უხილავი

26 3 5
                                    

...წყალს ვერ დაიჭერ, მაგრამ ის ნიადაგს ქვეშაა. ცეცხლს ვერ შეეხები, თუმცა მას ხეები იჭერს. ქარს ვერ დაიჭერ, მაგრამ იგი ქვებს ეხება. თუ დაელოდები, ისინი ყველგან მოვლენ და არსებობას შეძლებენ. სუსტი, ცისფერი ნათება მამწუხრებს... ჩემი თეთრი სუნთქვა თოვლად და ცრემლად იქცა. ცრემლის დაღვრა არ შემეძლო, ამიტომაც გულში ვმალავდი. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი თუ როგორი განწირული ვიყავი, ისინი ერთხელაც ჩემს საცოდავ სულს აავსებდნენ. მე სულელი ვარ, რომელიც ფიფქად ქცეული თითო ცრემლის დაღვრასაც ვერ ბედავს. ვერ ვხედავ, არა იმიტომ რომ არ არსებობს, არამედ იმიტომ, რომ რთულია დავინახვო...

მწარე იყო, სულისშემძვრელი, თვალები გახელილი მქონდა, მაგრამ მხოლოდ მას ვერ ვხედავდი. ერთ სამყაროში ვიყავით, მაგრამ მის შეხებას ვერ ვგრძნობდი. ერთი ცისქვეშ ვბუდობდით, მაგრამ მისი სუნთქვის ხმა არ მესმოდა. ერთ მიწას ვეკუთვნოდით, მაგრამ მის ნაფეხურებს ვერ ვხედავდი...

ზამთრის მოთოვლილ მდელოზე ერთი ენძელა დავინახე... ისიც ჩემსავით დაბრმავებული იყო, რადგან მისი მეორე ნახევარი უხილავ სამყაროში მის ნაკვალევს დასდევდა...

და ასე შეიქმნა ორი სული, ერთი ფიქრი; ორი გული, ერთი ფეთქვა; ორი სიცოცხლე, ერთი სიკვდილი; ორი საფლავი, ერთი სამოთხე.

Dostali jste se na konec publikovaných kapitol.

⏰ Poslední aktualizace: Dec 25, 2022 ⏰

Přidej si tento příběh do své knihovny, abys byl/a informován/a o nových kapitolách!

უხილავიKde žijí příběhy. Začni objevovat