11

352 26 16
                                    

თვალები გავახილე და ისევ საშინელი სუნი დამეტაკა, ჯერ კიდევ ვერ შევეჩვიე რომ აქ მიწევს ყოფნა და თვალების გახელისთანავე საავადმყოფოს თეთრ ჭერს ვხედავ.

-აბა თავს როგორ გრძონბს ჩვენი გოგონა?-ჩემი ექიმი შემოვიდა ოთახში და შემოწმება დაიწყო.

-შესანიშნავად...გთხოვთ, სული ამომხდა, მალე გამწერთ?

-ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ ნევე-თითი ამიქნია და ჩემს ანკეტას ჩახედა.

-მოგვიანებით, მოგვიანებით...უკვე დავიღალე ყველა ამას მიმეორებთ, პატარა ბავშვი არ ვარ სიმართ....-ტკივილმა საუბარი შენაწყვეტინა.

-რაც მთავარია სიმშვიდე უნდა შეინარჩუნო ხომ ხედავ ტკივილები როგორ გაგიძლიერდა?

-ვხედავ და ვიცი რაც ხდება, მაგრამ თქვენ უნდა ამიხსნათ, ეს მე მეხება.

-ჯერ ჩვენც არ ვიცით ძვირფასო, მალე ყველაფერი გაირკვევა და შენც აუცილებლად შეგატყობინებთ.

-რა უნდა გაირკვეს? რა მოხდა?-ექიმმა უბრალოდ თვალი ჩამიკრა და პალატიდან გავიდა, მე კი უფრო მეტ კითხვასთან დამტოვა.

ფანჯარაში გავიხედე, ყველაფერი გულს მირევდა, რაღაც მინდოდა ან ვიღაც...

-ხო ისე-ისევ შემოყო თავი ექიმმა-სხვათაშორის სტუმრები გყავს.

-ვინ სტუმრები?-სიჩუმე-ყველა ჩემ კითხვას უპასუხოდ რანაირად ტოვეებთ?

დავიკივლეე და ბალიში გავუქანე მაგრამ გასვლა მოასწრო, მისი სიცილი გავიგონე და უფრო ნერვები მომეშალა.

ცოტახანში პალატის კარები შემოინგრა, შეშინებულმა გავხედე და ანა რომ დავინახე ოდნავ გულზე მომეშვა.

-შენ რა მართლა გეგონა რომ შენ სანახავად არ მოვიდოდი?-ღიმილით მოვიდა და გადამეხვია-როგორ ხარ?

-როგორ უნდა ვიყო, ძალიან დაბნეული ვარ არავინ არაფერს მეუბნება, გეგონება არ ვიცოდე რომ ვკვდები-ამოვიფრუტუნე და ისევ ფანჯარას გავხედე.

Heartbeat💓Where stories live. Discover now