😚14😚

379 50 42
                                    


- დარწმუნებული ხარ რომ კარგი იდეაა?

- უარესს იმსახურებენ!

ხელები ერთმანეთს გავუსვი და ბოროტულად ჩავიცინე.

- კი მაგრამ ასე სისხლჩაქცევებით მოკვდებიან.

- არ მოკვდებიან. პოლიცია მოუსწრებთ და თავიანთს მიიღებენ.

გამოვბრუნდი და უკან ხის ტოტზე გადაკიდებული 5 შეკრული კაცი დავტოვე.

- შენთან საქმის დაჭერა ასეთი საშიში თუ იქნებოდა ცხოვრებაში ვერ ვიფიქრებდი ქეით "დეიდა" - ჯუნი გვერდში ამომიდგა და ხელი გადამხვია.

- ნუ რა ვქნათ ჩემი მზრუნველი ქეითი შეფარული ფსიქოპატია - სმირკით ამეტუზა ანაც.

- იმედია რაიმე კვალი არ დატოვეთ?! თორემ თქვენი ქეით დეიდა ორივეს ყურებით ჩამოგაცვამს იმ ხეზე! - ყალბად გავიღიმე.

- ნუ ღელავ ყველაფერი მოვაგვარე - მანქანაში ჩაჯდნენ.

- გორია ყველაფერი რიგზეა? - უკანა სავარძელზე გორია იწვა და თავი ჯუნის კალთაში ჩაედო.

- კი ძვირფასო. ცოტას დავისვნებ და ყველაფერი გამივლის.

ჯუნი თავზე ნაზად ეფერებოდა და შუბლზე კოცნიდა.

- უაიმე ეს გვრიტები - ყალბი ცრემლი დრამატულად მოიწმინდა ანამ.

- კარგი, წავედით? - საჭესთან მოვკალთდი.

- წავედით.

........... (ესენი რო time skip-ებს და მდებარეობის შეცვლას ნიშნავთ ხომ ხვდებით თუ უნდა ვწერო?🥲)

- ვის ურეკავ?

- ჩი... ჯიმინს.

- ოოოუუუ - ანა სავარძელზე გადმოიწია და ჩამისმირკა.

- გაიწიე აქ მოსული ავარია არ ამკიდო.

- კარგი რაააა ვითო პირველი იქნებოდა🙄

- რაზე საუბრობთ? - ჯუნი გადმოიწია და გვიჩურჩულა რადგან გორიას ეძინა.

- შენ ნუ ხარ ცნობისმოყვარე! - ცალი ხელით უკნიდან შუბლში მივარტყი და ანაც უკან გავწიე.

აფთიაქის გოგონაWhere stories live. Discover now