თავი პირველი - უცნაური საღამო

9 1 3
                                    

   1998 წლის 27 სექტემბერია, საღამო, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. ქუჩებში სინათლეები თანდათანობით იკლებს, ხალხი თითქმის აღარ ჩანს და ყველა საკუთარ სახლებში შემალულიყო. ქუჩაში მხოლოდ ერთი კაცი მიიარებოდა შავი ცელოფნის პარკით: სავარაუდოდ, ნაგვის პარკი უნდა ყოფილიყო. იგი მაღალი, მტკიცე სახის, შავგვრემანი და არც თუ ისე ახალგაზრდა იყო. ცოტა ხანში ერთი სახლის ეზოში შეუხვია და კარზე ზარი დარეკა. კარი მისივე ასაკის ქალბატონმა გაუღო, რომელიც სავარაუდოდ მისი ცოლი უნდა ყოფილიყო. მათი სარდაფის ღია ფანჯრებიდან, რომლებიც სახლის ოდნავ ქვეშ იყო მიწაში ჩაფლული, თეთრი კვამლი ამოდიოდა. კაცი იფიქრებდა: რა გაწაფული მზარეულების ოჯახიაო.

მეუღლემ მამაკაცი შინ შეიყვანა და კარი გამოხურა, შემდეგ კი იმდენი საკეტით ჩქარა ჩარაზა, თითქოს რაღაც უნდა მოხდეს მათ სახლში და ისინი კი თავს იზღვევენ, მაშინ როდესაც ქალაქში ძარცვის შემთხვევები 80-იანი წლების შემდეგ არ დაფიქსირებულა. ქალაქი იმდენად პატარა და მჭიდრო იყო, რომ თითქმის ყველა ერთმანეთს იცნობდა და ცუდი განწყობით არც ერთმანეთს ხვდებოდნენ და არც ქალაქგარეთიდან მოსულ სტუმრებს. ქმარმა ფეხზე გაიხადა, გასაღები მაგიდაზე დადო, სამოცდაათიანების ცილინდრიანი ქუდი და ასევე ძველი ტყავის ქურთუკი საკიდელზე გადაკიდა. პარკი მეუღლეს ხელებში ზედმეტად ფაქიზად გადასცა და თავად სამზარეულოში შევიდა, რომელიც სულაც არ ყოფილა სარდაფში. მაშ რა საიდუმლოს მოიცავდა გარედან, ერთი შეხედვით, მორთულ-მოკაზმული და ნათელი სარდაფი, რომელშიც თან არაფერი ჩანდა ისეთი, რომ ცნობისმოყვარე ადამიანს ამ კითხვაზე პასუხი მიეღო. ალბათ იტყვით, ვისი რა საქმეაო, მაგრამ სწორედაც, რომ არის. სარდაფი და თვითონ სახლიც სრულიად სხვა ოჯახს ეკუთვნოდა, მანამ, სანამ ძალიან არ გაუჭირდათ და ბინის გაყიდვა არ მოუწიათ. მეზობლების თვალში ეს სარდაფი ყველაზე ჩაბნელებული და მიტოვებულის იერით გამოიყურებოდა, ასეც იყო. მას შემდეგ, რაც ბოქსტონების ოჯახი აქ დაბინავდა, სახლის სხვა ოთახები და კუთხეები იმდენათვე არ შეცვლილა, რამდენადაც სარდაფი. მათგან კვალი კი ყოველ კვირაში ერთხელ, ერთი და იგივე დროს ამოდიოდა. აშკარაა, რომ ცოლ-ქმარი სიზუსტისა და მეცნიერების მოყვარულები იყვნენ, ამ ორს ერთად იმიტომ ვამბობ, რომ ხალხი ძირითადად მსგავს ფაქტორებს შეაწერდა მიზეზად სარდაფის კვამლს.

ქალბატონს ოდნავ, შედარებით დაბალი სიმაღლე და ღია მოყავისფრო თმა ჰქონდა. ამასთან, სახეზე ოდნავ ნაკვთები ეტყობოდა, გადაღლილი გამომეტყველება და სერიოზულობა ცალსახად ემჩნეოდა. სარდაფის კიბეებზე ჩამავალს რაღაც მოაგონდა, შეჩერდა, პარკი კართან დადო და ზევით აბრუნდა. ქმართან მივიდა და მაშინ, როდესაც ის გართული იყო სამზარეულოს საქმეებით, მკლავები მხრებზე შემოახვია. მანაც საპასუხოდ ხელი ხელზე მოკიდა, შებრუნდა და უთხრა: „ვიცი, რომ რთული დრო გვაქვს, მაგრამ რამენაირად უნდა გადავიტანოთ. მოვრჩებით თუ არა, გპირდები, ფილიპინებზე წავალთ..."

მეუღლემაც იმედისმომცემი ღიმილით მის თვალებში ჩაიხედა და დაინახა, რომ მათი ოცნება მალევე ასრულდებოდა. „მთავარია, ყველაფერი კარგად წავიდეს" - უპასუხა მან. ოთახში შევიდა, იქიდან ნემსი გამოიტანა და ახლა უკვე საბოლოოდ გაემართა სარდაფისკენ. ქმარიც ჩაყვა. აქედან ამოსულ მამაკაცს ხელში ნარინჯისფერი სითხით ნახევრად სავსე ბოთლი ეჭირა. უკვე ღამის პირველი საათი სრულდებოდა. მან პატარა წებოვანი ფურცელი აიღო, ზედ დააწერა: „ციტრუსის წვენი", ბოთლს დააკრა და მაცივარში შედგა. სარდაფიდან კვამლმა იმატა, უცნაური ხმებიც კი ისმოდა. სახლში თითქოს ყველაფერი მაინც კარგად იყო, თუმცა მათ გარედან ორი პოლიციელი უთვალთვალებდა, რაც ვერ შეამჩნიეს. პოლიციისთვის ერთადერთი ადგილი, რომელსაც ვერ იკვლევდნენ და ვერც ხედავდნენ, სარდაფი იყო. მაგრამ უკვე ერთი რამ ნათელი იყო: არც იქ ყოფილა ციტრუსის წვენი და არც პარკში - ნაგვის გროვა.

მათთვის უცნობი იყო, რა სურდათ ან რას ეძებდნენ ამ სახლში. ეს მხოლოდ მეზობლების საჩივარი იყო, მხოლოდ მეზობლების საჩივარი...

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Sep 15, 2023 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

დავიწყებულიWhere stories live. Discover now