7

45 4 2
                                    

გუშინდელმა ღამემ კარგად ჩაიარა. კოცნის შემდეგ ცოტა ისაუბრეს და დაიძინეს.

დილით პირველი ჯონგუკი იღვიძებს.
თვალს ახელს თუ არა ხედავს პატარა ანგელოზს როგორ სძინავს მშვიდად და წყნარად მის მკლავებში.

ცოტახანს ასე უყურებს რომ ვერ ითმენს მთელ სახეს უკოცნის ამაზე ჯიმინს ეღვიძება და როცა გაღიმებულ ჯონგუკს ხედავს მასაც ეღიმება ზემოთ იწევა და საყვარელ ტუჩებს ეწაფება.

-დილა მშვიდობისა პატარავ...

-დილა მშვიდობისა გუკ...

-როგორ გეძინა?

-შენს გვერდით? ძალიან კარგად, ესე მშვიდად დიდი ხანია არ მძინებია... ან არასდროს.

-მიხარია რომ თავს კარგად გრძნობ.
დღეს გინდა რამე ვქნათ? სადმე გავიდეთ.

-როგორც გინდა მაგრამ მე შენთან ერთად სახლში ყოფნა მირჩევნია.

-კარგი იყოს სახლი.

თქვა ჯონგუკმა და ჯიმინს მოწყვეტით აკოცა.

-ჯონგუკაააა ძალიან მშიაააა

-წავალ რამეს მოგიმზადებ წამოხვალ.

-კი

ჯიმინი ადგა ჯონგუკს კალთაში ჩაუჯდა და მაგრად მოეხვია.

-მაგრამ ესე წამიყვანე.

-ჩემი პატარა... კარგი.

თავზე პატარა კოცნა დაუტოვა და ოთახიდან გავიდა.

სამზარეულოში შევიდა ჯიმინი მაგიდაზე შემოსვა თვითონ კი პიცის მომზადება დაიწყო ჯიმინი მის თითოეულ მოძრაობას უყურებდა ამ დროის განმავლობაში ჯონგუკისთვის თვალი არ მოუშორებია.

-პიცაც მზად არის...

თქვა ჯონმა და ცხელი პიცა მაგიდაზე დადო.

***

ჯონმა მაცივრიდან კოლა და დესერტი გამოიტანა სუფრა გააწყო. მერე ჯიმინი მაგიდიდან ჩამოსვა და ორივენი სუფრას მიუსხდნენ.

გემრიელად მიირთვეს თან ერთმანეთი უკეთ გაიცნეს.

-გუკ აქამდე ვინმე გყოლია?

-ბიჭი არა მაგრამ იყო ერთი გოგო ისიც იმიტომ რომ ნიძლავი წავაგე. აქამდე არავინ მყვარებია. და არც არავისთვის მიკოცნია ყოველთვის მინდოდა ჩემი პირველი კოცნა ბიჭთან მქონოდა... შენ ხარ ჩემი პირველი კოცნის ავტორი პარკ ჯიმინ.

ჯიმინს მთელ სახეზე ღიმილი ჰქონდა გამოსახული.

-შენ საერთოდ პირველი იქნები ვისთანაც ვაჟიშვილობას დავკარგავ.

ჯონს ლუკმა გადასცდა და ხველება აუტყდა ჯიმინს გაეცინა და წყალი მიაწოდა ჯონმაც დალია და სული მოითქვა.

-ჯანდაბა ჯიმინ სანამ მაგას გავაკეთებ მაქამდე გინდა ჩემი მოკვლა?

-არა.

სერიოზული სახით უპასუხა ჯიმინმა.

-ღმერთო მიშველე... კარგი მოდი ავალაგოთ და შენს ვაჟიშვილობას მივხედოთ...

-როგორც შენ იტყვი მამიკო...

ჯონს ამ სიტყვებზე გააჟრუალა და მაგიდის ალაგებას შეუდგა. ხუთ წუთში უკვე ყველაფერი ალაგებული და დარეცხილი იყო. ორივენი ჯონის ოთახში ავიდნენ ჯიმინი აბაზანაში შევიდა ხოლო ჯონმა მაისური და სპორტული შარვალი გაიძრო და აბაზანისკენ დაიძრა...
______________________________________

ოპააა ცოწა ინწრიგააა😉
მოკლედ აქაც დავბრუნდი. სინდისმა შემაწუხა და ახალი თავი დავდე.💜🥲აბა წავედი 🏳️‍🌈

you are me i am you  Where stories live. Discover now