თავი მეცამეტე

46 5 5
                                    


ჰავაიზე ტემპერატურა 38 გრდუსზე მაღალი იყო. და ზღვაზე წასვლაც კი მოგბეზრდებოდა. როცა ნომერში შემოვედით ოთახი ქათქათებდა, მაგრამ აშკარად დაეტყო ჩვენი ხელი. უკვე ყველაფერი ლაგდებოდა, აღარც უწინდებურად მიჭერდა ყელში ჩახუთული ატმოსფერო და აღარც ჰალუცინაციები მაწუხებდა. არ ვიცი გარემომ იმოქმედა ასე ჩემზე, თუ სხვა რამემ,მაგრამ მთავარი იყო, რომ აღარაფერი მჭირდა. წინ კიდევ ორი კვირა გვქონდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ ორ კვირასაც ძალიან მაგრად გავატარებდით. დიმასთან მიმართებაში, რაღაც ხდებოდა, ამ ერთი კვირის დღეებში, ძალიანშ ცუდად მესაუბრებოდა, იმ მხრივ, რომ შესაძლოა ერთად აღარ ვყოფილიყავით ან ერთ-ერთი ჩვენგანი აღარ იქნებოდა. მაგრამ თუ ეს გარდაუვალი იქნება, და რომელიმე ჩვენგანი მოკვდება, მინდა პირველი მე ვიყო, რადგან შემდეგ დიმას გარეშე ცხოვრება ძალიან რთული იქნება. 

ვდგავარ სასტუმროს სახურავზე, ვუყურებ სანაპიროს, ვერ ვწყვეტ ფიქრს... საშინელ რაღაცეებზე... ნებას ვაძლევ თავს, რომ ჩემმა ყურებმა მოისმინოს გულის ცემა. თბილისში, რომ დავრჩენილიყავი და ძველი მეგობრების ატანა გამეგრძელებინა, მაშინ აშკარად თავს მოვიკლავდი. მხოლოდ ჩვიდმეტი წლის ვიყავი, სკოლა ახალ დამთავრებული მქონდა, როცა კლასელებმა ჩემთან მიმართებაში, შეიცვალნენ. არასდროს მილაპარაკია არავისთან თუ რა დამემართა და რა მაქვს გადატანილი. 17 წლის ასაკში მყავდა საუკეთესო მეგობარი ანა, მაგრამ ერთ დღეს მე და ანა. მასთან ავდიოდით ღამე იყო და არც არავინ დაიარებოდა ქუჩაში.  ''მდიდარი მამიკოს გოგო'' მესმის ყურებში უკან ვიხედები და კაცი მხვდება, რომელსაც ხელში ბასრი დანა უჭირავს. ვეუბნები: ''კარგი, საკმარისია, თუ ხუმრობა იყო გაჩერდი შევშინდით''. მამიკოს გოგო? მამაჩემი მდიდარი არის, მაგრამ მე მის ფულს არ შევხებივარ, თუ მას არ სურდა. ამაზე ლაპარაკს ყოველთვის გავურბოდი, მე არ ვიცი... თუ ადამიანი ღარიბია დასცინიან, თუ მდიდარია, დასცინიან. რომ ვთქვა, ბულერები ადამიანობას უყურებენ და ისე არჩევენ ვინ უნდა დააბულინგონ თქო, მოგატყუებთ.  მაგრამ კაცი ადგილიდან არ იძროდა, იცინოდა და ბოლოს ჩვენკენ დაიძრა. მე და ანა ავვარდით სადარბაზოში, ისეთ ადგილას სადაც, არც ფანჯარა არ იყო და სრული სიბნელე სუფევდა, მანდამაინც იქ შევედით. ''დრო მოვიდა, მამაშენს პასუხი ვაზღვევინო'' ამბობს კაცი, და ირგვლივ იხედება. უცებ ფეხი გავასწორე და წინ რაღაცამ გაიჩხარუნა. კაცი ჩვენსკენ იწევს მაგრამ ანამ მოასწრო და ფეხი თხილიშა. ''პატარა ძუკნავ'' ეუბნება ანას და დანას მუცელში არჭობს. გაუნძრევლად, მოკუნტული ვზივარ, ადგილიდან ვერ ვინძრევ, ვუყურებ, როგორ ურტყამენ ჩემს საუკეთესო დაქალს დანას. სასოწარკვეთილი ვარ და არ იცი რა ვქნა. ძალიან მძიმედ ვსუნთქავ, არც ცრემლები მომდის და არც სხეული მემორჩილება, რომ დავეხმარო. ეს ყველაფერი ჩუმად ხდება, არც ანა ყვირის და არც მე. მხოლოდ გვესმის დანის მწარე ჩარტყმა მუცელში. რატომ მე არ მარტყამს დანას? რატომ გავჩნდი, მდიდარ ოჯახში, ახლა ჩემი ბრალი არ არის? ყველაფერი ჩემი ბრალია... მაგრამ არ შემიძლია, ვერაფერს ვაკეთებ, უბრალოდ ვზივარ სიბნელეში, უჰაერობით ვუყურებ როგორ ურტყამენ ჩემს მეგობარს ბასრ დანას. უეცრად თვალებიც მეხუჭება და იქვე ვეცემი. არ ვიცი რამდენი ხანი ვიყავი უგონოდ, მაგრამ როცა გამეღვიძა, ირგვლივ არავინ იყო, გარდა ჩემი და ჩემი მეგობრის, რომელიც მძიმედ სუნთქავდა. მასთან მივვარდი. 

HEARTBREAKER/გულის გამტეხიWhere stories live. Discover now