თავი 32

446 43 56
                                    

სასახლეში სიტუაცია ჩაიხლართა,ჯონს გუშინ საღამოს საშინელი ინფორმაცია მოუვიდა.

ზღვებში და ოკეანეებში თევზს ვერ პოულობენ,განა მხოლოდ თევზს, ვერცერთ წყლის ბინადარს.

პირუტყვი ცხოველები დაავადებით ერთი მეორეს მიყოლებით იხოცებიან,ხალხი შიმშილობს.
ამას დაემატა ის,რომ სოფლებში მონაცვლეობით ჩნდება ხანძარი.

ამ ინფორმაციას სასახლეში არ ამჟღავნებენ,არ უნდათ ხალხის აფორიაქება.
ჯონი ჯერ კიდევ სიმშვიდეს ინარჩუნებს,თუმცა ყველანაირად გადართულია ამ პრობლემის მოგვარებაზე.იუნგიც და მისი ქცევაც დაავიწყდა,ჯიმინსაც აღარ უთმობს იმდენ ყურადღებას,მის თავში ახლა ყველაფერი არეულია..

სწორედ ახლა,მის ნახშირზე ამხედრებული მიაჭენებს სასახლიდან.

***

ხმაურია,ყველა გამწარებული ცდილობს გაყიდოს საქონელი,რათა იყიდონ საჭმელი,რომელიც არსებული სიტუაციის გამო ორჯერ მეტად ფასობს.ზოგმა არც კი იცის რატომ დაედო საჭმელს ამხელა ფასი,და კიდევ უფრო რატომ იზრდება დღითი დღე.

ბატონი შენიღბული დადის.
ის აქ ყოფნით ვერაფერს გაიგებს.
აქ ამისთვის არც არის.

***

წარსული

-ვინ არის ეს ხალხი

-შვილო ჩამოჯექი

-ვინ არიან-მკაცრად ამოილაპარაკა

-ისინი ჩვენს ტერიტორიაზე იპოვეს,და გადავწყვიტე ახლოს მყოლოდნენ

-ჯანდაბა მამა.-

მან მაშინვე დატოვა ოთახი.

***

-ჩემი თეორია მართალი აღმოჩნდა.

-რა?ბატონო ეს ხომ..

-შეუძლებელია?.

-დიახ-თავი დახარა ბატონის მარჯვენა ხელმა

-შესაძლებელია

-და ანუ ისინიც

-კი,ისინიც მეორე მხრიდან არიან

another universeWhere stories live. Discover now