სევდა💧

195 25 11
                                    

- რ-რააა?! რას ნიშნავს ოპერაცია ვერ გადაიტანა?! - ხმის კანკალით დაიკივლა სუჯინმა და დამწუხრებულ ექიმს საყელოში  წვდა. - ექიმო ნუ მატყუებთ! ჩემი და არ მოკვდებოდა!

-   ჩვენ ყველაფერი ვცადეთ, მაგრამ... - ექიმსაც ცრემლი მოადგა თვალზე გოგოს საცოდაობით. ექიმი იქაურობას მალევე გაეცალა, თან უკან ორი ექთანი გაჰყვა.

- სუჯინ გთხოვ... - ჰიონჯინი ძლივს ამშვიდებდა. უფრო სწორად ვერ ამშვიდებდა.

- ჰევონი ხომ  ჯერ ბავშვი იყო!!! - ისტერიკაში ჩავარდა...

******

კონკურსში გამარჯვებიდან 1 კვირის შემდეგ სუჯინის დას ოპერაცია ჩაუტარდა. ეს ოპერაცია ზედმეტად სარისკო იყო. ხომ იცით, რომ ყოველთვის ამბავს ბედნიერი დასასრული არ აქვს . სამწუხაროდ ჰევონმა ოპერაცია ვერ გადაიტანა. კიდევ ერთი საშინელი ტრაგედია სუჯინის ცხოვრებაში. ალბათ დაგღალეთ ამ გოგოს ტრაგედიებით... თვითონაც ზედმეტად დაიღალა და ცხოვრების გაგრძელების აზრი აღარ აქვს. ყველა სძულს მის ცხოვრებაში. მათ შორის ჰიონჯინიც, რომელზეც ცოტა ხნის წინ გაიგო, რომ ის კონკურსი თავისი ოინები იყო. უკვე აღარავინ ადარდებდა, მათ შორის საკუთარი თავიც. 

ეხლა თავისი კორპუსის სახურავზე დგას და ქვემოთ იყურება. ისეთი მაღალია, რომ ადამიანები ჭიანჭველებივით ჩანან. პაწაწინა ნაბიჯი გადადგა, თვალები დახუჭა, ცრემლი ჩამოუგორდა...

- ჰევონ მოვდივარ...

ყოველთვის ამბავს ბედნიერი დასასრული არ აქვს . 

მაგრამ.... 

უცებ მკლავში ვიღაცის ხელის ჩაჭიდება იგრძნო და არა წინ, არამედ უკან გადავარდა იმ ვიღაცასთან ერთად ვინც მკლავზე მოქაჩა. თვალები რომ გაახილა ვიღაცის გულზე ედო თავი. ამ ვიღაცის აჩქარებული გულის ცემაც ესმოდა. 

- სუჯინ კარგად ხარ?- გოგომ ჰიონჯინის ხმა გაიგონა თუ არა, მაშინვე ფეხზე წამოხტა.

გარყვნილი მოცეკვავეWhere stories live. Discover now