22 4 11
                                    

ალისფერ ვარდებს წააგავს შენი სული ძვირფასო, ვნების ალითა და მედიდურობით აღვსილს. სხეულით კი ღმერთების მიერ მოვლენილ მხსნელს გავხარ ამ წყეული ზმანებით აღძრულ სამყაროში.
მხსნელი თუ უფრო ის სიამით მოცული თეთრი ფანტელები, თავადაც ვერ გამირჩევია, მაგრამ ის კი ნათლად ვიცი, რომ ჩემი არეული გონებისა და დაჭრილი გულის დიდი გოდებახარ, თეჰიონ.

თეჰიონ, დეკემბრის თვეში მოვლენილო, ჩემო ამქვეყნიურო და ერთადერთო ოცნებავ.
საზოგადო ყინვაში ფიფქი ნამავდა მიწას შენს ბაგეებს რომ უპირველესად მოსწყდა ამქვეყნიური დარდის ღაღადი.
ნეტავი დროსა და ბედისწერას, რაღაც მანქანებით ჩვენი ჟამთასვლის დაუმთხვევლობა რომ გამოიწვია და შენთვის სრულიად უცნობად მაქცია.
მე ხომ არც კი ვიცი როგორი იყო შენი ბავშვობა, ყმაწვილკაცური, კეკლუცური და მეამბოხე სული. არც შენი არსებობის ორიოდე დეკადის დროს ვყოფილვარ შენს შორიახლოს, ძვირფასო.

ტრაგედია კი ჩემს ცხოვრებაში საყოველთაო ელფერად მაშინ დასადგურდა, როცა პირველად სუსხიან ნოემბერში, მონმარტზე გიხილე ყვითელ ფოთოლთა შრიალს შორის.

მაშინ პირველად გიხილე აზიელო საქსოფონისტო. უბიწოდ თეთრი გემოსა ტანს, შენი მზერა კი ამ უბიწოებას იმდენად ბღალავდა, რომ წამით ჟრუანტელმაც კი საამოდ დამიარა მთელს სზეულზე. იმ წამიდან კი სწორედ შენ გახდი ის ერთადერთი, ჩემი გამოუცდელი გულის შვენებით აღვსილი გატაცება, რომლის იმედი თავად ფიფქივით ხელებში რომ უმალვე ჩამადნა.

დემონის ფრთების შეხება გახდი ჩემთვის, სულზე უტკბესო და სასიკვდილოდ საამოვ. ისე არ იქნებოდა, ყოველ კვირა დღეს შენი სულისწამრთმევი და მუხლთა მომკვეთელი მზერა, გალერიიდან გამოსულს რომ არ გადამკვეთოდა გზად. დროთა განმავლობაში კი თავად შენ გახდი ჩემთვის, სკოჩისა და მოლის არეული ხაზების ჩქარი ვალსი და დაბორიალებული გონების ჭრელი თვალთახედვა.

შენ ხარ ჩემი გამოუცდელი არსების თავქარიანობის დაღი და კეკლუც ფიქრთა ერთადერთი სავანე, ჩემო თეჰიონ. იმ იმედის ნამსხვრევებიც თავად შენ ხარ, როგორც კაფკა იტყოდა, მათგან ერთ-ერთი რომ გულში გავიყარე და მას სიყვარული ვუწოდე, ძვირფასო.

ჩემი ახალგაზრდა და ქორფა სულის გარშემო მშვენებით დატოტვილი სარეველაც შენ ხარ. ჯერ მხოლოდ კოკორი ვარ, არც კი გავფურჩქნულვარ, შენ კი დღითიდღე სულისწამღებად რომ მეხვევი და ამქვეყნიური არსებობისგან მბოჭავ. მაგრამ ეს ტკივილიც დიდი სიამოვნებაა, შორი ტრფიალი და მარტოდშთენილი ცეცხლის ალში გახვევა, იმედს მაინც მგვრის იმისას, რომ არსებობ, მშვენიერო.

ჩემო ხატო, მე კი შენდამი ანთებულო სანთელო, ვდნები ყოველ წამს, წუთსა და საათს.
შენი მზერით ვიფიტები უდაბნოში გადარგული ყვავილივით.

მეც ხომ შენს მსგავსად ურჩი ვარ ამ სამყაროსადმი, თეჰიონ. არც ბარიერებს ვდარდობ ან იმ ანდამებს, ჩემი დაუდგრომელი სიყვარული რომ მუდმივად ლეწავს.

ახლაც შენს მიმართ ფიქრში გავრთულვარ სანთლის შუქზე. მელანიც მითავდება და ცრემლიც მიშრება თვალებზე, მათ ხომ მრავალი ფურცელი დაასველეს უძიროდ?

მარგალიტის მძივებად მებნევა ჯებირებიდან მარილიანი ცრემლები და ღაწვებზე მოგორავენ, ერთმანეთს უერთდებიან და განსასვენებელს ისევ შენს მიმართ მიძღვნილ ხაზებზე პოულობენ.

თეჰიონ, ჩემო თეჰიონ...

ჩემს ბააგეებს გაუთავებლად სწყდება შენი სახელი თეთრი ღამეების ფონად.
ვერ ვშველი ამ დაუცხრომელ გრძნობას და შენი შეგრძნების გიჟურად აღძრულ ჟინს.

მენატრები უდროოდ,

მიყვარხარ,

უმზეოდ,

უღმერთოდ...

🎉 You've finished reading 𝐔𝐧 𝐩𝐞𝐭𝐢𝐭 𝐟𝐥𝐨𝐭 𝐝𝐞 𝐠𝐫𝐚𝐧𝐝𝐞𝐬 𝐥𝐚𝐦𝐞𝐧𝐭𝐚𝐭𝐢𝐨𝐧𝐬 🎉
𝐔𝐧 𝐩𝐞𝐭𝐢𝐭 𝐟𝐥𝐨𝐭 𝐝𝐞 𝐠𝐫𝐚𝐧𝐝𝐞𝐬 𝐥𝐚𝐦𝐞𝐧𝐭𝐚𝐭𝐢𝐨𝐧𝐬Where stories live. Discover now