: ცოტახნით გაჩუმდი - პირველადი დახმარების ყუთი გახსნა, წყალბადის ზეჟანგი ამოიღო, ბამბაც მოაყოლა, ეს უკანასკნელი სითხით დაასველა და ელენასკენ შებრუნდა

ელენა: არ გაბედო, არ ქნა, ჯიმინ

ჯიმინი: ჩშშ არ გატკენ - ფრთხილად შეეხო ბამბით გოგონას სისხლიან ტუჩს, შემდეგ გახეთქილ წარბს - გტკივა? - შეპარვით შეეკითხა ელენას, რომელიც ტკივილოსგან სახეს მანჭავდა

ელენა: საკმარისია - ჯიმინის ხელი მოიშორა და ბამბა თვითონ დაიკავა

სიჩუმე ჩამოწვა, ორივემ ხმა გაკმინდა და ხედის დათვალიერება დაიწყეს, რომელიც მშვენიერი იყო სკოლის სახურავიდან

ეს ჰარმონია კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა, რომ არა ჯიმინის ხმადაბალი ხმა

🔞FROM HATE TO LOVE🔞 || ✔️Where stories live. Discover now